5 წლის წინ დღევანდელ დღეს მაშინდელმა საბურთალომ ევროდებიუტი სტუმრად შესანიშნავი და სენსაციური მოგებით გახსნა ტირასპოლში შერიფთან 3:0.
იქნებ ყველაფერში დავინახოთ პოზიტივი.
გუშინ დაწყებულ ჩემპიონთა ლიგაზე საინტერესო შედეგები დაჯდა და იქნებ დღეს ბათუმელებმაც იბრძოლონ ბოლომდე. გუშინვე უელსის ჩემპიონმა ნიუ საინტსმა 3:0 დაამარცხა შინ მონტენეგროს ჩემპიონი დეჩიჩი და ამ გამარჯვებით უელსი ძალიან მოგვიახლოვდა, ასევე ეს მატჩი იმით იყო საინტერესო, რომ თუ ბათუმის დინამო გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, კონფერენც ლიგაზე სწორედ ამ წყვილში დამარცხებულს შეხვდება, ამ გადასახედიდან კი ეს მონტენეგროს დეჩიჩი იქნება. მონტენეგროც კუდზე გვაზის და როგორც დინამო-მორნარი, ასევე დინამო ბათუმი-დეჩიჩის შესაძლო დაპირისპირებაც უმნიშვნელოვანესი იქნება სარეიტინგო თვალსაზრისით.
დაბოლოს, დემჩენკოს მატჩისწინა პრესკონფერენციას ვუსმინე და ძალიან კარგად ლაპარაკობს, განსხვავებით იმ მწვრთნელებისგან (მაგალითად ჭიაბრიშვილი), რომლებიც მატჩის წინა კომენტარებში უკვე აგებდნენ თამაშებს.
წარმატებები სამივე ქართულ კლუბს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებზე და იბერიას მეორე ეტაპიდან.
მიმაგრებული სურათი