გასულ დღეებში დაიწყო რეგიონალლიგაც და ლიგა 4-იც, შესაბამისად შეგვიძლია შევაჯამოთ 2024 წლის სეზონი:
უმაღლესი ლიგა - 10 კლუბი
ლიგა 2 - 10 კლუბი (მეორე შემადგენლობა 1)
ლიგა 3 - 16 კლუბი (მეორე შემადგენლობა 2)
ლიგა 4 - 15 კლუბი (მეორე შემადგენლობა 6)
რეგიონალიგა (3 ზონა და ჯამში 40 კლუბი) - (მეორე ან მესამე შემადგენლობა 11)
ჯამში ხუთივე ლიგაში ასპარეზობს 91 კლუბი, საიდანაც 71 ინდივიდუალური კლუბია, ხოლო 20 არსებული კლუბების მეორე და მესამე შემადგენლობები.
ლიგა 4-ში უნდა ეთამაშა გასულ სეზონში უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ ქობულეთის შუქურას, თუმცა კლუბი არც რეგიონალლიგაში არ არის და საერთოდ გაქრა, ისევე როგორც ლიგა 2-იდან ყოველ სეზონში ქვედა ლიგებში ჩასული ზუგდიდის დინამო, რომელიც წელს არც რეგიონალლიგაში არ იქნება.
რამდენიმე ახალი გუნდია რეგიონალლიგაში: ტორპედო 2, ჯვარი, საირმე, ჩელე, დინამო გაგრა, დმანისი, გარდაბანი 2, არაგველები, ჯვაროსნები, გრანდი, სპორტი გარდაბანი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)