მოკლედ რა ხდება:
სანიოლი ამ შემადგენლობით დაიწყებს თამაშს:
____________________მამარდაშვილი
__________გველესიანი___კაშია___დვალი
კაკაბაძე__კიტეიშვილი___ქოჩორაშვილი___ლოჩოშვილი
_______დავითაშვილი__________კვარაცხელია
____________________მიქაუტაძე
მთელი თამაში პორტუგალიის დომინაციით წავა, მაგრამ ავტობუსი გვექნება ჩაყენებული, მამარდაც 3-4 მაგარს სეივს გააკეთებს და სადღაც 70 წუთამდე მასე მივალთ, კანტიკუნტად ჩვენს გვექნება ისეთი კონტრშეტევები, რომ მთელი გუნდით ვერ მოგვაწვეს პორტუგალია და უკანაც ეჭიროთ თვალი.
სადღაც 70-ე წუთზე სანიოლი ცვლილებების გაკეთებას დაიწყებს.
კაკაბაძის ნაცვლად შემოვა გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილის ნაცვლად წიტაიშვილი, ზურიკოს ნაცვლად ჩაკვეტაძე და დვალის ნაცვლად ბუდუ.
ნაკრები გადაეწყობა ამ სქემაზე:
____________________მამარდაშვილი
გოჩოლეიშვილი__გველესიანი___კაშია___წიტაიშვილი
_________კიტეიშვილი_______ქოჩორაშვილი
_ჩაკვეტაძე_________________________კვარაცხელია
_______________ბუდუ___მიქაუტაძე
სადღაც 86-ე წუთზე ხვიჩა გაიტანს.
დაგვაწვება პორტუგალია, მაგრამ დავიჭერთ კონტრშეტევაზე.
90+ წუთზე - ბუდუ.
ყველა დარჩება კმაყოფილი

ქოცები იტყვიან ხო გეუბნებოდით, გვაცადეთ, სწორად მივდივართ და შედეგიც დაიდოო.
ნაცები იტყვიან ჩვენ რო ზეწოლა მოვახდინეთ, მაგიტომ შემოიტყვანა ბუდუ, ჩვენი დამსახურებააო.
იქ ექსპერტები დაწერენ, აზაროვი რო წაეყვანა, 9 ქულით გავიდოდით პირველზე და უკეთესი ბადე გვექნებოდაო... ვიღაცა არაბიძესაც გაიხსენებს...
ისევ წავა ერთმანეთის გინება და ვიქნებით ბედნიერები

საგინებელი თუ არ გვექნა, გავარტყი ეგეთ სპორტს
This post has been edited by C₁₁H₁₅NO₂ on 26 Jun 2024, 09:41