ე.ი. დელ პიეროს ხსენებას გამოუწვევია მცირე გაუგებრიბები..

აქ იწერება რომ ვერ გავიდა ნაპოლი ევროტურნირებზე და ამიტომ ჯობია წავიდეს ხვიჩაო... დელ პიერიც ამ კონტექსტში იყო ნახსენები..
ზოგადად კი მთელ სურათს უნდა შევხედოთ..
კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი აქვს, რომელიც ამ სეზონშიც ვერ დარჩება იმ პირობებით როგორიც დღეს არის..
აქეთ კონტე მოჰყავს სამი წლით ნაპოლის..
ანუ სერიოზული ინვესტიცია იდება გუნდში..
ამ პირობებში ხვიჩას არ გაუშვებენ.. ამიტომ ჯობია ხვიჩამ მაქსიმუმი გამოსტყუოს დე ლაურენტისს..
როგორც ჩანს ოსიმენიც დარჩება..
შუა ხაზს კონტე მოხოდავს და დაცვასაც..
ჩემი აზრით შემდეგი ორი სეზონი, ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდი იქნება და ხვიჩას სტატისტიკაც გაუმჯობესებული იქნება, რადგან კონტე მას ფლანგზე არ აყურყუტებს..
პსჟ-ში გადასვლა კი ხვიჩას როგორც ფეხბურთელის ზრდას ხელს არ შეუწყობს ჩემი აზრით..
პ.ს. მე კიდევ მირჩევნია სერია ა-ს ვუყურო შაბათ-კვირას და არა საფრანგეთის ჩემპიონატს..