აქ ვიღაცამ ახსენა ნაკრებს ლუზერი მენტალიტეტი აქვსო; რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები.
ლუზერი და ###ზე მკიდია მენტალიტეტი არველაძის და ჯანაშიას დროიდნელ ნაკრებს ქონდა, სადაც მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - ქეცნაია თამაშობდა.
ამ ნაკრებს მენტალიტეტი კი აქვს გამოსწორებული, მაგრამ არ ყოფნის კლასი. შესაბამისად. ის შედეგები რაც იდება, კეთდება ფეხბურთელების რესურსების უკიდურესად დაძაბვის და ჯანმრთელობის დანგრევის ხარჯზე.
სხვების არ ვიცი, მაგრამ 85 წუთზე გოლის გატანის შემდეგაც არ მჯეროდა რომ არ წავაგებდით, რადგან მიუხედავად საფრანგეთის გამოშიგნული და შედარებით სუსტო უ21 ნაკრებისა, ვიცოდი როცა საჭირო გახდებოდა ისინი მოუმატებდნენ, ჩვენები - ვერა.
ასეც მოხდა.
პრინციპში, მოვუგეთ ვისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.
ბრძოლაში წავაგეთ იმასთან ვისთანაც ფურცელზე არავითარი შანსი არ გვქონდა.
რაც არის ეს არის.
სანამ ელიგა არ მოიხოდება, არაფერი გვეშველება.
რაც შეეხება ნაკრების კანდიდატებს.
ხარატიშვილი აშკარად იმსახურებს, ფეხითაც შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ რა პერსპექტივები აქვს მამარდას და გუგეშას ფონზე?
ერთსაც ვიკითხავ: ალისონმა რომ მამარდა საშვილიშვილოდ გაბენჩოს, კარებში მაინც ის უნდა ჩავაყენოთ?
ჩემი აზრით, არა.
ასეთ შემთხვევაში, ხარტას შანსი იზრდება, ისიც მაშინ თუ ბათუმის დინამოს დატოვებს და შედარებით ნორმალურ გუნდსა და ჩემპიონატში მოხვდება.
მოგვწონს თუ არა, აზარა თავისი პლუსებით და მინუსებით ამ ეტაპზე მთავარი ნაკრების უკონკურენტო მარცხენა მცველია. მაგ პოზიციაზე ლოჩოს ტუილად აწვალებენ. თუ, მაინც და მაინც, საყრდენად, 6 ნომრად ასწიონ, მგონი გაქაჩავს.
ლომინაძემ ეს თამაში ჩააგდო, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ტრავმირებულია. ასეთ კონდიციაში მყოფი ფეხბურთელი, სისწრაფესაც კარგავს, გამძლეობასაც და მენტალური პრობლემებიც უჩნდება.
ერთი სიტყვით, კარგი ბიჭია და მომავალში მისი იმედი მაქვს.
საზონოვი. სიტყვები არ მყოფნის ისე მომწონს. წინ რა მაგარი პასები აკეთა. ერთი-ერთზე ხომ ისედაც მგელია. მთელი წელი არ უთამაშია და ორივე შეხვედრაში ერთერთი საუკეთესო იყო. იქნებ წაიყვანოს ჰამბურგმა, ადრე ხომ ჩალიჩობდნენ?
ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩემი აზრით, კაშოს შემცვლელი ნაპოვნია.
სხვას ვერავის გამოვყოფ.
აბუს არაუშავს, მაგრამ ფაფხურას ვერ ჯობს.
ოდიშარია კი წიტას.
იმედები გამიცრუა გებრიელმა.
კვერნაძისგანაც მეტს მოველოდი. რასაც 2 წლის წინ აკეთებდა, იმაზე ოდნავ მომატებული აქვს.
ოდნავ უკეთესი გოჩოლეიშვილია, მაისა.
სლოვაკეთში რომ თამაშობს, კაშიამ რომ აქო, ის ბიჭია გასასინჯი.
ასევე, ტრავმას რომ მოიშუშებს, დაუძახონ ბერიაშვილსაც.
ოსიყმაშვილი?
This post has been edited by VoK on 15 Jun 2025, 08:11
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...