საქალაქო სასამართლომ ჩემი სარჩელი მიიღო.
@crystalsport_ -თან შრომითი კონტრაქტი 2021 წლიდან მაკავშირებდა,რაც უშუალოდ მე, სპორტულ ჟურნალისტს მეხებოდა და არ ეხებოდა 90 წუთს, რომელიც 2018 წელს შევქმენი.
⛔️ მას შემდეგ,რაც ჩემი იმიჯი საგრძნობლად გაიზარდა, Crystalsport-ში საერთო თათბირების გარდა,ცალკე გამუდმებით მიბარებდნენ და უხეშად ,,მიბრძანებდნენ", რომ ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე არც 90 წუთზე და არც ჩემს პირად პროფილზე არ უნდა მესაუბრა;
⛔️ Crytalsport-ისა და 90 წუთის Instagram-ებზე გამოხმაურებებს სქრინავდნენ და მახსნევინებდნენ ერთ ადამიანს ასეთი ნდობა როგორ მქონდა. ჩემს მისვლამდე კომპანიაში არანაირი სოციალური მედია არ გააჩნდათ და სხვათაშორის, Crystalsport-ის ის Instagram-ი, რომლის აქტიურობასაც 90 წუთთან მიდარებდნენ, ასევე ჩემი ინიციატივით და შრომით, 0 გამომწერიდანაა შექმნილი(90 წუთის აუდიტორიით გაზრდილი);
⛔️ ექსკლუზივებს,რომელიც ყოველთვის ბევრი მქონდა,საერთო ჩატში ვწერდი, თუმცა რადგან ხშირ შემთხვევაში გამოქვეყნებაზე უარს ჩემთვის უცნობი მიზეზით ამბობდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ, ჩემს რესურსებზე ვანთავსებდი. მახსენდება შემთხვევები, მათ მიერ დაუარებული ჩემი ექსკლუზივი როცა გაოფიციალურებულა, ახსნა ამაზეც მოუთხოვიათ;
⛔️ საქართველოში ყოველთვის 90 წუთის აკრედიტაციით დავდივარ, თუმცა 3 წლის მანძილზე, ნაკრების გასვლით მატჩებზე არ მიმუშავია. როცა, დავსვი კითხვა: ,,-მე როდის მივყვები ნაკრებს?", მიპასუხეს, რომ:
,,-ჩემი რიგი არ იყო". ჩემი რიგი არასოდეს დადგა, რადგან სულ 2, ერთიდაიგივე ადამიანის რიგი დგებოდა;
⛔️ უჩემოდ ჩაატარეს თათბირი, სადაც EURO 2024-ზე მომუშავე 8 ადამიანის სია შედგა მაშინ, როცა გერმანიიდან გადმოგზავნილი მასალის დამუშავება თბილისიდან მაინც მე მიწევდა. არავინ ამიხსნა რატომ ვერ მოვხვდი სიაში თუ საქმე მაინც მე უნდა მეკეთებინა. ევროპის ჩემპიონატზე აიკრძალა შვებულება, ოფისს რომ არ გავცდენოდიsmile.gif❤️
⛔️ ამავე პერიოდში გამომიცხადეს, რომ 90 წუთზე სიახლეები აღარ უნდა გამევრცელებინა, რადგან ნდობას კარგავდნენ, რაც ნიშნავდა, რომ 90 წუთი უნდა გამეუქმებინა.
ყველა სპონსორი ჩამომაშორეს და სიმართლეა ისიც,რომ ეშინოდათ ამ ამბებზე საჯაროდ არ მესაუბრა,ამიტომ კონტრაქტს(ჩემი იურისტის ჩარევამდე)არ მირღვევდნენ. ის,რაც პორტუგალიასთან მატჩის წინ ჩემს და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს შორის მოხდა,ყველა ზღვარს გასცდა, თუმცა ამას აქ და ასე არა,უშუალოდ სასამართლო პროცესზე მოვყვები.
© 90 წუთი
https://www.instagram.com/90min__geo/p/DATy...Ln/?img_index=1https://www.facebook.com/90mingeo/posts/pfb...JQigPFxAsz1KFAl