sergo_38_fczელექტროხულიგანიკეთილი, დავაკმაყოფილებ თქვენ ინტერესს.

ქრონოლოგიასაც მიადევნეთ ყურადღება, ბევრ რამეს ხსნის.
10.01.2022 - ომი ჯერ არ დაწყებულა უკრაინაში.
– Перед тобой стоял выбор – играть за сборную Грузии или России?
– Раньше рассматривал два варианта – и Грузию, и Россию. Но не стал ничего менять.
Сейчас играю в России, постоянно вызываюсь в молодежку. На данном этапе о сборной Грузии бессмысленно говорить. Но хочется сказать спасибо всем грузинским болельщикам – пишут мне, зовут играть за сборную Грузии.
ეს მაშინ, როდესაც აქედან ეხვეწებოდნენ. მადლობა ბიჭებო, მაგრამ არაფერს ვცვლი და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვაგრძელებ ასპარეზობას, ამჟამად საქართველოს ნაკრებზე საუბარი უაზრობააო. თავაზიანად გითხრათ ის, რაც მე დავწერე ზევით - მადლობა, რომ შემეტენეთ (დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი), მაგრამ ახლა მკიდიხართ თქვენც და თქვენი ნაკრებიცო.
-----
ეს რაც შეეხებოდა „კოსწიას“, ახლა მოვუსმინოთ მამას:
16.03.2023 - ომი უკრაინაში უკვე მიდის, რუსეთი მოკვეთილია სპორტული ასპარეზობებიდან, რომელიც არავინ იცის სადამდე გაგრძელდება, ვრცელდება ხმები მარადიშვილზე საქ.ნაკრებში.
Коба Марадишвили, отец полузащитника московского «Локомотива» Константина Марадишвили, сообщил, что его сын не собирается выступать за сборную Грузии.აქ რაღა უნდა ვთქვათ? კოსწიას მამამ ისეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს, რომ ორაზროვნების სივრცეც კი არ დატოვა - არ აპირებს ჩემი შვილი საქართველოს ნაკრებში ასპარეზობასო.
თქვენი ინტერესი დაკმაყოფილებულია, აგერ „კოსწია“, აგერ „კოსწიას“ მამა და მათი სიტყვები, რომელთაც კორექტული ფორმით ის თქვეს, რაც მე მიწერია. ეკიდათ საქართველოს ნაკრები.-----
ამის მერე გავიდა კიდევ ერთი წელი, ომი გაჭიანურდა, რუსეთის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნება დიდი ხნით გამოირიცხა. „კოსწიას“ კარიერაც არ წავიდა ისე, როგორც თვითონ ისურვებდა. თანაც იმ რუსეთის ნაკრებშიც არავის სჭირდება და ჰოი საოცრებავ...
10.01.2024 - „კოსწიაში“ ქართველი იღვიძებს:
«Хочу играть за сборную Грузии, заявка в ФИФА подана. Почему не могу? У меня по линии отца все родственники грузины»
თუმცა მოიცადეთ, ყველაზე სასაცილო ჯერ კიდევ წინაა. „კოსწიას“ ეკითხებიან, შენ რომ საქართველოს ნაკრებში გადაწყვიტე გამოსვლა მამაშენმა რა თქვა ამაზეო. ესეც პასუხობს, გაუხარდა მამას, ბავშვობიდან ამაზე ოცნებობდაო. მაინც შეგახსენებთ, რომ ეს ის მამაა, რომელიც სულ რაღაც 10 თვით ადრე „კოსწიას“ საქართველოს ნაკრებში ასპარეზობას ცალსახად გამორიცხავდა.

– Что сказал отец, когда ты сообщил, что готов играть за Грузию?
– Он обрадовался, с детства хотел, чтобы я играл за эту страну.
-----
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?
ა) „კოსწია“ ქართველი მამულიშვილია, სულ უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ ტყვეობაში იყო და ვერ ახერხებდა.
ბ) „კოსწიაც“ და მამამისიც სამ ასოზე აგზავნიდნენ საქართველოს (რა თქმა უნდა კულტურული ფორმით), სანამ რუსეთში ყველაფერი კარგად იყო და „კოსწიას“ კარიერულ განვითარებაზე დიდი იმედები მყარდებოდა. მაგრამ მერე რუსეთში სპორტს დაერხა და არც თვითონ „კოსწიას“ დაუძახა არავინ რუსეთის ნაკრებში. ჰოდა აი აქ კი გამოჩნდა სათადარიგო ვარიანტი, რატომაც არა, რატომაც არა, თანაც საქართველოს ნაკრებიც მოღონიერდა.
თქვენი ნებაა რომელ ვერსიას დაიჯერებთ. ამ შემთხვევაში მე ამ რუსის მჯერა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს:
Двукратный чемпион России в составе «Зенита» Владимир Быстров в эфире программы «Есть тема» на «Матч ТВ» заявил, что футболист «Локомотива» Константин Марадишвили сменил российское гражданство на грузинское из‑за отсутствия перспектив попасть в сборную России.
end of story.
This post has been edited by ingfari on 11 Jul 2024, 18:55