Andrea21crack94ninc_lfcVoKსაბჭოთა კავშირის პერიოდში, მათი რეჟიმისთვის ვინც იყო მიუღებელი, ხვრეტდნენ, აციმბირებდნენ, მწერალთა კავშირიდან რიცხავდნენ, ნუ მოკლედ კარგს არაფერს აკეთებდა ეს რეჟიმი. დილაა მაინც და ძაანაც, რომ არ გავართულოთ, მარტივი მაგალითი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1958 წლის 29 ოქტომბრის „ლიტერატურული საქართველო.“ სტატია სათაურით „ერთსულოვანი გულისწყრომა“
გაიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა., რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის შემოქმედებითი ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლებმა. სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი ბორის პასტერნაკის მოქმედებისა, რომელიც შეუფერებელია საბჭოთა მწერლის სახელთან. ამ საკითხის შესახებ საინფორმაციო ცნობით გამოვიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პირველი მდივანი ირაკლი აბაშიძე, რომელმაც დამსწრეთ გააცნო ამ საკითხის განხილვის მსვლელობა სსრ კავშირის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის, რსფსრ მწერალთა კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის ბიუროსა და რსფსრ მწერალთა კავშირის მოსკოვის განყოფილების გამგეობის პრეზიდიუმის სხდომაზე.
სხდომაზე სიტყვები წარმოთქვეს: ალიო მირცხულავამ, ბესარიონ ჟღენტმა, შალვა დადიანმა, კარლო კალაძემ, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, გრიგოლ აბაშიძემ, რევაზ მარგიანმა, იოსებ ნონეშვილმა, გიორგი ლეონიძემ, გიორგი ნატროშვილმა, კომპოზიტორმა ანდრია ბალანჩივაძემ, ალექსი მაჭავარიანმა, კინოდრამატურგმა კარლო გოგოძემ და მხატვარმა ზურაბ ლეჟავამ. მათ ერთსულოვანდ გამოთქვეს თავიანთი ღრმა აღშფოთება ბ. პასტერნაკის ანტიპატრიოტული მოქმედების გამო, რომელიც გადაიქცა საერთაშორისო რეაქციის რუპორად, მის გააფთრებულ ბრძოლაში ჩვენი სამშობლის წინააღმდეგ, მშვიდობისა და პროგრესის წინააღმდეგ.
ყველა ორატორმა მხურვალედ დაუჭირა მხარი სსრ კავშირის მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის, რსფსრ მწერალთა კავშირის საორგანიზაციო ბიუროს და რსფსრ მწერალთა კავშირის მოსკოვის განყოფილების გამგეობის პრეზიდიუმის დადგენილებას სსრ კავშირის მწერალთა კავშირის რიგებიდან ბორის პასტერნაკის გარიცხვის თაობაზე.
სხდომაზე ერთხმად მიიღეს შემდეგი დადგენილება: საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმი, კომპოზიტორების, მხატვრების, კინომუშაკების კავშირებისა და და პრესის წარმომადგენლებთან ერთად მკაცრად გმობს ანტიპატრიოტულ მოქმედებას ბორის პასტერნაკისას, რომელიც აღმოჩნდა საერთაშორისო იმპერალისტურ ბანაკში, რომელიც აჩაღებს ცივ ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მსოფლიო მშვიდობისმოყავრე ხალხების წინააღმდეგ.
დაადგა რა ანტირეალიზმის მანკიერ გზას ბ. პასტრენაკი დიდი ხანია მოწყდა საბჭოთა ხალხების ცხოვრებას და აღმოჩნდა შინაგანი ემიგრანტის მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ საერთაშორისო იმპერიალიზმის რეაქციული ძალები შეეცადნენ განედიდებინათ მისი სახელი და გამოეყენებინათ იგი კომუნიზმის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლაში. ბ. პასტრენაკის ცილისმწამებლური პასკვილის „ექიმ ჟივაგოსთვის“ ნობელის პრემიის მინიჭება წარმოადგენს საერთაშორისო რეაქციის პროვოკაციულ გამოხდომას.
ქართველი მწერლები და კულტურის მოღვაწეები ჰგმობენ რა მოქმედებას ბ. პასტერნაკისა, რომელმაც დაკარგა საბჭოთა მწერლის სახე, ერთსულოვნად მხარს უჭერენ მწერალთა საკავშირო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას სსრ კავშირის მწერალთა კავშირის რიგებიდან ბ. პასტერნაკის გარიცხვის შესახებ.
კი იცით, გალაკტიონიც დიდად არ ეხატებოდა გულზე არც რეჟიმს და არც იმდროინდელ ''ნარჩევ პოეტ-მწერლებს.'' მწერალთა კავშირის ერთ-ერთ სხდომაზე, დააყენეს გალას საკითხი, თუ სმას არ დაანებებ თავს გაგრიცხავთ საერთოდ მწერალთა კავშირიდანო, გიორგი ლეონიძე კი ეტრფოდა დრო და დრო რეჟიმს და სტალინსაც, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო, შეაწუხა მაინც ნამუსმა და ამ "მწერლებს" ეუბნება დავუშვათ გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვებითო? ვიღაცამ დაიძახა, უმაგისოდაც იარსებებს მწერალთა კავშირიო. გაეცინა გოგლას და მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ ფხიზელ და არამსმელთა კავშირი დავარქვათო და გააგრძელა...გალაკტიონი კი იქნება ამ კავშირის წევრი თუ არა, ის მუდამ გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ ათტომეული რომ აქვთ გამოცემული და მისი ერთი ლექსის საღირალი ჯერაც არაფერი დაუწერიათო
ფორუმზე ხშირად იწერება, ხოლმე კონკრეტულ ქალაქში სადაც დაიბადება ფეხბურთელი იქაურიაო, მაგალითად, როგორც ხვიჩას თბილისელობაზე, რა თქმა უნდა კარგია თბილისი, რომ ახდენს გავლენას, მაგრამ ცხადია წალენჯიხას და სამეგრელოს თავისი გავლენა ექნება, საუკუნეები მისი გენი იქ ჩამოყალიბდა.
არაბიძე, თბილისში კი გაიზარდა, მაგრამ დაბადებული ვანშია და იქაურია. ამ დონის ნიჭის პატრონი, გალასი არ იყოს, მთლად სხვებისთვით "დაწყობილი" რომ ვერ იქნება, ბუნებრივია. თუკი ჩვენ გვინდა ღირებული შედეგის მიღება, გარკვეულწილად რაღაცეები უნდა დავთმოთ და მივიღოთ ისეთი როგორც არის, მითუმეტეს გადაჭარბებულია თითქოს, რაიმე განსაკუთრებულს აფუჭებდეს. მწვრთნელების ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი, არის თუ როგორ მუშაობენ ნიჭიერ და რთული ხასიათის ფეხბურთელებთან. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა სანიოლის მიმართ, გამოვრიცხავ თვითონ აიგნორებდეს და ასეთ დონეზე ნათამაშევი კაცი ვერ ხვდებოდეს, არაბიძის დონეს. არ მინდა კონკრეტული ფეხბურთელების გვარების წერა, მაგრამ დიდი სხვაობაა მათსა და არაბიძეს შორის.
საბჭოთა ნაკრების მწვრთნელ, კონტანტინ ბესკოვს აქვს დაახლოებით ასეთი რამ ნათქვამი, მირჩევნია მუდმივად 3 იაზე მოთამაშე ფეხბურთელი ვათამაშო, ვიდრე ყიფიანიო. პრობლემა ყიფიანში ნამდვილად არ ყოფილა, პრობლემა სისტემურ დამოკიდებულებაში და სიდიდის შიშში იყო. საქართველო გასაგებია, რომ ყიფიანი გვიყვარს, მაგრამ იგივე რუსეთში, რუსი "სამიანი" გავრილოვის ნათამაშებ ფეხბურთს უფრო აფასებენ თუ ყიფიანისას?
საითაც წავიდა ეს საუბარი, მიმიხვდით ალბათ, იმედია ფედერაცია მწერალთა კავშირს და სანიოლი ბესკოვს არ დაემსგავსება. არადა წინაპირობა დიდი გააკეთეს, აქამდე 1 თამაშიც არ მიუციათ, თუმცა იმედს ვიტოვებ, გოგლა ლეონიძესავით ინამუსებენ...
რაც შეეხება საფეხბურთო ასპექტებს, VoK-ის საუბარი, რომ განვავრცოთ, ქინქლაძესთან შედარება და ზოგადად ქართველ ფეხბურთელებთან, არაბიძეს აქვს კონკრეტიზაცია და დიდი პლიუსი, დარტყმა! აი კვარას თამაშები, ყველა ზეპირად ვიცით, რამდენჯერ ყოფილა, როდესაც ვერტიკალური დრიბლინგის დროს საჯარიმოსთან დაუბლოკავთ დარტყმული, თან მეორდება ერთიდაიგივე ასე. ახლა რა ხდება არაბიძეზე, გასაგებია ეს დიდ მანძილზე ვერ აკეთებს დრიბლინგს, მაგრამ საჯარიმოსთან ახლოს როგორც კი მიიღებს, წამის მეათიათასედში იღებს გადაწყვეტილებას, ეგრევე ურტყამს, ან ერთხელ გაწევს და უშვებს კარში, ზოგჯერ ორი და შემდეგ...ძაან სწრაფად აკეთებს ამას და ვერ უბლოკავენ მცველები. ვისაც გაქვთ ნანახი თამაშები ან ზემოთ დადებულ ვიდეოს უყურებთ მიხვდებით.
ქართველი ფეხბურთელები არიან ზოგადად ნიჭიერები და აკლიათ კონკრეტიზაცია, იგივე ქინქლაძე იყო უბრალოდ ნიჭიერი დრიბლიორი, რბილი დარტყმით, რაც გამოიყენა ემოციის ხარჯზე სიტის პირველ სეზონში, იქაც გაუვარდა გუნდი ქვედა ლიგაში, ამის შემდეგ კარიერაში მის დიდ ფეხბურთელობაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა და მითებია.
რატომ ხდება, რომ 25 წლის ზემოთ უჭირთ ჩვენს შემტევებს, პასუხი მარტივია მძიმდებიან, ხოლო კონკრეტიზაციის და დარტყმის გარეშე, დამძიმებული ფეხბურთელი, ვეღარ ყვება სისწრაფეებს და პლასტიკაც აღარ აქვს. არაბიძეს არ ემუქრება ეს, პირიქით, აწი უფრო მოუმატებს.
ბუნებრივია ყველას გაგიჩნდებათ კითხვები, თუ ესე მაგარია არაბიძე, რატომ ვერ თამაშობს მაღალ დონეზეო. მსგავსი სირთულეებით, საქართველოს მსგავსი პატარა სახელწიფოდაბ მიგიღონ უცხო გარემოში რთულია, არამარტო ხასიათით, თამაშის განსხვავებული სტილიც მნიშვნელოვანია, თუ ათამაშებ არაბიძეს მასზე უნდა ააწყო თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ღირებულ შედეგს არ მოგცემს მისი თამაში. ნამდვილად არ არის გვიან, ზიდანიც 25 წლის იყო იუვენტუსში რომ მივიდა, რიკელმა ბარსელობამ ვერ მიიღო. ხდება ხოლმე...ნამდვილად არ არის უტოპია, იტალიურ გუნდში, არაბიძე ღირებული ფეხბურთელი გახდეს, უბრალოდ საქართველომ უნდა გაუკეთოს წინაპირობა, ფეხბურთთან ერთად, რასაც დღევანდელ მსოფლიო ბაზარი ითხოვს, ჰაიპი აუწიოს.
მე პრობლემა არ მაქვს არავისთან კამათის, შეგიძლიათ დამიწეროთ, რა მითქვამს და არ მომხდარა ისე, რა დამისახავს არ მიმიღწევია ფეხბურთში. ახლა კი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ეტაპზე არაბიძე არის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა კვარასთან ერთად ოღონდ. თუ შევადარებთ და ავიღებთ, პრაიმ კვარას, პრაიმ ასათას, პრაიმ ოქრის, ვისაც მოუგიათ თამაშები მარტო, აქ ცოტა სხვა შემთხვევაა, არაბიძეს რაღაც დონის სამწვრთნელო და თანაგუნდელების მიხმარება ჭირდება, აიღოს და წაიღოს ბურთი, მასეთი დრიბლიორი არაა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე კვარაზე, ოქრიზე ან ასათიანზე ნაკლების მიცემა შეუძლია ნაკრებზე. მეტიც, გუნდელებს არაბიძე უფრო ათამაშებს და მიეხმარება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილები. დანაშაულია უკვე ჩადენილია, რომ აქამდე ვერ მოხერხდა ეს, რადგან ისეთი სტილია თანაგუნდელებთან შეთამაშება რაღაც დონეზე ჭირდება, მაგრამ თუ მიეცემა დრო არაბიძეს და სხვებიც შექმნიან განსხვავებას შეტევით ფაზაში და დაცვაც ძაან არ ჩაგვივარდება, მე ვფიქრობ დავდებთ ევროპას.