ჰა გააპრავეს უკვე?

პუნქტებად დავწერ, უკეთ გასაგები რომ იყოს.
დრო და კონტექსტისაერთოდ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ჯობია დროულად მტყუანი იყოს, ვიდრე უდროო დროს მართალი.
დღეს, ვინც ამ რეჟიმს და მის ბიზნეს-ელიტას უდგას გვერდით, ვერანაირად ვერ იქნება მართალი ქვეყნის წინაშე. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად "ლარად 1 პროცენტის" სქემაზე ვსაუბრობთ თუ სხვა, "ბაბუშკა ბოჟი ადუვანჩიკის" დონის გარიგებაზე. ვინც მათთან დგას, ის ამ ყველაფრის თანამონაწილეა.
როცა ადამიანი თანმიმდევრულად ირჩევს კომფორტსა და მოკლევადიან მოგებას იმ ღირებულებათა სანაცვლოდ, რომლებიც შენი ქვეყნის მომავალ თაობებს მოემსახურება, სწორედ ის არის უსამშობლო ვიგოდნიკი.
დღევანდელ მოცემულობაში ასეა ეს. ვინც აღიარებს ან უშუალოდ გვერდში უდგას იმ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ბიზნეს-მონოპოლიებს, რომლებიც ქოცების ყველანაირ ღალატს და მაიმუნობას აპრავებენ ქონების მოხვეჭისა და გამრავლებისათვის - ამ ხალხს ვერ ექნება ზუსტი და მყარი შეხედულება ქვეყნის ინტერესებზე. მათთვის არ არსებობს „წითელი ხაზი“ რომელსაც არ გადაკვეთენ, თუ ეს მათთვის მატერიალურად მომგებიანი იქნება.
ანუ მართალიც რომ იყოს მამარდაშვილი, დღევანდელი დღის კონტექსტიდან გამომდინარე, უდროო დროსაა მართალი, ანუ საბოლოო ჯამში, მტყუანია, რამეთუ დღეს ვინც ქოცებს ან მათთან მჭიდროდ აფილირებულ სასტავს უდგას გვერდით, ის ვერანაირად ვერ იქნება მართალი ქვეყნის წინაშე
გაპრავების ანატომია და წითელი ხაზებიამ ხალხისთვის წითელი ხაზი არ არსებობს. ისინი აპრავებენ აბსოლუტურად ყველაფერს. კარგი, დავივიწყოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ჩაშლა და დემოკრატიული განვითარება. რამე სხვა წითელი ხაზი არსებობს მათთვის საერთოდ? აბსოლიტურად ყველაფერს გააპრავებენ, მათ შორის არაბული ქალაქების მშენებლობას, უცხო ჯიშისა და მტრული მრწამსის ხალხის მასიურად ჩამოსახლებასა და არც თუ ისე შორეულ მომავალში თბილისის ხელახლა გაემირების პერსპექტივასაც.
უვიცობა და სიხარბერა თქმა უნდა, ნაწილი უბრალოდ უვიცია. ისტორიის სახელმძღვანელოშიც კი არასდროს წაუკითხავთ, რამდენი საუკუნე ვიყავით არაბების ქვეშ და რის ფასად დაგვიჯდა მათი განდევნა. მაგრამ ვინც იცის, იმათაც კიდიათ. რატომ? იმიტომ, რომ ამ კატეგორიისთვის მთავარია ერთი რამ: ქონების მაქსიმალური დაგროვება ახლა და მყისიერად.
მათი ლოგიკა მარტივია: "ჩვენს სიცოცხლეში ხომ არაფერი ისეთი ცუდი არ მოხდება? ჰოდა ერთ 30-40 წელიწადში, ჩვენი გაზულუქებული შთამომავლობა, თუ რამეა, უპრობლემოდ გადაიტანს აქტივებს იმ საძულველ დასავლეთში და გააგრძელებს არხეინად ცხოვრებას."
მეგობრებო, ეს ჩვენმა შვილებმა უნდა იდარდონ, მოლა გააღვიძებთ დილაუთენია თბილისში და ჯიზიას გადახდა მოუწევთ თუ ტიფლისკაია გუბერნიაში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად (თან უმცირესობაში) მოუწევთ ყოფა. არ კიდია ეხლა ჩემი და თქვენი შვილები პირობით წულაიას თუ მამარდაშვილს? მთავარია, რომ ისინი და მათი შთამომავლობა უზარმაზარ ვილებში იბაირამებენ მალიბუს მახლობლად.
კონტრარგუმენტი ცინიკოსებს ("თქვენც ასე მოიქცეოდით" სასტავს)და ბოლოს, მივედით მთავარ არგუმენტამდე, რითიც თავს იმართლებენ: "მეც ასე მოვიქცეოდი, შანსი რომ მქონოდა", "თქვენც ასე მოიქცეოდით, ნუ ატრაკებთ".
მეგობრებო, ღორებს აქვთ ერთი კარგი ფრაზა: каждый думает в меру своей испорченности.
თქვენ რომ ეგეთები ხართ და თუ მიგიშვით, საქართველოს ბიუჯეტს ქოცებზე არანაკლებად დახრავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა თქვენნაირია.
მაგრამ ამის არ გჯერათ. და ვერც ვერასოდეს დაიჯერებთ, ისევ და ისევ – საკუთარი მორალური დეგრადაციის გამო.
არ ვართ თქვენნაირები. რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა ქრთამის აღებისაც კი არა, არამედ სუბ-კონტრაქტორების ტენდერის წილში ჩაჯდომის (დაკრიშვა-კლიენტელიზმის საფასურად) მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში, რაც გაცილებით ნაკლები გრეხი და მორალური კომპრომისია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტის ხრა ჩემივე თანამემამულეების კეთილდღეობის ხარჯზე. არ ვქენი, იმიტომ რომ ეგეც კი მორალურად მიუღებელი იყო ჩემთვის. ჰოდა ახლა გამოდის გოუ ეჰედ იგლზი და მტკიცებით ფორმაში ცდილობს დამარწმუნოს, რომ მე რომ მინისტრის მოადგილე ვყოფილიყავი, მეც გულარხეინად მოვიპარავდი. არა ჩემო კარგო, არ მოვიპარავდი და შეეგუე იმას, რომ ზოგი ჩვენთაგანი (და მე მჯერა, რომ ამ განყოფილებაში უმეტესობაც კი), როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცეებზე მორალურად უპირატესი ადამიანები ვართ.
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!