მამარდა - 2 დაურტყეს კარში და ერთი აიღო, მეორე ვერ - რა გინდა მოსთხოვო?
კაშია - დაბერდა და თან არ დაბერდა, უდიდესი გამოცდილების და სტბილურობის ხარჯზე გადის ფონს
დვალი - დაბალი დონეა
გველესიანი - იგივეს ვიყოდი რასაც კაშიაზე, მაგრამ კაშიას დონე არ უთამაშია
კაკაბაძე - დაბალი დონე, უბრალოდ დარბის
ლოჩოშვილი - ეს თამაში აშკარად ჩააგდო, არადა თითქოს მონაცემები აქვს
ქოჩორა - მიწაზე დაეშვას და თავის საქმე ფაფხურის გარეშე აკეთოს - ამ მონაცემებით ლევანტეა მეტი ვერ
კიტეიშვილი - აშკარად ერთერთი საუკეთესოა ვისაც მოედნის ხედვა და პირველი კარგი პასი აქვს, მაგრამ დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს და ტანდემში თუ უფრო უკან უწევს ყოფნა ვიდრე წინ - უბრალოდ იკარგება
ჩაკვე - კლასიც და ყველაფერიც ეტყობა, კომნტარი ზედმეტია
ჟორჟი - საშუალო დონის კარგი უნარების მქონე თავდამსხმელია, მაგრამ ფიზიკურად სუსტია და თუ კარგ ფორმაში არაა გინდ გყოლია და გინდ არა
კავარა - ჩაკვესი არ იყოს კომენტარი ზედმეტია, მაგრამ ვერაა ეგ ბიჭი გუნდის ლიდერი
***
ბუდუ - ჯანი აქვს, ჟილკა აქვს, მებრძოლია - სხვა სტილია ვიდრე ჟორჟი მაგრამ ბევრი დეტალი აკლია, რომ თქვა კლასნი თავდამსხმელიაო, მისი ტიპის ფორვარდები ლამის გაადაშენდნენ

ზურიკო - დარბის, იხსნება, მაგრამ (!) სადაც ჩვენ ვათამაშებთ იქ ბურთს ვერ იჭერს და სწორ პირველ პასს ვერ აკეთებს
შენგელა (?) კლასი აკლია - რაცაა ამაზე მეტი ვეღარ იქნება
ჩვენ რაც მოვიგთ მოვიგეთ თამაშის სწორი ორგანიზების ხარჯზე სადაც ყველა აკეთებდა იმას რაც ევალებდა, მაგრამ სადაც თვითშემოქმედებას ვიწყებთ ეს მექანიზმი იერევა და თამაში ფუჭდება
უმარტივესი ტაქტიკა გვაქვს, მაგარმ ეს სასტავი მხოლოდ ამ ტაქტიკას მოერგო:
ძალიან ხმაურიან შედარებებს მოოვიყვან საილუსტრაციოდ

მეკარე
სამი ცენტრ მცვველი (2002 ბრაზილია: ლუსიო, ჟუნიორ ბაიანო, ალდაირი)
ორი ფლანგის ოთამაშე - ნომინალურად მცველი, რომლებსაც ფლანგზე 2/3-ის კოტროლი ევალებათ და კონტრშეტევისას მოწინააღმდეგის დაცვის "გაწელვა', რომ ცენტრში სივრცეები გაგვიჩნდეს
ორი საყრდენი, საიდანაც ერთი ჩამშლელი და ამრთმევია და მეორე პირველი სწორი სპასის გამცემი (გატუზო, პირლო)
ორი საყრდენის წინ - შემტევებს უკან ნომინალურად ჩაკვეა, მაგრამ ჩაკვეს სრული თავისუფლება აქვს - უტევს ყველა მხრიდან
ჩაკვეს წინ და ნომინალური 9-ის უკან და გარშემო კვარა
ამის ხარჯზე როცა ცენტრი ჩავბეტონეთ მოვიგეთ ყველასთან
მაგრამ ამ ცენტრის ჩაბეტონებას სჭირდება ის რომ ქოჩორა იყოს დაცვის ხაზს წინ, მისგან ბურთის ამტანი და დამხმარე იყოს კიტე, რომელმაც თავისმხრივ ხელფხი უდნა გაუხსნას ჩაკვეს და კვარას, რომ ამ ორმა მიქასთან ერთად შექმანს შემტევი ტრიო
ნომინალურად ამ ტრიოს მოწინააღმდეგის დაცვის გაწელვაში ეხმარება კაკაბა და ლოჩო/შენგელა და მათ უკან შეტევის სიღრმეს უნდა ქმნიდეს კიტე და ქოჩორა
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...