Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სპორტი
->
ქართული სპორტი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(22)
« პირველი
...
20
21
[22]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
"იბერია 1999" თბილისი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მადეირა
უნარჩევესი
ჯგუფი: Moderators
მადეირა
უნარჩევესი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61676
წევრი No.: 19632
რეგისტრ.: 8-May 06
#62743814
· 5 Oct 2026, 18:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტიპს ხელი შეაწმინდეს და კომპენსაციასაც არ უხდიან
ამ დროს გუნდში ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც აგენტის ჭკუაზე თამაშობენ ან არ თამაშობენ
საშინელი ორგანიზაციაა
არადა, დემჩენკო იყო ყველაზე კარგი რაც მოხდა ამ გუნდის ისტორიაში
* * *
LoseYourself
QUOTE
ძალიან დიდი შანსია იბერიამ 0 ქულით დაამთავროს კონფერენს ლიგა, ჰა მაქსიმუმ 1 და ეგ ვისი ბრალი იქნება მერე, კორღალაძის?
რა გჭირს შენ? ვინმეს როგორ ვერ დააბრალებენ იგივე დემჩენკოს სულაც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LoseYourself
ბარსას ლოგოზე მჯმელი
ჯგუფი: Members
LoseYourself
ბარსას ლოგოზე მჯმელი
ჯგუფი: Members
წერილები: 43682
წევრი No.: 94864
რეგისტრ.: 1-July 09
#62743816
· 5 Oct 2026, 18:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მადეირა
ეგ კი კაცო, დაბრალებაში ზოგადად ბადალი არ გვყავს. აგერ ქეცბაიამ 73:1 ხმაურის გამო წააგო მარა რამდენად ადეკვატურია ეგ დაბრალება მაგას ხო გააჩნია :დ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 5675
წევრი No.: 1849
რეგისტრ.: 25-February 03
#62743981
· 5 Oct 2026, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(LoseYourself @ 5 Oct 2026, 13:48 )
jjj
თუ სწორად გავიგე, შენი პოსტიდან გამომდინარე დემჩენკოს ბრალია იბერიას რომ სკამზე ჩემი დონის ფეხბურთელიც არ უზის, ბიძინაშვილის და დანარჩენების გაშვებაც მისი ბრალი იყო და სამტრედიასთან გამოვარდნაც?
კონფერენს ლიგაზე გასვლა თუ დემჩენკოს დამსახურებაა (რასაც თან ძალიან აკნინებთ), სამტრედიასთან გამოვარდნა და ჩემპიონატში წაგებები რატომ არ არის მაგის ბრალი? სამტრედიასთან რა რესურსიც ქონდა იმითაც ულაპარაკოდ უნდა მოეგო...
დემჩენკოზე მე პირადად სულ არ მწყდება გული, ფეხბურთელებს რაც შეეხება მეც ვფიქრობ რომ გუნდი საერთოდ არ გაძლიერებულა, ერთადერთი შეიძლება ბერიძეზე ვთქვა რომ გაძლიერებაა, დანარჩენი ვინც მოიყვანეს იმათ ვინც გაუშვეს ისინი ჯობდნენ... მე რომ მკითხოს ვინმემ ისევ ქართველ ფეხბურთელებზე გააკეთონ აქცენტი ჯობია, ვიდრე ესეთი უკლასო და უმოტივაციო ლეგიონერები მოყარონ...
მოკლედ შედეგებიდან გამოჩნდება ძალიან მალე ყველაფერი.
* * *
QUOTE
(LoseYourself @ 5 Oct 2026, 13:48 )
შეუძლებელია გუნდს გულშემატკივრობდე და არ გაინტერესებდეს მწვრთნელს და მეპატრონეს შორის რა ურთიერთობაა. მანდ დაძაბულობა პირდაპირ აისახება შედეგებზეც.
მე შეიძლება ბევრი რამე მაინტერესებდეს, მაგრამ პასუხი ვერასოდეს ვერ მივიღო თუ თვითონ ღიად არ გამოიტანეს ყველაფერი გარეთ. მე იმას ვამბობ, რომ თუ კორღალიძე ბრუნდება წესით გარკვეული უნდა ქონდეს პრეზიდენტთან ურთიერთობაც, თუარადა პირველ რიგში მისგან არის მაშინ კიდევ ერთხელ მობრუნება უცნაური, ძალით ხომ არ მოყავთ? და პირადად მე მიხარია კორღალიძის მობრუნება იმიტომ, რომ რაც მინახავს ყველაზე კარგი "იბერია" კორღალიძის ხელში იყო, ეს არის და ეს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LoseYourself
ბარსას ლოგოზე მჯმელი
ჯგუფი: Members
LoseYourself
ბარსას ლოგოზე მჯმელი
ჯგუფი: Members
წერილები: 43682
წევრი No.: 94864
რეგისტრ.: 1-July 09
#62743993
· 5 Oct 2026, 21:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
jjj
მარტო დემჩEნკოს დამსახურებაათქო არ ვამბობ, ეგ პირველ რიგში უეფას ტაშფანდურა სისტემის დამსახურებაა და მერეა მარტო სხვების. უბრალოდ შენ პოსტში თითქოს ის ჩანდა რო დემჩენკოა ყველაფერში დამნაშავე და რავიცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shermadini
Super Member
ჯგუფი: Registered
shermadini
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 859
წევრი No.: 15557
რეგისტრ.: 21-December 05
#62744060
· 5 Oct 2026, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(jjj @ 5 Oct 2026, 11:21 )
QUOTE
(achi-anchabeli @ 5 Oct 2026, 05:51 )
დემჩენკო რასაც ამბობს, მართალია. მაგ შემადგენლობით იბერიას 3 ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდებოდა და გაუჭირდა კიდეც.
რომელი სამი ფრონტი? ევროტურნირების მერე უშანსოდ წააგეს გაგრასთან, მეორე ლიგის გუნდთან სამტრედიასთან გავარდნენ თასის 1/8 ფინალიდან, ჯახირით მოუგეს ბოლო წუთზე სამგურალს და წააგეს ბათუმთან... ფაქტია შიდა ჩემპიონატში ქონდათ ძალიან ცუდი შედეგები, არანაირად არ იყო ეგ გადაღლის ბრალი... დემჩენკოს აქტივში ვთვლი მე ორი ფეხბურთელის "გახსნას" - სიხარულაშვილი და ნაჭყებია, დემჩენკოს ხელში მიიღეს შანსი და გაამართლეს კიდევაც, მაგრამ მეორე მხრივ შეცდომა იყო ამათი გაშვება - გოშთელიანი, ღუდუშაური, ბიძინაშვილი, შეიძლებოდა ამათი გამოყენება. მოკლედ ფაქტია ცუდი შედეგები ქონდა შიდა ჩემპიონატში და შესაბამისად გაშვებაც უმიზეზო ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება კორღალიძეს, მე "იბერიას" თამაშებს 2024 წლის სეზონიდან ვუყურებ (მანამდე არ ვიცი რა ხდებოდა) და ეგეც ფაქტია რომ ყველაზე კარგ ფეხბურთს კორღალიძის დროს თამაშობდა გუნდი, თუ ისევ ისეთი გუნდის დაყენებას მოახერხებს მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები და მაგის იქით თვითონ კორღალიძეს და ხეჩიკაშვილს ერთმანეთში რა ურთიერთობები აქვთ სულ არ მაინტერესებს, თვითონ გაარკვიონ :)
სერიოზულად კითხულობ მაგას?
პირველი ფრონტი - ჩემპიონატი, სადაც როგორც შენ თქვი, უშანსოდ წააგეს.
მეორე ფრონტი - თასი, სადაც ასევე წააგეს. სამტრედიასთან მეორე შემადგენლობით ითამაშეს, იბერია-2-ის ფეხბურთელები ჰყავდათ, ანუ რას იძახი, რომ დემჩენკოს არ უნდოდა მოგება თუ იბერია-2-ით უნდა მოეგო?
ლარნესთან თამაშებშიც ჩანდა რომ იბერიას ჰქონდა მოკლე სკამი და დიდი დემჩენკოობა არ სჭირდებოდა მაგის მიხვედრას, რომ 3 ფრონტზე ვერ ითამაშებდა. ლარნესთან მოგებული 120-წუთიანო მძიმე თამაშის შემდეგ იგივე შემადგენლობას რატომ უნდა მოეგო გაგრასთვის, რეგიონული ლიგის გუნდია გაგრა და იბერია ბარსელონაა?
ისე, დემჩენკოს წასვლის შემდეგ კარგად ათამაშდა გუნდი? :) რაღაც რომ არ ეტყობათ? :)
მე ის მაწუხებს, რომ მალე ევროლიგის ჯგუფური იწყება და ამათ მწვრთნელი ვერ დაუნიშნიათ, თორემ სულ მახატია დემჩენკო, უბრალოდ ქარაქუცობა და უმადურობა არ მოსულა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 5675
წევრი No.: 1849
რეგისტრ.: 25-February 03
#62744272
· 5 Oct 2026, 23:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(LoseYourself @ 5 Oct 2026, 17:55 )
jjj
მარტო დემჩEნკოს დამსახურებაათქო არ ვამბობ, ეგ პირველ რიგში უეფას ტაშფანდურა სისტემის დამსახურებაა და მერეა მარტო სხვების. უბრალოდ შენ პოსტში თითქოს ის ჩანდა რო დემჩენკოა ყველაფერში დამნაშავე და რავიცი
არა, ყველაფერში დემჩენკო არაა დამნაშავე, ეგრე არ ვფიქრობ და არც მითქვამს. საერთოდ სიტყვა დამნაშავე / დანაშაული ძალიან ხმამაღალი ნათქვამია :) საერთოდ არ ვთვლი რამეში დამნაშავედ, უბრალოდ მეტი შანსი ექნება ჩემი აზრით კორღალიძის გუნდს, იმიტომ ვამბობ ვნახოთ, შორს არ არის კონფერენს ლიგის თამაშები...
* * *
QUOTE
(shermadini @ 5 Oct 2026, 18:48 )
QUOTE
(jjj @ 5 Oct 2026, 11:21 )
QUOTE
(achi-anchabeli @ 5 Oct 2026, 05:51 )
დემჩენკო რასაც ამბობს, მართალია. მაგ შემადგენლობით იბერიას 3 ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდებოდა და გაუჭირდა კიდეც.
რომელი სამი ფრონტი? ევროტურნირების მერე უშანსოდ წააგეს გაგრასთან, მეორე ლიგის გუნდთან სამტრედიასთან გავარდნენ თასის 1/8 ფინალიდან, ჯახირით მოუგეს ბოლო წუთზე სამგურალს და წააგეს ბათუმთან... ფაქტია შიდა ჩემპიონატში ქონდათ ძალიან ცუდი შედეგები, არანაირად არ იყო ეგ გადაღლის ბრალი... დემჩენკოს აქტივში ვთვლი მე ორი ფეხბურთელის "გახსნას" - სიხარულაშვილი და ნაჭყებია, დემჩენკოს ხელში მიიღეს შანსი და გაამართლეს კიდევაც, მაგრამ მეორე მხრივ შეცდომა იყო ამათი გაშვება - გოშთელიანი, ღუდუშაური, ბიძინაშვილი, შეიძლებოდა ამათი გამოყენება. მოკლედ ფაქტია ცუდი შედეგები ქონდა შიდა ჩემპიონატში და შესაბამისად გაშვებაც უმიზეზო ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება კორღალიძეს, მე "იბერიას" თამაშებს 2024 წლის სეზონიდან ვუყურებ (მანამდე არ ვიცი რა ხდებოდა) და ეგეც ფაქტია რომ ყველაზე კარგ ფეხბურთს კორღალიძის დროს თამაშობდა გუნდი, თუ ისევ ისეთი გუნდის დაყენებას მოახერხებს მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები და მაგის იქით თვითონ კორღალიძეს და ხეჩიკაშვილს ერთმანეთში რა ურთიერთობები აქვთ სულ არ მაინტერესებს, თვითონ გაარკვიონ :)
სერიოზულად კითხულობ მაგას?
პირველი ფრონტი - ჩემპიონატი, სადაც როგორც შენ თქვი, უშანსოდ წააგეს.
მეორე ფრონტი - თასი, სადაც ასევე წააგეს. სამტრედიასთან მეორე შემადგენლობით ითამაშეს, იბერია-2-ის ფეხბურთელები ჰყავდათ, ანუ რას იძახი, რომ დემჩენკოს არ უნდოდა მოგება თუ იბერია-2-ით უნდა მოეგო?
ევროტურნირების შემდეგ პერიოდს ვამბობ, ანუ პირველი ფრონტი დასრულებული იყო, მეორე ფრონტი - თასი და ეგრევე გამოვარდნენ მეორე ლიგის გუნდთან, დარჩა პირობითი "მესამე" ფრონტი, ანუ ერთადერთი ფრონტი და იქაც თავი შეირცხვინეს. 15 ოქტომბრიდან გასაგებია სხვა რეალობა იქნება, მაგრამ მაქამდე ქონდათ მხოლოდ შიდა ჩემპიონატი და შედეგებთან ერთად თამაშის ხარისხიც ცუდი იყო...
რაც შეეხება ეხლანდელ სიტუაციას - კი, თამაშის ხარისხი ეხლა უკეთესია!
მწვრთნელს რაც შეეხება კორღალიძეა დანიშნული, თუმცა ოპერაცია გაუკეთებია, არ ვიცი რისი და ჯერჯერობით იმიტომ არ არისო გუნდთან, ისე უკვე მისი შტაბი ატარებს ვარჯიშებს....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
achi-anchabeli
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
achi-anchabeli
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8639
წევრი No.: 13002
რეგისტრ.: 21-September 05
#62744800
· 6 Oct 2026, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
jjj
მე მინდა რომ იბერიამ ევროთასებზე კარგად ითამაშოს, თორემ სულ არ ვარ ეროვნული ლიგაში იბერიას გულშემატკივარი და ხეჩიკაშვილი-დემჩენკო-კორღალიძის ლავ სთორი არ მაინტერესებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 5675
წევრი No.: 1849
რეგისტრ.: 25-February 03
#62745020
· 6 Oct 2026, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(achi-anchabeli @ 6 Oct 2026, 08:54 )
jjj
მე მინდა რომ იბერიამ ევროთასებზე კარგად ითამაშოს, თორემ სულ არ ვარ ეროვნული ლიგაში იბერიას გულშემატკივარი და ხეჩიკაშვილი-დემჩენკო-კორღალიძის ლავ სთორი არ მაინტერესებს.
ხო, მესმის თქვენი პოზიცია. ევროტურნირებზე მეც ყველა ქართულ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, მიუხედავად იმისა რომ შიდა ჩემპიონატში გარკვეულ გუნდებზე ჩემი ანტიპატიები მაქვს. იმედია არ იქნება ჯგუფურ ეტაპზე იმედგაცრუება (თუმცა ვისაც სკეპტიციზმი აქვს მათიც მესმის).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 5675
წევრი No.: 1849
რეგისტრ.: 25-February 03
#62748340
· 10 Oct 2026, 21:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კორღალიძის დანიშვნა გაოფიციალურდა.
მეშახტე 1:2 იბერია 1999 | მიმოხილვა | 2026
შემდეგი თამაში უკვე კონფერენს ლიგაზე გვიწევს: სენტ-ტრუიდენი – იბერია 1999 | 15 ოქტომბერი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ქართული სპორტი
|
იქით
»
Pages:
(22)
« პირველი
...
20
21
[22]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0304 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.