#62455126 · 31 Jan 2026, 13:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | თურქულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ჩემპიონმა "იბერიამ 1999-მა" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გუგა ნერგაძის გაწვრთნილი გუნდი სლოვაკურ "რუჟომბეროკს" დაუზავდა - 1:1.
თბილისელთაგან ერთადერთი გოლი მძლავრი თავური დარტყმით ამირან ძაგანიამ შეაგდო. მშვენიერი საგოლე გადაცემა შეასრულა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალწვეულმა, პაატა ღუდუშაურმა.
მატჩის მიმოხილვიდან კარგად ჩანს, რომ "იბერია" გვარიან უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კართან არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა. მომდევნო სპარინგს თბილისური კლუბი 2 თებერვალს უკრაინულ "ვერესთან" გამართავს. |
--------------------
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....
|