ელექტროხულიგანიუნდა გისქრინო 6 და 4 თვის წინანდელი თამაშები (თურქეთი, ჩეხთი - მამარდას მადლმა, პორტუგალია-კაშოს მადლმა, ეპანეთი)
გეხვეწები რა
მერე შემოვა ვიღაც და ქოჩორას ჰეითერობას (+ქოცობას) დამაბრალებს

ოქროს წესია დაცვითი ფუნქციების საყრდენისთვის:
ხაზად განლაგებული დაცვის წინ როდესაც ბურთს კარგავ - შენი ბრალია
როდესაც პოზიციური შეტევისას ხაზად განლაგებული დაცვის წინ ბურთზე ვერ/არ ადიხარ და სივრცეს არ ჭამ - შენი ბრალია
როდესაც დაცვის გამოტანილ "ატსკოკსზე" საჯარიმოს მისადგომებთან ვერ თამაშობ - ჯერ დაცვის ბრალია და შემდეგ შენ გბრალდება (ვერ გადაარჩინაო)
როდესაც სიმაღლე ხელს არ გიწყობს სტანდარტისას (კუთხური) ძელი უნდა დაფარო (სასურველია უკანა ძელი/ან მეკარის მითითებით, თუ თვითOნ რა პოზიციას იღებს) და სივრეები ტანმაღალ ფეხბურთელებს დაუტოვო
როდესაც სიმაღლე ხელს არ გიწყობს სტანდარტისას (ჯარიმა) პირველ გამოვარდნლ ბურთზე უნდა თამაშობდე შენი (!!!) ზონიდან
პრესინგისას ბურთი თუ ვერ ამოგაქვს და თან არ იგერიებ მინიმუმ ფრთაზე უნდა გაიტანო და არა წინ
და ა.შ.
ორ საყრდენიანი ტატიკისას კი ერთი ყოველთვის არის ჩამშლელი, მეორე კი ბურთის ამტანი
რადგან ჩამშლელის დაზღვევა ამ დროს ფიზიკურად არ არსებობს
ქოჩორას შემთხვევაში კი ეს შეცდომა უფრო ძვირი დაჯდა, რადგან მის უკან ბებერი ან კვპროსის დონის მცველი იდგა (!) იდგა და არ იყვნენ დინამიკაში, ანუ მას არ მიჰყვებოდნენ - მანდ კაკაბას შეცდომაცაა - უგზოუკვლოდ რომ დარბოდა და მინიმუმ მოკლე პასის მანძილზე არ იყო ბურთიანთან
ეს არის თამაშის ცოდნა - რაც მე მახსენდება ეს უნარები სიბერეში შესული ნემსაძის გარდა არცერთი ქართველ საყრდენს არ ჰქონია
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...