კიდე ერთხელ ვუყურე თამაშს თავიდან ბოლომდე
ქოჩორა იყო უმაგრესი, ჩაშლის ფაზაში ხო კაი იყო და შეტევით ფაზაში ძალიან კარგი პასები ჰქონდა. ამ ბიჭს ყველა ის თვისება აქვს რის გამოც კანკავა გვიყვარდა + ის თვისებები, რის არ ქონის გამოც ჯაბამ ვერ ითამაშა ტოპ ფეხბურთი. როგორც თევზს სჭირდება წყალი, ეგრე გვჭირდება ქოჩორაშვილის ლა ლიგის გუნდი ამ ზაფხულს. აი მთავარი საწური ეგაა. მამარდა და ხვიჩას ტოპ გუნდებზე მეტი საწური ქოჩორას ტოპ ლიგაა.
ლაშუკა დვალი - თითქმის იდეალური პერფორმანსი დადო, ერთი მამარდას რომ უხერხულად მიუგორა ეგ იყო. დასწრებაზე გრძელი ფეხების წყალობით ძაან ტოპია :დ გრძელი პასი რომ მოდის შემტევზე, ეკრობა ზურგზე და ფეხს უყოფს დასწრებაზე. ეს გააკეთა მინიმუმ 5-6ჯერ ფინალში. მაგარი ბიჭია, მადლობა მასაც ამ ორი თამაშისთვის, ქოჩორასი არ იყოს მვპ არის მარტის სანაკრებოების.
საბა კვერკველია - კაცური კაცი, ამას ვენაცვალე მე. პრაიმ სოლომონა ვნახეთ მარტში. აი ოდნავაც რომ არ ველოდი, ისეთი პერფორმანსი ჰქონდა. დასწრებაზე, მეორე სართულზე, გრძელი პასები ბიჭო, რა პასები აკეთა, თითქმის 100% სიზუსტით. მადლობა საბუშ, შენზე აწი არავის არაფერი აღარ ეთქმის.
კიტე - არაფერი გამკვირვებია. როცა ჯანმრთელია, სტაბილურად ძალიან კარგია. ის რასაც ამდენი ხანი ვითხოვდიღ და ხან ტრავმის, ხან მწვრთნელის გამო ვერ ვიღებდით. გაკეთდა მაშინ როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. მოძრავი, მობილური საყრდენი ზონა მივიღეთ კიტე-ქოჩორათი, რომელსაც ზემოდან ჩაკი იდეალურად ავსებდა და მაგარ ცენტრს ვიღებთ. ამ ცენტრმა გააქრო ლეანდრო ბარეირო და მთელი ლუქსემბურგის ცენტრი, რომელიც მათი მთავარი პლიუსი უნდა ყოფილიყო. ამ ცენტრმა 100 წუთი საბერძნეთი აიძულა ###ებივით ეგორავებინათ ბურთი და მომენტი ვერ შეექმნათ.
ჩაკვე - ამ სიყვარულ კაცზე უკვე ვახსენე ზემოთ. უბრალოდ მადლობა ამ თავდადებისთვის და მადლობა უოტფორდს შენი ასე მოხოდვისთვის. უამრავი ართმევა და უსწორესი ფეხბურთი გიოსგან. არაფერი გვიკვირს.
მამარდა - ტოპ მეკარეა. ვიღაც წერდა გუშინ ჯგუფში, ბაიერნში უმდა გადავიდეა 1-2 წელი და წავა ნოიერი, მამარდა დადგება მერე იქამდე ბევრს ისწავლისო... ოეეეე :დ ###ზე მკიდია ნოიერი, ტოპ გუნდის მთავარი მეკარე უნდა იყოს სექტემბრიდან. სწავლა არა ყვერი
ვილი სანიოლი - ამ ტიპზე ჩემი აზრი ბევრჯერ დამიფიქსირებია, აქაც და ყველგან. როგორც მწვრთნელი უსუსტესი იყო მარტის შეკრებამდე მარა გამოუვიდა ის რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. მენტალიტეტი და გუნდის განწყობა იყო 10/10 ამ თამაშებში. თითქოს ტიპს კაკაბაძე შენგელია და სხვები გამოუცვალეს და ბაიერნის შემადგენლობა მისცეს ეს თამაშები, ისეთი ორგანიზებულად, ცივსისხლიანად და მენტალურად მზად იყო გუნდი. არადა ზუსტად ის ფეხბურთელები იყვნენ დაცვაში, ვინც მაკედონიასთან ჩასვრილი დარბოდა. წარმოუდგენელია 100 წუთი საბერძნეთმა მომენტი კი არა, ნახევარ მომენტიც ვერ შეგვიქმნა. და მოვუგეთ იმ თამაშით, რომელშიც საბერძნეთი ყველაზე ძლიერია. ბრავო ვილი და მადლობა. ასევე მადლობა იმ გადაწყვეტილების მიმღებებს ვინც მოიფიქრა ნაკრების საგურამოში შეკრება. აი ძალიან კარგად გამოჩნდა რა საჭირო იყო ეს. კონცენტრაცია არ დაუკარგავთ ტიპებს 220 წუთი. ძალიან კარგად იყვნენ მზად მენტალურად.
წარმოუდგენელია მარა მოიგო კვარამ ან სიტყვაზე ჟორჟმა კი არა. მოიგო გუნდმა. გუნდურად გავედით. ესაა ყველაზე მაგარი და ყველაზე საამაყო, რაც მისახავს უდიდეს იმედებს.
მადლობა ყველა ფეხბურთელს, ბუდუს ჟორჟს კვარას კაშოს შენგელიას კაკაბას. რავიცი ყველას. მადლობა გულშემატკივარს, იმ მუხტისთვის რაც განსაკუთრებით ფინალში მოდიოდა ტრიბუნიდან. 120 წუთი ფეხზე ვიდექით ჩემს სექტორში და ხმა არ გაგვიჩერებია.
გილოცავთ კიდევ ერთხელ და დარწმუნებული ვარ ტურისტებად არ წავალთ ევროპაზე, იქაც გავიხარებთ და ვიზეიმებთ გამარჯვებ(ებ)ას.
ეს კი ამ სასწაული დღის სამუდამო დანატოვარი ჩემს სხეულზე