დილა მშვიდობის, გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას
არ გკიდიათ იყო, თუ არა ჯარიმა? მთავარია მოვიგეთ. ორთაბრძოლა რადგან იყო, პოლონელიც შევიდა კონტაქტში, აღარ ჩათვალა ის კონკრეტული ფეხზე შეხება დარღვევად, კონკრეტულად რომ ყოფილიყო ის შეხება, ორთაბრძოლის გარეშე, დაგვაჯარიმებდა სავარაუდოთ. მირტყმა რომ ყოფილიყო, იმის ფეხი შეიცვლიდა ტრაექტორიას. ერთი სიტყვით დაიკიდეთ
ისე ყველაფერი უცნაური ჩვენს თავს როგორ ხდება მაგის დედა #####ან, თითქმის ერთი სეზონი გაუცდა საზონოვს, თან ტრავმასაც ხო გააჩნია, ჯვარედინი ქონდა გაწყვეტილი და ტიპი უკეთესი დაბრუნდა
სვანას რესპექტ, ბიჭების გუნდურობა და მოტივაცია სუპერ. ამ გუნდს ეტყობა რომ მწვრთნელი ყავს, ეროვნულს არ ეტყობა. შეცვლებში ბოლოს აურია, მაგრად ეტყობოდა თამაშს რომ ერთი შესვლა საკმარისი იყო მოსაგებად, ბედოშვილი უნდა შეეყვანა, მაგრამ კარგია რომ მაისამ გაწურა მაინც და გამოვძვრეთ სამი ქულა. ცენტრალური მცველის დამატებაც უმეტეს შემხვევაში ###ობით სრულდება, კიდევ კარგი ცუდათ არ მოგვიტრიალდა. არაუშავს, მთავარია მოვიგეთ, ახალგაზრდა ბიჭია და ისწავლის.
ბიჭები რა ვიცი, მადლობის მეტი ვის რა ეთქმის მაგრამ მეტია საჭირო.
ხვადაგიანი, საზონოვი, კვერნაძე, ხარატიშვილი. უმაღლესი შეფასება, ოთხივეს. მაქსიმუმი გააკეთეს, მაღალი დონის თამაშიც ქონდათ.
მაისურაძეზე იცით ჩემი აზრით, რპგორც კი გამოჩნდა ვითხოვდი ეროვნულში თამაშს, რატომ? ამ ბიჭს აქვს შეტევითი პოტენციალი, უმაღლესი დონის, მაგრამ, დაცვაში აქვს ხარვეზები, დაცვითი ფუნქციების გამოსწორება შესაძლებელია, ეს დრიბლინგი და ბურთის რბილად მოპყრობა კი არ მოდის. თაბის დროზე ტაილანდებთან და ასეთებთან არაფრიმომცემ ფეხბურთელებს რომ არ ერბინათ, ნაკრებიდან შესაძლებელი იყო ნორმალური ტრანსფერი გაკეთებულიყო. რა ჟიტომირი....კაი რა. აქ როგორც იძახით, ეგრეც არაა. ჯერ დაამტკიცოს და მერე გამოვიძახოთო, ჟიტომირში დაამტკიცოს, სათქმელად ადვილია.
აზაროვი რომ კლასია ცარიელი რათ უნდა მაგას საუბარი. უბროდ მის მთავარ პლიუსებს დრიბლინგს და კომბინაციებს აღარ იყენებს. გააანახევრებს მის შესაძლებლობებს ამის დაკარგვა, იმედია შეტევით ფაზაში შექმნის განსხვავებთან ამ ევროზე და აუცილებლად უნდა წავიდეთ შახტარიდან.
ცენტრალურ ზონაში პოლონელებთან რომ არ დავჩაგრულიყავით ფიზიკაში, მძიმე არტილერია დააყენა, სიგუა და ლომინაძე, სწორად გათვალა სვანამ, მაგრამ მასეთ დროს საყრდენზე გადადის დიდი სამუშაო, ამიტომ საყრდენი ერიდება გამწვავავებას, ცენტრში პასი, დაკარგვა და კონტრშეტევა გარანტირებულია, ამიტომ ასეთ სქემაში მაქსიმალურად ერიდება საყრდენი გამწვავებას და მცველებით ადის გუნდი, მითუმეტეს აზაროვი გვყავს გუნდში. ჩემთვის გაგნიძე ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ ცუდათ ითამაშაო არასწორია.
ლომინაძემ და სიგუამ კი მოიგეს ორთაბრძოლები, სწორადაც მოძრაობდნენ, მაგრამ მეტია საჭირო, ტრავმა ქონდა ლომინაძეს და არაა შეიძლება ფორმაში.
ფლანგები, რა ვიცი, ყველაზე მეტად აქ ვერ ვქენით, ამ ტაქტიკაში, ფლანგების აქტიურობაზეა გათვლა, კი მართალია არაფერი გაუფუჭებიათ, მაგრამ უნდა ქნა, ნორმალურ პოზიციებზე იღებდნენ ბურთს ორივე და მაინც არ იყო სიწვავე, ნუ ოდიშარია უკეთესი იყო. ჩვენი მიზანია ნაკრებს გამოადგნენ და უკეთეს კლუბებში წავიდნენ, ეს თამაში კი არაა საკმარისი. ერთი ტაიმი მაინც მიეცემა იმედია ბედოშვილს, ნახავთ განსხვავება ეგრევე გამოჩნდება.
კვერნაძის გოლები გვინდა. შეუძლებელია არ წაიყვანონ უკეთეს კლუბში. ოღონდ გოლები და გოლები. ისე ძნელია.
დანარჩენი რა ვიცი, რომელ ფეხბურთელზე რასაც ვფიქრობდი, ისეა ყველაფერი, ნუ აბუაშვილის გარდა. მაგრამ მოლოდინი მეტი მქონდა მაინც, მეტი შეუძლიათ, პოლონეთი გაუწურავს იმათ რომელიმეს, ჩვენც უნდა ვქნათ.
წარმატებები