JCHკი, განსაკუთრებული ბავშვია, საბურთალოდან მოვიდა 3 სეზონის წინ
2012 იანია, წელს აწიეს 2011 იანების პირველ გუნდში, რომელიც 2010 იანების ელიტ ლიგას თამაშობს ანუ 2 წლით დიდებში ითამაშებს მაგრამ გაქაჩავს თავისუფლად
შარშანაც ყავდათ დამატებული თურქეთის ტურნირზე და პორტოს და მარსელის 2 მეტრიან 1 წლით დიდ მცველებთან არ დაიკარგა, ძაან ჭკვიანი და კლასნი ბავშვია, რასაც ქვია ცენტრფორვარდი + ტანიც ხელს უწყობს
წელს ბოლო ტურში დაიმატეს რუსთავის 2010 ებთან ჰქონდათ გასვლა საშინელ მოედანზე, 1-0 მოიგეს ამის საგოლე პასით 1 შეხებაში
42:24 დან
https://youtu.be/iujydwGf1I818 ნომერია
ეს კონკრეტული ზოგადად ამ ბავშვის საუკეთესო თამაში არაა მარა ნუ წარმოდგენას შეიქმნი რა, ჯერ ცოტა მორიდებულია დიდებთან, თავის ასაკში დაფრინავს

)
სხვათაშორის ეგ გოლი ვისაც გააქვს ზაზა ჯანაშიას ძმიშვილია, 8/10 ნომერია პოზიციით. ბიძასავით მაგარი ვერაა მაგრამ ბურთი იცის, ავაზადან მოვიდა 3-4 წლის წინ დინამოში. თვითონ შვილი ზაზასი მეკარეა, საბურთალოს უ14 შია
მაგ ასაკში (2011) დინამოს ზოგადი მიმოხილვა ეგეთია:
მეკარე - ყავდათ უმაგრესი ბავშვი გვარად ბასარია, წელს ავაზაში წავიდა, იქ 3 გუნდში ვთამაშობ და მირჩევნია მეტი პრაქტიკაო, ჯერჯერობით ჭირს ეს პოზიცია
მარჯვენა და მარცხენა მცველები - სუსტები არიან, ეძებენ ახლებს
ცენტრ. მცველები - ფანცულაია და ვაშაკიძე გამორჩეულები და ტალანტები. 2 მეტრიანები და ფიზიკურად ძაან ჯანზე, ვაშაკიძე 1 წლით დიდებში იყო შარშანდლამდე ისეთი მაგარი იყო, წელს დააბრუნეს ნუ მცველებში ეგრე დიდ გუნდში აწევა იშვიათია ხოლმე როგორც წესი
საყრდენი - აბრამიშვილი - კაპიტანი და ძალიან მაგარი ბავშვი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელია.
ფლანგებზე - იმესაშვილი - სუპერ ბავშვი და ეხლა დაიმატეს მარჯვნივ რუსთავიდან კაი ხნიანი ჩალიჩის მერე - ღუნაშვილი, ამ ასაკში საქართველოში ნომერი 1 ია, მესია პირფაპირი გაგებით, ცაციაა, სტილითაც, მოძრაობითაც და აღნაგობითაც, რო შეხედავ შანსი არაა მესი არ გაგახსენდეს

ცუდია რო ვინგზე დააყენეს იმედია შეწევენ შუაში, რუსთავში სრული თავისუფლება ჰქონდა მთელ მოედანზე და მთელი გუნდი იყო.
შემტევი ნახევარმცველებიდან ჩომახიძე სამტრედიელი - ღუნაშვილის მერე მე-2 ალბათ საქართველოში, ნუ ჩენთვის, ისე ზოგს ეს ურჩევნია, კლასიკური ქართველი შემტევი რომელსაც ბურთის თრევა უყვარს და ვერ წაართმევ, ჩაკვეს ვაიბებით. ერთი ეგაა სულ ტრავმა აქვს, შლატერი და ა.შ მიეწყო მაგრამ ძალიან მაგარია მართლა.
ამ ჩომახას და ღუნაშვილს ძმებიც ყავთ, ისინიც ძაან კაი ბავშვები, 1 წლით პატარებში არიან
კიდე არის თურმანიძე, ყულიაშვილი და ჭუმბაძე, სამივე შემტევი ნიჭიერი ბავშვი, მაგრამ 9-9 ზე უფრო მაგრები იყვნენ, იმედია მოუმატებენ. თურმანიძე თავდამსხმელსაც თამაშობს და უფრო ეგაა მაგის პოზიცია მაგრამ ამ ხარაიშვილის ამოწევის მერე გაუჭირდება კონკურენცია
ბირთვი ესაა
ისე 2010 იანები უფრო ნიჭიერ თაობად ითვლება, თავისი ჩიქოვანი საყრდენით (წელს რო დარასელიაზე გაიბრწყინა ნაკრების წევრია ჩიქოვანი ვინგერი იმის ძმა), გოგიტა გოგუას უნიჭიერესი ბიჭით მარცხენა ფლანგზე, კიდე მარჯვენა ფლანგზე მთავარი ვარსკვლავით ეხლა გვარი დამავიწყდა, 2 ძაან კაი შემტევით და ა.შ სუსტი წერტილი არ აქვთ, მაგრამ 2011 იანებიც ძაან კაი თაობაა ჯამში
This post has been edited by mancunia89 on 25 Jan 2025, 00:45