ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთის წინააღდეგ გამართავს. 18 ივნისი, დორტმუნდი ჩვენი დროით 20:00
F ჯგუფი ასე გამოიყურება

თურქეთი ჯგუფური ეტაპით მოხვდა ევროზე

ჯგუფურ ეტაპზე არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ხორვატიას მოუგეს გასვლაზე და სახლში წააგეს იგივე ხორვატიასთან.
თურქების შემადგენობა ასე გამოიყურება

რომა, აიაქსი, ბენფიკა, დორტმუნდი, იუვენტუსი, რეალი, ყველა რგოლში ყავთ ტოპ 5-ის მოთამაშე. ჩვენზე ახალგაზრდა დაცვის ხაზი ყავთ და შეტევაც, ნახევარდაცვაში ასაკობრივად შედარებით თანაბარი სიტუაციაა, გამოცდილებისა და კლუბების შედარება არ ღირს.
ურთიერთშეხვედრების ისტორია თურქებთან უარყოფითი გვაქვს. 5 ჩატარებული შეხვედრიდან 3 ამხანაგური იყო, 2 მსოფლიო შესარჩევის. ამხანაგურში გვაქვს ერთადერთი მოგება დანარჩენი წაგებები. მსოფლიოს შესარჩევში 1 ფრე ერთი წაგება

მოსამზადებელ ეტაპზე თურქეთმა 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, აქედან 2 როცა ჩვენ ერთა ლიგის ფლეიოფი გვქონდა. ავსტრიასთან 6-1 დამარცხდა, ხოლო უნგრეთთან 1-0
უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის წინ იტალიასთან 0-0 ითამაშა, ხოლო პოლონეთთან 2-1 წააგო. ორივე შეხვედრაში საწყისი შემადგენლობა თითქმის იდენტური იყო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 100%-ით ყველაფერი რიგზე არ აქვს თურქეთის ნაკრებს, გარდა ამისა ასეთ ტურნირზე პირველად ვართ და არ ვიცით ფსიქოლოგიურდ როგორი
მზად ვიქნებით.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობა და შესაძლებლობები ყველამ ზეპირად ვიცით და ბევრს აღარ დავწერ
99% ალბათ იგივე შემადგენლობა დადგება რომელიც მონტენეგროსთან გვეყენა, მაქსიმუმ გველესიანი ჩანაცვლდეს კვერკველიათი, თუმცა როგორც ახმანგურებში შეცვლების სტატისტიკა აჩვენებს, ძია ვილი 90 წუთი ვისაც ათამაშებს ამხანაგურში, იმას აყენებს მერე ოფიციალურშიც. კვერკველიას მეორე ტაიმს მისცემდა მონტენეგროსთან რომ შეძლებოდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ რომ ისევ გველესიანი იქნება ძირითადში.
ერთი ორი სიტყვით ჩვენს ნაკრებზე რომ ვთქვათ, ყველაზე სუსტი მაინც დაცვა გამოგვდის და ფლანგების შეტევითი პოტენციალი, ვგულისხმობ კაკაბაძესა და შენგელიას. დაცვის ცენტრში კაშია ძალიან შენელებულია და გამოცდილებით თუ აჯობებს ვინმეს, თუმცა ის ვინმე სისწრაფით დაგვიჩაგრავს.
კიტე, ქოჩორა და ჩაკვე ნახევარდაცვაში იმედის მომცემია, განსაკუთრებით ჩაკვესა და კიტეს მუშაობა შეტევა დაცვით ფაზასა და ბურთის ამოტანებში.
შეტევაში გასაგებია კვარა და მიქაუტაძემ უნდა ქნან გასაკეთებელი.
თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა თურქებთან და ჩეხებთან როგორმე 4 ქულა უნდა ავიღოთ, რადგან პორტუგალიასთან ფრეზე ან მოგებაზე ფიქრი არარეალურია.
1-ლი შეხვედრაა მაინც და იმედია მოგებით დავიწყებთ. დიდი ფსიქოლოგიური მუხტი ექნება ამ ამბავს
წარმატება და გამარჯვება ჩვენს ბიჭებს!!!
This post has been edited by ელექტროხულიგანი on 12 Jun 2024, 16:20