როცა კვარა ნაპოლიში თამაშობდა გაიყვანდნენ თუ არა, მაშინვე ვანებებდი თამაშის ყურებას თავს.
ახლა ამას ვეღარ ვაკეთებ.
ზოგადად ფეხბურთის და კონკრეტულად საფეხბურთო ესთეტიკის ტრფიალი თუ ხარ, როგორ შეგიძლია დღევანდელი პსჯ-ს თამაში, თუნდაც ნეიტრალური მაყურებლის როლში, არ მოგწონდეს?
არადა რომ წერენ, კვარა გაიყვანეს თუ არა პსჯ-ს მექანიზმი მოირღვა, ყველაფერი ჩამოიშალა და გუნდი ხერხემალში გადატყდაო, კომიკურად მეჩვენება.
ეს რა არის?
პატრიოტიზმი?
სექტანტობა?
თუ ჯუდას პონტში ღადაობა, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით?
კვარას, დემბელე და ვიტინიაც რომ მიაყოლო, გუნდი ისეა აწყობილი, რაღაც, არც თუ ისე დაბალ დონეს, ყოველთვის შეინარჩუნებს და დასახულ მიზანს მაინც მიაღწევს.
9 კაცმა გაუტანა ბაიერნს, კარლ და ამ დროს კვაღა მოედანზე არ იყო.
ან კიდევ, რა სპორტია, კვარას თანაგუნდელების გინება და დამცირება?
დუეა - პოლიტანო, დემბელე - ლუკაკუ თუ ფაბიან რუისია - მარიო რუი?.
ძმებო, პსჯ-ს სახით, ამ დროსა და მომენტში, ფენომენალურ რაღაცას ვუყურებთ,ხვიჩა ამ გუნდის ერთერთი გამორჩეული წევრია, მოეშვით და გაიხარეთ, რა...
ოქროს ბურთი ჯიბიდან ამოაცალეს, არა ცელი ..
დონარუმადან დაწყებული, პსჯ-ს 87-ე ნომერ ნევეშამდე, ჩემი აზრით, ყველა ოქროს ბურთის ღირსია.
ზოგი მეტად, ზოგიც ოდნავ უფრო ნაკლებად.
ახლა რაც შეეხება კვაღას ნაკლებშედეგიანობას.
ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი მის მიერ უზომოდ გაწელილი შეტევის ფრონტია. რის გამოც ის მიწეპებულია გვერდით ხაზს და სანამ დასარტყმელ პოზიციაზე (ცენტრისკენ) გადმოიწევს, უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს.
ამის საპირისპიროდ მარჯვენა ფრთაზე რას აკეთებს დუე?
იქ შეტევის ფრონტს ჰაქიმი წელავს. დუე მარჯვენა ინსაიდია. (კვაღას მხარეს ინსაიდი მენდეშია). მიიღებს თუ არა ახალგაზრდა ფრანგი ბურთს, პოზიციის გამო კარში დარტყმის შესაძლებლობა უკვე აქვს, ხოლო პოზიციის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, მისთვის ერთი კაცის მოტყუებაც საკმარისია.
მარჯვნიდან ჩაწოდებისას, სანამ კვარამდე ბურთი მივა, საჯარიმოში მყოფი ყველა ფეხბურთელი უნდა გაიაროს. ამის ნათელი მაგალითი რუისის მეორე გოლი იყო - როცა ბურთი სანამ კვაღამდე მივიდა ფაბიანმა კიდევაც დაუბაბანა.
ამას თუ ხვდება დუე, რატომ ვერ სხვდება კვაღა?
ფაქტია, რომ თავად იძახის შეტევაში ლუჩოსგან სრული თავისუფლება მაქვს და ამის გამო ბედნიერი ვარო და რა ვიცი.
რაც შეეხება აქ დაგმობილ მისგან ხელების შლის პროცესს.
ეს რატომღაც არ მაღიზიანებს.
ამდენ ლომებში, ამ ეტაპზე, ტერიტორიის მონიშვნის პროცესშია და ჩემთვის მისაღებია.
This post has been edited by VoK on 10 Jul 2025, 14:38
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...