#61395186 · 10 Jul 2024, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გააჩნია ვის დააყენებ და როგორ, თორე საერთოდ არ ნიშნავს 5 მცველი დაცვით გუნდს. 3-5-2 არის ეგ ტაქტიკა და ფლანგის მცველები ჩვეულებრივად მიდიან შეტევაში ამ ტაქტიკაში.
აგერ ინტერი თამაშობს ეგრე და საშუალოდ 2.3 გოლი გაქონდათ წინა სეზონში ჩემპიონატში, ძაან მაღალი შედეგია და კიდევ მეტი იქნებოდა ბევრი ტურით ადრე რომ არ გაენაღდებინათ ჩემპიონობა. ბევრი სხვა მაგალითიც არის ამის.
ნუ თუ დაცვაში დაწევ 11-ივე კაცს, გინდა 5 მცველით გამოდი, გინდა 4-ით, აზრი არ აქვს. ჩვენ მოცემულობაში მგონია მშვენიერი ტაქტიკა გვაქვს, უბრალოდ ამოტანა კიდევ დასამუშავებელია და ნახევარდაცვაში 3 პროფესიონალი გვჭირდება. დიდი პატივისცემა მექვაბრიშვილს და ალთუნაშვილს, მარა ახლოსაც ვერ არიან ამ ეტაპზე ნაკრების დონესთან. ჩაკვესაც კარგად აქვს სასწავლი კლასიკური რვიანის პოზიცია.
This post has been edited by Pazzini on 10 Jul 2024, 14:15
|