რებროვზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ მანაც კი შეძლო პირწმინდად დაეჯაბნა ვიზავი. წინა თამაშებში სანიოლს უმართლებდა, რადგან მისი შეგირდები ფაქტიურად უშეცდომოდ მოქმედებდნენ და სრულად იყენებდნენ გენეტიკურ მიდრეკილებას იმპროვიზაციასა და კრეატივისადმი (ესაა ჩვენი ძლიერი მხარე, რაც იგივე უკრებისა და ჩეხებისგან განგვასხვავებს). აი სისტემურობა კი (რომლის გარეშეც გრძელვადიანი წარმატება შეუძლებელია), როგორც ასეთი, უბრალოდ არ არსებობს. საკმარისი აღმოჩნდა შემსრულებლების მიერ სათამაშო ეპიზოდებში უწინდელზე მეტი წუნი და არასწორი გადაწყვეტილება შემოპარულიყო, რომ ეგრევე წავაგეთ. თან წავაგეთ მეტოქესთან, რომელიც კატასტროფული საკადრო სირთულეების წინაშე იდგა და ამ მოცემულობის ფონზე ფრეზე უარესი შედეგი უბრალოდ დაუშვებელი უნდა ყოფილიყო.
ჩვენი გუნდი არის ტაქტიკურად მოუქნელი. როგორც სწორედ აღნიშნა უკვე ლევანმა, სრულფასოვანი უინგბექების არარსებობის ფონზე 5 მცველიანი ტაქტიკა ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს. შეიძლება მოიგო რამოდენიმე ბრძოლა, მაგრამ სატურნირო დისტანციას ვერ გაქაჩავ. მეორე პრობლემაა ცენტრალური მცველები. ისედაც ხომ არ ბრწყინავს არცერთი (კაშია შედარებით მისაღებია, გამოცდილების ხარჯზე აბალანსებს ასაკს ჯერ კიდევ), მაგრამ დანარჩენების თამაში მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ჩემთვის ამოუხსნელია, რატომ უნდა დააყენო უკლასო გველესიანი, როდესაც ჯანმრთელი კვირკველია გიზის სკამზე. დვალი, როგორც უკვე აღნიშნა 4ა4ა-მ იმენნა ტაფაა ბურთთან (რაც გამაოგნებელია, იმიტომ რომ 17-20 წლის ასაკში პირიქით იყო და ძალიანაც კარგად ფლობდა ბურთს), პასი არ უავრგა, ბევრი იკარგება. დაცვაშიც ზანტია. გველესიანი იმენნა ეპიკია. ან ის მამარდაზე მაღალი რომ დააბრუნა და ძლივს გადავურჩით გოლს და/ან მამარდას ტრავმას (მტკივნეულად შეეჯახა მასზე წამოსულ უკრაინელს). ეს იყო უკლასობის გამოვლინების მწვერვალი. სხვათაშორის წინა თამაშშიც იყო ეგეთი ეპიზოდი რომ ისე დაუბრუნა, მამარდას რომ არ ეყოჩაღა პირდაპირ გოლი გადიოდა ჩვენს კარში. რახან სისტემატური ხასიათი აქვს ამას, ესე იგი 1. შემთხვევითობა არ იყო და 2. მწვრთნელმა ამაზე ყურადღება არ გაამახვილა.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, სამი ცენტრბექით იმიტომ ვთამაშობთ, რომ ორით გავიდირკებითო. მათ საყურადღებოდ მინდა ვიკითხო: გოლის მომენტში რაში გამოგვადგა პოზიციაში მყოფი (და არა პოზიციადაკარგული) სამი ცენტრალური მცველი? გველესიანი ამოიწია და თან ისე უკლასოდ, რომ ცენტრში მოძრაობის უფლება მისცა მუდრიკს, მაშინ როცა ფლანგზე (კარისგან შორს) უნდა გადაეყვანა. კაშია იმდენად არ ელოდა გველესიანი ასე ბავშვურად თუ ყლაპავდა, რომ გადაწყვეტილებაში აიბლანდა (ჩაიმუხლა და რამე), ხოლო დვალმა, დარგანაც ვერ მიხვდა, რომ ლოჩოშვილმა სწორედ წაიკითხა მომენტი და მყისიერად გადავიდა საჯარიმოში მყოფი მეორე უკრაინელის აყვანაზე = რითაც დვალს მისცა საშუალება აქტიურად გადასულიყო მუდრიკზე და არ ედარაჯა პოზიცია, დააგვიანა რეაგირება. ანუ რა გამოდის - რაოდენობაში ვაკლებთ ნახევარდაცვას და ვერანაირ რეალურ ხეირს ვერ ვპოულობთ ბოლო რედუტის გამაგრებაში. აზრი? იქნება და სწორედ ნახევარდაცვაში კაცის ნაკლებობამ გამოიწვია ქოჩორას დვიჟენიები რასაც მოყვა ფეხის დაცდენაც? იქნება სწორედ ნახევარდაცვაში კაცის ნაკლებობამ გამოიწვია ის, რომ კიტემ ვეღარ მოასწრო მუდრიკზე თამაში?
მოკლედ აუცილებლად უნდა გადავიდეთ 4 მცველზე. ამას ალტერნატივა არ აქვს.
რებროვმა კარგად შეისწავლა (ვერ ვიტყვი რომ სანიოლმა შეისწავლა რებროვის გუნდი) ჩვენი 5 მცველიანი სიტუტუცე. რადგან სამი ნახევარმცველით ფლანგს ბოლომდე ვერ დაკეტავ, იცოდნენ რომ ბურთიანზე ამოვიდოდა ლოჩოშვილი (წითელ კვადრატში). ამას მოყვება სივრცე მის უკან, სადაც შედის უკრაინელი და ამოყავს დვალი (ლურჯ კვადრატში). შედეგად გადაცემით 2 მცველი ბურთს უკან აღმოჩნდება, ხოლო კაშია ერთი ერთზე უნდა ეჭიდაოს და თუ წააგო, გველესიანი ძალიან შორსაა. შედეგად კაშიას ყვითელი. რომ არ წაექცია, ან პირისპირ გადიოდა, ან, თუ მაინც მიუსრებდა გველესიანი, მუდრიკს გაიყვანდა მამარდასთან პაემანზე. ესაა სისტემური თამაში. არანაირი იმპროვიზაცია. შეგვისწავლეს და შეგვისრულეს.

პერსონალიებით ჩემი არჩევანი იქნებოდა 2 ფულბეკი და 2 ცენტრბეკი, რადგანაც წესიერი ფლანგის მცველები არ გაგვაჩნია. ამიტომ ჯობია 4 ვალკადავი იდგეს მყარად დაცვაში. ამასთან ჩვენს შემტევებს შეუძლიათ ტექნიკის ხარჯზე უპირატესობის შექმნა.
ჩემი სურვილი იყო:
საზონოვი - კვირკველია - კაშია - ლოჩოშვილი
რახან საბა ამოვარდა დიდი ხნით, მაშინ ჩავანაცვლოთ გოგლიჩიძეთი.
უკიდურეს შემთხვევაში იდგეს კაკაბაძე, ოღონდ ნაკლები ფუნქციებით შეტევაში (მაინც მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი აქვს). გოჩოლეიშვილს და აზაროვს არ განვიხილავ, დაცვაში უკიდურესი არასაიმედოობის გამო.
რამოდენიმე სიტყვით შევეხები იმ პატარ-პატარა შეცდომებს, რომლებმაც სასწორი იმათ სასარგებლოდ გადაწონა.
ქოჩორა კარგ პოზიციაშია და აქვს გამწვავების სამი ვარიანტი:
1. ხვიჩა გაყავს პირისპირ. ყველაზე თვალსაჩინო გაგრძელება.
2. ხვიჩა გაყავს პირისპირ ჩერეზ ჟორჟიკა. ამ შემთხვევაში ერთი ზედმეტი პასია, მაგრამ ხვიჩასგან მარცხნივ მყოფი მცველი უნდა შემოუბრუნდეს ჟორჟს და ესე ჩატყდება ხვიჩასგან, რაც ფინიშს გაუადვილებს.
3. კაკაბაძეზე საჯარიმოს კუთხეში და მერე ხვიჩაზე პრასტრელი ერთი შეხებით (შოტლანდიასთან პირველი გოლის გამეორება).

ქოჩორა რატომღაც ჰიროუ ბოლს აწვება, ბოლომდე თვითონ მიაქვს და მერე სუსტად წაკრავს ფეხს დარტყმის პონტში.

ესეთი მომენტების ამოჭრა შეიძლება ათეულობით, როცა ან დაგვიანდა, ანაც საერთოდ არ გაკეთებულა სწორი გაგრძელება.
ახლა კი შეკითხვა, რატომ მოხდა ასე?
პასუხი მარტივია: იმიტომ რომ სისტემა არაა. ფეხბურთელები გადაწყვეტილებებს ღებულობენ ინსტინქტურად, ან უწევთ ფიქრი. ფიქრის დროს, აი იმ წამის მეასედებს, კი სწრაფი მეტოქე არ მოგცემს, ან გაფარებს, ან გადაწყობას ასწრებს.
დასკვნა: რაც უფრო დალაგებული და/ან კლასიანი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მით უფრო გაგვიჭირდება გოლის გატანა, თუ სისტემა არ გვექნა და შემსრულებლების კრეატივზე ვიქნებით დამოკიდებულები. ცალკე თემაა, რომ სისტემის გარეშე გადაწყვეტილების მიღება როცა გიწევს, ანუ ავტომატიკა გამორთულია, დაღლილობა მატულობს. დაღლილობა კი კონცენტრაციას გაკარგვინებს, რაც თამაშის უკლებლივ ყველა ფაზაში უარყოფითად აისახება.
იმპროვიზაცია + სისტემა = დიდი წარმატებს საწინდარი.
იმპროვიზაცია - სისტემა = ალაგ-ალაგ გამონათებები.
ალბანეთთან კი მე ასე დავაყენებდი:
კაკაბაძე - კვირკველია - კაშია - ლოჩოშვილი
წიტაიშვილი - კიტეიშვილი - ჩაკვეტაძე - დავითაშვილი
----------- კვარაცხელია (თავისუფალი მხატვარი) ---------
--------------------- ზივზივაძე -----------------------
This post has been edited by Temozaurus on 12 Oct 2024, 19:23
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!