სპეციალურად იმ იუზერისთვის, კალათბურთის განყში ჩემი გენიალური პოსტები რო ახსოვს

თურმე სანიოლის ისეთი არანორმალურად მადლობლები უნდა ვიყოთ ევროზე რომ გაგვიყვანა, რომ დაჯმა მიუღებელია.
ჯერესერთიც დაჯმა ყველგან და ყოველთვის მისაღებია, როცა ლეღვობას აკეთებ.
მეორესერთი, სანიოლმა კი არ გაგვიყვანა ევროპაზე, არამედ უეფამ გაგვიყვანა ერთა ლიგის უკანა კარით (შესარჩევში სანიოლის გუნდი მესამე ადგილოსან ნორვეგიასაც საკმაოდ ჩამორჩა და უიმედო მეოთხე ადგილზე მოიკალათა საბოლოო ცხრილში). იგივე ფინალში ტიპმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ საკუთარი კედლების და სასწაული გულშემატკივრის პირობებში, საშუალოზე საშუალო გუნდთან 120 წუთი ფრეზე გვეთამაშა და საპენალტო ლატარიამდე მიგვეყვანა საქმე. მისთვის მთავარი იყო არწაგება და მერე პენალტების უიღლბობას დააბრალებდა ყველაფერს, თუ ვერ გავიდოდით. შარლატანი ალიბისტი

საბედნიეროდ მამარდამ მეტ-ნაკლებად ისწავლა პენალტების აღება + ქოჩორაშვილს და კვეკვესკირს რკინის ყვერები აღმოაჩნდათ, თორემ რა მადლიერება და რა ღირსების ორდენი სანიოლს, დავრჩებოდით კიდევ ერთხელ სამში გრძელით. მაგრამ რახან მაინც არ ეშვებით და ეს მოყვარული მწვრთნელი (სხვათა შორის, იგივე ვლადო ვაისი პროფია, უბრალოდ არც თუ ისე კარგი) ჩვენს გადამრჩენლად და მესიათ გყავთ შერაცხული, უფრო დეტალებში განვიხილოთ მისი ბოლოდროინდელი მოღვაწეობა.
სანიოლის კრიტიკასამწვთნელო საქმე შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ძირითად სიბრტყეში. ლაკონურობისა და ასეე იმის გამო, რომ ფარდის მიღმა შიდა სამზარეულოში რა ხდება ჩვენთვის დაფარულია, ამ სიბრტყეებიდან რამდენიმეს შეგნებულად გამოვტოვბთ და ყურადღებას გავამახვილებთ 4-ზე:
1. სტრატეგიული დაგეგმარება
2. სელექცია
3. ტაქტიკა
4. თამაშის მართვა
აქვე ავღნიშნოთ, რომ პუნქტი 2 და პუნქტი სამი ურთიერთცვლადია იერარქიაში, ანუ ზოგი მწვრთნელი ამოდის შემადგენლობიდან ტაქტიკის შერჩევისას, ხოლო ზოგიც პირიქით. ტაქტიკაზე ბევრს არ დავწერ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ პრაფანები ვართ და როგორ გავბედავთ ამ მხრივ იმის გაკრიტიკებას, ვინც ამაში დიდ ფულს იღებს

ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური დაკვირვებებით შემოვიფარგლები.
- მარცხენა ფლანგი ჩააბარა წიტეიშვილს, რომელიც წელს გამართული 3 შეხვედრიდან არცერთში არ იყო ძირითადში.
რატომ არ ითამაშა იგივე შენგელიამ, რომელიც სამივეში სასტარტოში იდგა? იმიტომ რომ არ ენდო? იმიტომ ხომ არა, რომ შენგელია არაა მზად, მაგალითად მიკრო დაზიანება მიიღო ან ახალმოშუშებული გაუმიზეზდა? თუ პირველია, მაშინ რატომ დარჩა 26 კაციანი განახცადის მიღმა აზაროვი? თუ მეორეა, მაშინ უნდა დავუბრუნდეთ სტრატეგიული დაგეგმარების პრობლემებს და იმის ვერგათვლას, რომ როდესაც მოთამაშეს უცდება ბოლო ორი თვე და უთამაშებელი და ტრავმიდან ახლახან დაბრუნებული შეგყავს განახცადში, ეს დიდი რისკია? ეს რისკი გამართლებულია მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა არ გაგაჩნია, ანაც მოთამაშე დიდი კალიბრისაა (მაგ. ხვიჩა). მაგრამ როდესაც შენგელია-წიტაიშვილი-აზაროვის სამეულიდან რატომღაც, შენივე თქმით, ერთი აუცილებლად უნდა ამოაგდო (არადა 26 კაციანია განაცხადი, ანუ უეფამ კიდევ ერთხელ გამოგიწოდა დახმარების ხელი) და ის ერთი, რომელსაც ამოაგდებ არის ერთადერთი ნომინალური მარცხენა მცველი, რომლის საბაზრო ღირებულებაც, სხვათაშორის, დანარჩენ ორზე, პახოდუ ერთად აღებულზე, ორჯერ მეტია, და ამასთან ამ ორიდან არცერთი არაა ამპლუით მარცხენა მცველი... დებილი ხარ, აბა რა ხარ? ეს ნიშნავს, რომ ლოგიკურ აზროვნებასა და სტრატეგიულ დაგეგმარებასთან, ძალიან ძალიან მწყრალად ხარ!
- კვირკველია. ადამიანს ქონდა დაზიანება, რომლის გამოც ჩემპიონატის თამაშიც ვერ ჩაამთავრა, მოსამზადებელი ტესტ-მატჩიც გამოტოვა და საერთოდ თამაშამდე მხოლოდ რამოდენიმე დღით ადრე გამოჯანმრთლედა და დაიწყო საერთო ჯგუფში ვარჯიში. აი, რა აზრი ქონდა გუშინ მის დაყენებას? ხომ იცი, რომ ვერ იქნება 100%-იან ხოდზე? მესმის გრანდი ხარ, ქულებს უეჭველი დააგროვებ და ჯგუფიდანაც გახვალ, ხოლო სოლომონი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლის ფორმის ფორსირებაც მნიშვნელოვანია პლეიოფებისთვის. მაგრამ შენ არა ხარ გრანდი და ეს შენი, როგორც ქვეყნის, სადებიუტო მატჩია ევროზე... პახოდუ, შენ სწორედ ახლა გჭირდება ქულების დაგროვება, თორემ ბოლო თამაში ტურნირის ერთ-ერთ ფავიროტთან გაქვს, სადაც ფრის ალბათობაც 10%-საც კი არ აღემატება. ანუ მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ კვირკველიას დაყენება არ იყო გამართლებული. აქ სანიოლს ქონდა ორი ვარიანტი - ან გველესიანი, ან დაცვის გადაწყობა. ამასთან დააკვირდით ისევ და ისევ დაგეგმარების პრობლემებს.
საევროპო განაცხადს მიღმაა მარჯვენა ცენტრალური მცველი საზონოვი (რომელიც ნაკრების მომავალიცაა და მისი არწაყვანა ამ მხრივაც საზიანო გადაწყვეტილებაა). რჩება მემარჯვენე ორი ცენტრალური - გველესიანი და კვირკველია. კაშია სხვა პოზიციაზე გარდა შუა ცენტრალურისა, როგორც ჩანს არ განიხილება (სავარაუდოდ სისწრაფის გაუარესების გამო). ამასობაში განაცხადში 3 მემარცხენე ცენტრალურია (დვალი, ლოჩოშვილი, ტაბიძე). არადა გვაქვს ვითარება, რომ გველესიანს ვერ ენდობა ოფიციალურში, საზონოვი საერთოდ არ მიყავს, და უწევს ისევ სანახევროდ მზა კვირკველიას დაყენება. დაცვის გადაწყობის ვარიანტს, მაგალითად: კაკაბაძე - კაშია - დვალი - ტაბიძე/ლოშოჩვილი - მარცხენა მცველი, ან სულაც ოთხი მცველით თამაშს, მაგალითად: კაკაბაძე - კაშია - დვალი - მარცხენა მცველი , სავარაუდოდ არც განიხილავს. ესაა იაღლიში როგორც დაგეგმარებაში, ასევე ტაქტიკურ მოქნილობა/ვარიატულობაში. საბოლოო ჯამში კვირკველიას შეიძლება დიდად არ გაუფუჭებია რამე (ის სახიფათო ჯარიმა მახსენდება და ერთხელაც წიტაიშვილის ფლანგიდან პრასტრელზე ცუდი თამაში შპაგატში), მაგრამ არც ძალიან დამაჯერებელი იყო და ეს რა თქმა უნდა პარტნიორებზეც აისახა (მათი თამაში გაართულა, ან მინიმუმ, არ გააუმჯობესა). გარდა ამისა, რისთვის ათამაშა დებიუტანტი გველესიანი მონტენეგროსთან? ტიპმა ბოლო მომენტამდე არ გამოცადა, მერე გამოცადა და, როგორც ჩანს, დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა. საზონოვი კი სახლში დატოვა. მოკლედ თანმიმდევრულობა ჭკა.
- წიტაიშვილს გუშინ თავიდანვე ეტყობოდა რომ არც წინ ვარგოდა და არც უკან. ჯერ ის მომენტი რად ღირს, ტრიალი რომ დაიწყო იმათ საჯარიმოში და მერე სუსტად დაურტყა დაცულ კუთხეში, მაშინ როდესაც სრულიად გახსნილი 2 კაცი დასარტყმელად დაგორებას სთხოვდა! მარგი ქმედების კოეფიციენტი ქონდა ძალიან დაბალი თამაშის ორივე ფაზაში, ამასთან მეორე ტაიმისთვის უკვე შესამჩნევად დაიღალა, მაგრამ სანამ მეორე გოლი არ აჩუქა თურქებს, მწვრთნელი ვერ მიხვდა, რომ შესაცვლელი იყო. არადა ყველაფერი ხელისგულზე იდო. სამწუხაროდ მწვრთნელმა დააგვიანა რეაგირება. პოსტ-ფაქტუმ რეაგირება კი კარგი მწვრთნელობის ნიშანი ნაღდად არაა
- ნახავარდაცვაში მექვაბიშვილმა სავარაუდოდ შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა. ვერაფერს ვუსაყვედურებთ ამ მოცემულობაში. მაგრამ შეკითხვა ასე დგას - მივიღეთ თუ არა გუშინ მექვაბიშვილის თამაშით საუკეთესო ვარიანტი კიტეს არყოფნაში? ჩემი აზრით არა. ეს იმის ბრალი ხომ არაა, რომ სიგუას ნაკრებში ინტეგრირება (ისევე როგორც თავის დროზე ქოჩორასი - სადღაც 1 წელი ვითხოვდით საქმეში ჩახედულები მის ნაკრებში გამოძახებას, სანამ ბოლოს დაადგა საშველი და ჰოი საკვირველებავ, ეგრევე ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდა) ძალიან დაგვიანდა? წინა თამაშებშიც ძირითადი ტრიოს შემდეგ პირველ-მეორე ოფციად ყავდა კვეკვესკირი/მექვაბიშვილი, ხოლო მესამე ოფციად მოიაზრებდა ალთუნაშვილს. არადა სიგუა ყველას ჯობია, როგორც ასაკით (პერსპექტივა), ისევე კლასით, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფიზიკური მონაცემებით (ამტანობა + ლამის ორი მეტრაა კაცი). ასევე საინტერესოა, რა გააკეთა სამწვრთნელო შტაბმა იმისთვის, რომ ჯაბა კანკავა გადაერწმუნებინათ? ემუშავათ, აეხსნათ, რომ აუცილებლად მიეცემა სათამაშო დრო (კიტეს ჯანმრთელობის იმედზე ჩემი მტერი იყოს), რომ მის გუნდში ყოფნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და კარიერის ბოლოს დიდი ტურნირი თუ ითამაშა და ნაკრებსაც დაეხმარა, ეს ყველა მხარეს მოგებულს დატოვებს? მოკლედ აქაც არ იქნა ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ დაბალანსებული ვარიანტები გვყოლოდა რგოლებში.
რამოდენიმე კარგმა იუზერმა დაპოსტა, რომ საზონოვის დაყენებაც შეიძლებოდა საყრდენ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური არსენალით ნებისმიერ ნახევარმცველს ჩამოუვარდება, წმინდა დაცვით ვალკადავურ ამბებში რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსი იქნებოდა მისი დადგომა. მითუმეტეს, რომ ორივე მეწყვილე (ჩაკვე და ქოჩორა) იდეალური ტექნიკის პატრონია და ამოტანა/კონტრაზე გადასვლაში საკმარისზე მეტად დააბალანსებდნენ საზონოვის სუსტ მხარეებს. მაგრამ საზონობის ბორტს მიღმა დატოვებით, სანიოლმა თავად თქვა უარი ამ ვარიანტზეც.
- შეცვლები 1. როცა შესატევი იყო და გოლი გვქონდა გასატანი, გამოყავს ალთუნაშვილი. ამასობაში ვიცით, რომ ეხლა თურქებს მიეცემათ სივრცეები კონტრებზე, ამიტომ ისეთი ხალხი უნდა გამოიყვანო, ვისაც 60 მეტრი სპრინტი შეუძლია როგორც წინ, ასევე უკან. ანუ რა ხდება, იკითხება ლობჟანიძის გამოყვანა. მაგრამ არა, გამოდის ალთუნაშვილი, რომელიც რაღაცა ლეღვობას იგონებს, მაშინ, როდესაც იცის, რომ მის უკან არავინაა, ხოლო მარჯვნივ ორი კაცი გახსნილი ყავს და საკმარისია იქით გადაიტანოს, რომ თურქებს ისევ რთული სიტუაცია შეექმნებათ. შეიძლება ხელმეორე ჩაწოდება უკვე პოზიციებიდან ამომსვლელ მცველებში, შეიძლება შესვლა და დარტყმაზე ან ახლო პასზე ჩალიჩი. მოკლედ დიდი ხიფათი იქმნებოდა თურქეთის კართან, და ამის საპირისპიროდ გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. მეტსაც ვიტყვი, ლობჟანას რომც დაეკარგა მანდ ეგრე უკლასოდ ბურთი, დაეწეოდა სისწრაფის ხარჯზე და მინიმუმ წააქცევდა მაინც.
შეცვლები 2. უტევ, გოლი გაქვს გასატანი, მაგრამ საჯარიმოში ვერ აწვდი, იმიტომ რომ იქ დაბალი ჟორჟია. ამასობაში ტარანის ტიპის ბუდუ და ქვილითა გიზის სკამზე, აქედან ბუდუ შეგყავს ბოლო 5 წუთზე... ესაა უკიდურესად დაგვიანებული ცვლილება.
შეცვლები 3 - ბოლოს და ბოლოს ხვდება, რომ წიტაიშვილი შესაცვლელია და შეყავს ლოჩოშვილი, მარცხენა ფლანგზე, შესატევად და გოლის გასატანად. მე მაპატიეთ, და ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გარტყმაში არაა მწვრთნელი მისი ფეხბურთელებში ვის რა შეუძლია. მესმის ჩასაბეტონებელი როცა გაქვს, მაგრამ ლოჩო ფლანგზე, ხვიჩასთან, თამაშის გადასარჩენად? უკაცრავად, და ხომ არ ძმარავს მანდ ვინმეს მუსიე? სწორედ აღნიშნეს უკვე - გოჩოლეიშვილი რისთვის წაიყვანა საერთოდ? რამე ლოგიკას ხედავს ვინმე რომელიმე ამ გადაწყვეტილებაში? იქნებ მე ვარ გონებასუსტი და განმანათლეთ ვინმემ.
სანიოლმა დაუშვა და უშვებს უამრავ შეცდომას, როგორც მთლიანად სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ასევე სელექციაში, და თამაშის წარმართვაში. ტაქტიკურ წიაღსვლებზე ამჟამად კრინტს არ დავძრავ, გასაგები მიზეზების გამო. არაა სასიამოვნო, როცა დამცინავად პრაფესორს გეძახიან, მითუმეტეს იუზერები, რომლებიც აქამდე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ ამ თემაში, რომელშიც 20 წელი გაქვს ყოველდღიურად გატარებული.
This post has been edited by Temozaurus on 19 Jun 2024, 09:48
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!