გათიშული ვარ იმენა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო ალბათ
სანიოლს მადლობა და ნახვამდის. არ შეიძლება მაგ კაცმა ევროზეც ითავკაცოს რა. კატასტროფაა ეს 5-3-2, ფულბექების გარეშე
კაკ რაზ არაბიძის საჭიროება დავინახე გუშინ. რომ შემოაგდებდი და ააწიოკებდა ფლანგს
დვალი ბიჭო დვალიიი <3 მაგის პენალტმა მოგვაგებინა ფაქტიურად. ორმაგი წნეხია შენამდე სხვა რომ გამაზავს და მერე შენ რომ გაქვს უეჭველი გასატანი. ბრავოოოოო ლაშა დვალს
იმ მომენტშიც ჩავიჯვი კაშია სისწრაფეში რომ დაჯაბნეს და მეკარესთნ 1-1 ზე რომ გადიოდნენ მაგრამ დვალმა მიასწრო
რავი მე სვანაძეს დავნიშნავდი ევროსთვის. საკმარისი დროა გუნდის 4-3-3 ზე გადასაწყობად ან 4-4-2
ქვილითაია ადრეც იყო გამოსაყვანი. საჭირო იყო ბერძნებთან
„გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც. გალიდანაა.
ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.
მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.
90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა. ❤️
კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.
This post has been edited by uqimerioni on 27 Mar 2024, 13:24