ეხლა ამ ცრუ ცხრიანმა დაიწყო ჭკუის სწავლება:
ნუ, ორივე მხარეს აგინებს, რაც მართალია, მართალია.
https://www.facebook.com/mamuka.kukuladze/p...XTwf1Cx4uPuraqlMamuka Kukuladze
ძალიან მაგარი კაცია ქოჩორა და ზოგადად ჩვენი ნაკრები არის კარგი ფეხბურთელების გარდა, კარგი პიროვნებებით დაკომპლექტებული
მატჩამდე, როცა კაშიას შემცვლელად კაპიტნობისთვის სომხეთთან კიტეიშვილი დასახელდა, ბევრმა (და მარტივად მისახვედრია რა მასასაც ვგულისხმობ) დაიწყო ყეფა, რომ ეს „ქოცი" რატომ? როგორ? რა დამსახურებით? და უამრავი მსგავსი უსახო პოსტი, თუ კომენტარი შემხვდა...
ეს სახედაკარგული ხალხი, რომ ქოჩორაშვილს პოლიტაქტივისტობას ტენის და მათ მედროშედ ნათლავს, ეგ ძველი ამბავია. ხოდა გამოვიდა ქოჩორა და აი ეს ღირსეული, ობიექტური და გულიდან წამოსული სიტყვები თქვა სომხეთთან შეხვედრის შემდეგ
და თქვენ მეგობრებო - ვინც ქოჩორას „ნაცს" ეძახით (თუნდაც მის მამას), ვინც კიტეს „ქოცს" ეძახით, ამ ნაკრების ნამდვილი გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია აღარ ხართ. უბრალოდ მხოლოდ თქვენი პირადი ინტერესების მონა და ტყვე ხართ
ყველა თქვენგანს ვუსურვებ სიბნელიდან გამოსვლას და სტადიონებზე წრფელი გულით მისვლას, არა ზურგით დადგომას, არამედ სახითა და გულით მინდვრისკენ, ხელებში ჩვენი დროშით და ბოლო ხმაზე მომღერალს
P.S. ეს ბიჭები 2 თვეში ერთხელ ჩამოდიან თავიანთი კლუბებიდან და ყველაფრით იხარჯებიან, რომ ხალხი გაახარონ და გააერთიანონ. არც ერთ მათგანს არ დაუმსახურებია არანაირი პოლიტიკური იარლიყი!!! არც ერთი ბინძური სიტყვა!!! წარმოდგენაც არ გაქვთ რა მაგარ გუნდთან, რა მაგარ თაობასთან გვაქვს საქმე