დააკვირდით, დემბელე როცა ფორმაშია, პარიზი შეუჩერებელია.
ეგ არის რომ ტრავმებისკენ უზომოდ მიდრეკილი ფეხბურთელია.
ჩათვალეთ, რომ ფრანგი ჩაკვეტაძეა.
ბარსელონაშიც სულ გატრავმული და მერე ფორმის აღდგენის პროცესში იყო.
დემბელე თავიდანვე ძალიან მაგარი ვინგერი იყო და ბარსამაც ამიტომ გაისროლა მასში 145 ლიმონი.
მაგრამ, როცა ლუჩომ ცენტრში შესწია და ცრუ ცხრიანად ათამაშა, უამრავი გოლი შეაგდო და ოქროს ბურთის რეალური კანდიდატი გახდა.
ჩემი აზრით, დემბელეს ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვიჩამ ძალზე სერიოზული ყურადღება უნდა დაუთმოს ცრუ ცხრიანის სქილების შესწავლა-დახვეწას.
დღემდე, რამდენი ცენტრში შეიწია, ისეთი ეფექტური ვერ იყო, როგორიც ფლანგზე გარჯისას.
მე ვინ მეკითხება, მაგრამ კვაღამ ვარჯიშებზე ფორვარდის პოზიციაზე თამაშს უდიდესი ყურადღება უნდა დაუთმოს.
აგერ, დაცვაში თითქმის მენდეში ჩაანაცვლოს და შეტევაში თავისი ფლანგიდან 2 მეტრში უსმანას როგორ ვერ უნდა აუღოს აბაროტი?

ამის შანსი კი ოხრად ექნება.
აღარ მინდა მისი დაცვაში ჩადენილი გმირობები.
გოლებს და ასისტებს ველი და ამისთვის ფორვარდის პოზიცია უალტერნატივოა.
პ.ს. რონალდუმაც და მბაპეც იგივე ჯზა გაიარეს, რასაც გადის დემბელე.
იგივე უნდა გააკეთოს კვაღამაც.
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...