მთლად ასეც არ შეიძლება, რადგან ფორუმია და ყველას შეუძლია თავის აზრის დაფიქსირება, არ ნიშნავს რომ ###ობები ვწეროთ აქ. დასამინუსებელი სისტემა უნდა იყოს და ბევრი სისულელის მერე უნდა იბლოკებოდეს.
წარმოუდგენელია ადამიანი ფეხბურთს უყურებდე და სიხარულიძე სხირტლაძეს არათუ ბევრად ჯობდეს, როგორც ფეხბურთელი შეადარო.
სხირტლაძე დანიის ჩემპიონატში გამორჩეული, კონკრეტული მოძრაობებით, მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო.
[YOUTUBE]TpyZWSvmbSU?si=ZShBZjgWuX5ZOu7E[/YOUTUBE]
[YOUTUBE]7IxtE2ckMkU?si=mHKFWAcEejTVICJc[/YOUTUBE]
მეორე ვიდეოში, მეორე და მეოთხე გოლი რო გააქ, მასეთებს სიხარულიძე და ახვლედიანი, ვარჯიშებზე ვერ გაიტანენ.
იყო სიხარულიძე წასული ლატვიაში მგონი და იქ ვერ დარჩა. სხვაგანაც იყო, იქედანაც გამოუშვეს.
სირაძეს 50 გოლი ექნება კარიერაში, სიხარულიძე ჯობია?

ნაკრებში სირაძის დონის თამაშები, მაქსიმუმ 3 ქართველს ფორვარდს ქონდეს ნათამაშები (ეგეც საკამათოა) (გოლების მნიშვნელობაზე არც დავწერ) ელიგაში საერთოდ არ გაუტანია მგონი გოლი რო დაბრუნდა.
სხვათაშორის შემოვიდა ავსტრიასთან სხრიტლაძე და მკვდარი თამაში გამოაცოცხლა, ჯანოს მაგან დაუგორა გოლზე. მეტი არც მიცეს თამაშები.
სხრიტლაძე არის ფორვარდი, რომელზეც გუნდს ააწყობდი, ახლა არ ვიცი რა დონეზეა, მაგრამ შეუძლებელია სიხარულიძეს ახვლედიანს და ამ კალიბრის ფეხბურთელებს არ ჯობდეს. ხოლო მსგავსი ფეხბურთელებით, გახვალ ევროპაზე და არათუ გოლი, კარისკენ არ შემოატრელებენ აი რაღაც დონე რო ქვია ისეთი გუნდები. მეკარე ვერ შეხედავს

იგივე მაგალითად, მელქაძეს ელიგაში არ გაქონდა გოლები, ახლა სადაა, რა დონეზე, თქვენც კი უნდა ხვდებოდეთ მარტო სკამზე ვინც უზის ეგეც საკმარისია.
სხირტლაძე იყო აი პანდევის სტილის, ყველაფერს აკეთებდა. ნუ დონეს არ ვადარებ.
ესე რო ესმით ფეხბურთი საქართველო, მაგის გამო ვართ სადაც ვართ საკლუბოში.
მაგრამ თქვენ რა მოგთხოვოთ, ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ნაკრებმა რა წყობით ითამაშა ის არ იცის ერთი თვის წინ