აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ქართველი, რომელმაც სამშობლოს კარგი საქმე გაუკეთა!

რამდენიმე დღის წინ ამბროლაურში თავისუფალი ჭიდაობის კლუბი "შოვი" დაარსდა. საკლუბო სისტემაზე გადასვლა ფრიად საშურია და ამით კარგი საქმე ისედაც გაკეთდა, თუმცა ამ ამბავში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამეა - ეს კლუბი აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მძიმე წონაში, ოლიმპიურმა პრიზიორმა გიორგი მეშვილდიშვილმა დააფუძნა.
ეს ის გიორგი მეშვილდიშვილია, პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილთან რომ დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ბრინჯაო მოიპოვა და დაჯილდოებისას საქართველოს ჰიმნის დროს მასაც ედო გულზე ხელი, როგორც - პეტრიაშვილს...
ეს ის გიორგი მეშვილდიშვილია, შოვის ენითაუწერელი ტრაგედიისას ტალახსა და ლაფში ჩარჩენილებს საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშვიდობოს გასვლაში რომ ეხმარებოდა და რომელიც მერე, ოლიმპიადის მიმდინარეობისას, კადრებში ამოიცნეს მის მიერ ნაშველმა ადამიანებმა...
ამ ნაბიჯით მან მორიგი კარგი საქმე გაუკეთა სამშობლოს. წარმატებები ვუსურვოთ ამ კარგ ადამიანს თავის გზაზე - სადაც უნდა იყოს ფიზიკურად, საქმით, გონებით, სულიერად ის მაინც საქართველოშია.
https://lelo.ge/article/%E1%83%90%E1%83%96%...%E1%83%90-49002პ.ს. ნეტა გაემუტლა ამ ბიჭს გენო მეოთხედფინალში
This post has been edited by Pepper_Crowley on 9 Oct 2024, 11:08
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი