
მართლაც
აზაროვი გოჩოლეიშვილის თემაშიც ჩანს სანიოლის კომპეტენცია. ჯერ ერთი, წინაზე გოჩოლეიშვილი გალანძღა და დასაჯა, არ გამოიძახა. ახლა აზაროვი. რა წესია ეგეთი მიდგომა? წინა შეკრების მერე არაფერი გაუმჯობესებულა გოჩოს კარიერაში. შახტარში ცუდი რეკორდი აქვს და მანდ აზაროვი ბევრად ჯობია. ხოდა სადაა ლოგიკა?
არაბიძეზე არც ერთი არგუმენტი არაა დამაჯერებელი. ელიგაში დადისო და ინტენსივობა აკლიაო, წიტაიშვილი პრემიერ ლიგაში დაფრინავს? შეუთამაშებელია გუნდთანო, კანკავა შეთამაშებულია? ბოლოს 2021 წელს ითამაშა ნაკრებში. "სქემაში ვერ ჯდება" არგუმენტი საერთოდ სასაცილო. 5 წუთით შესაყვანად თუ დააბრუნა კანკავა, 5 წუთით იქნებ არაბიძესაც ეთამაშა ვინმეს ადგილზე და დაერტყა კარისკენ. იქნებ 120 წუთი თამაშობ, არ უნდა იყო მზად?
ან ეს 5 წუთზე კომენტარი რა იყო კანკავასთან დაკავშირებით? კაცს ასეთი პატივისცემით თუ აბრუნებ, გვჭირდებიო, 5 წუთი რაა? ანუ ვიღაცამ გამოაძახებინა. მაგიტომ იწყებს მერე წინადადებას ტყუილით "ჩემი სურვული იყო კანკავას გამოძახება".
მოკლედ ეს სიბრაზე არ გამდის. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ ჟურნალისტებმა ფაქტიურად მოუწონეს არჩევანი. მამუკა კუკულაძემაც კი, ვისი ანალიზიც მომწონს ხოლმე.