სასწაულის და ვარსკვლავების სათანადოდ დაჯენის გამო მოვხვდით ევროზე და გავედით 1/8 ფინალში.
თორემ, როცა გუნდი ერთ თამაშში ევროების ისტორიაში საკუთარი კარის მიმართულებით დარტყმების (36) ანტი რეკორდს ამყარებს და თამაში არაა საკუთარ კარში 20+ რომ დარტყმა არ მიიღოს, ხვდება უმოტივაციო პორტუგალიას, ასეთ გუნდს არ აქვს უფლება თქვას, არ გაგვიმართლაო.
მაგრამ ჯანდაბას.
გაგვიმართლა თუ არ გაგვიმართლა შედეგი იყო და გამჭვირვალეებმა სანიოლი გააღმერთეს, საპატიო მოქალაქეობა მისცეს, კონტრაქტი პენსიამდე გაუფორმეს და ა. შ,
რაც მთავარია, მეც და ბაყიყიჩას სხვა კრიტიკოსებს მოგვაკეტინეს და ხმა ჩაგვაგდებინეს.
თუმცა გაჩუმებამდე ერთი კი წამოვიკნავლე:
- სანიოლს მაშინ ვაღიაერებ ერთა ლიგის ბ ჯგუფს თუ მოგვაგებინებს მეთქი.
დღეს რა გვაქვს?
წელიწადი არ იქნება გასული და ევროზე მოთამაშე გუნდი ისევ ც ჯგუფში შეიძლება აღმოჩნდეს.
არადა, ბოლო 4 თამაშში დიჯეის ყავდა, ოქროს თაობის ოპტიმალური შემადგენლობა.
მაგრამ ხან მოედანი დახვდა გადახნული, ხან წვიმა წამოვიდა, ხან ტაქტიკა შეცვალა, ხანაც არ შეცვალა.
შედეგი მაინც არ იყო.
რაც არის, ეს არის...
ცვლილებებია საჭირო.
ამისთვის 3 რამ უნდა გაკეთდეს.
1. შეიცვალოს მწვრთნელი. (გამორიცხულია).
2. შეიცვალოს მოთამაშეები.
3. შეიცვალონ მოთამაშეებიც და მწვრთნელიც (გამორიცხულია 1-ლი პუნქტის გამო).
დაგვრჩა მეორე პუნქტი.
ჩემი ვერსია:
მეკარე:
ლორია აუთ... ხარატიშვილი შეაჩვიონ მესამე მეკარეობას თუ არადა გუგეშაც საკმარისია და კვოტა მინდვრის მოთამაშისთვის გამოიყენონ.
დაცვა:
კაშია, აიათოლა, ლესტერა აუთ.
გვრჩება: გოგლიჩა, ბერიაშვილი, საზონოვი, ლოჩო, კაკაბა, დვალი, გოჩო, აზაროვი ცალსახად და იყოს კალანადაძეც...
ნახევარდაცვა:
კვეკვე, ლობჟანა, ალთუნა აუთ.
დავიმატოთ ლომინაძე, რომლის ერთერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვიყავი, მაგრამ უ21-ში ისე ითამაშა რომ შეცდომას ვაღიარებ. ამ ეტაპზე, სიგუაზე მაგარ ფორმაშიც კი არის და ისეთ ძაღლ გუნდებთან როგორც ჩეხეთი და უკრაინაა მომავალში მაგრა გამოგვადგება.
მექვაბა, სიგუა, კიტე, ქოჩო, ჩაკი. გროვდება ხალხი თავისი შემცვლელებით.
თავდასხბა:
დინამოში შენგელა ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო. შესანიშნავი სტატებით. მაგისი მარჯვნიდან შემოტეხვები და დარტყმები ერთ რამედ ღირდა.
შენგელა და წიტა მხოლოდ მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე უნდა განიხილებოდნენ.
ზურიკო, კვარა, მიქა.
მადლობა ბუდუს, მაგრამ ვერც მაგის მომავალს ვხედავ ნაკრებში.
ერთი ახალგაზრდა ტარანის ტიპის ფორვარდი გვჭირდება, რომელიც საიდანღაც უნდა მოვიყვანოთ.
ერთი სიტყვით, შემადგენლობა და მასალა არის, რომ ნორმალურმა ტრენერმა კარგი გუნდი გააკეთოს და ერთა ლიგა სხვა ელიტარულის გუნდების მსგავსად, ამხანაგური მატჩებისთვის, შესათამაშებლად, ექსპერიმენტებისთვის გამოიყენოს და არა ძირითად ტურნირზე გასვლის შესაძლებლობად.
This post has been edited by VoK on 20 Nov 2024, 10:11
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...