დასრულდა სეზონი და მიმოვიხილოთ ჩვენი ლეგიონერებიდან ვის როგორი სეზონი ქონდა ჯამში.
1.ხვიჩა- ახალს ვერაფერს დავწერ, უბრალოდ სტატებს მოვიშველიებ- 9 გოლი ეროვნულ ჩემპიონატებში, 3 ლიგაზე, პლუს ნაკრებში 2 გოლი, ჯამში 14 გოლი.
ასეთი სტარისთვის ცოტაა. შემდეგ წელს უნდა გავაუმჯობესოთ.
2. ჟორჟი- პირველი სეზონის კვალობაზე ნორმალური, მითუმეტეს ძირითადად როტაციაში უწევდა. თუ დარჩა ლიონში, წესით დროც გაეზრდება და მეტს შეყრის.
წელს 17 გოლი ლიონის მაისურით, ამას დამატებული 7 სანაკრებო გოლი, ჯამში დაგროვდა 24
3. მამარდა-ვერ ვიტყვი რომ კარგი წელი ჰქონდა, ხშირად ჰქონდა ჩავარდნები კლუბშიც და რამდენჯერმე ნაკრებშიც. ვნახოთ, მართლა ლივერპულში თუ დაიწყო მომავალი სეზონი, ევროპის ჩემპიონატზე რა დონეზეც იყო, მინიმუმ იმ ფორმის დაბრუნება დაგვჭირდება.
4. ზურიკო- მიუხედავად გავარდნისა, კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა,თითქმის ყველა თამაში ითამაშა. 9 გოლი ლიგაში, მინიმუმ ლიგა 1 ს- საშუალო დონის გუნდს ვწურავთ ამ ფანჯარაზე.
5. კიტე- ასევე კარიერის სეზონი-ზედიზედ მეორედ ავსტრიის მვპ, რაც მთავარია თითქმის უტრამვოდ. 12 გოლი ჩემპიონატში, 1 ჩლ-ზე და 1 იც ნაკრებში. მაინც მგონია რომ დატოვებს წელს შტურმს და გადავა ტოპ ლიგაში.
6. ქოჩორა-სტაბილური სეზონი, 6 გოლი, 3 იც ნაკრებში. ახალი სეზონიდან ახალი გამოწვევბით. მთავარია უტრამვოდ და სპორტინგშიც იტყვის თავის სიტყვას.
7. გოგლიჩიძე- კარგად დაიყო, და ცუდად გააგრძელა, მონაცემები კარგი, თუმცა პროგრესი ნაკლებად ჩაბს, სანაკრებო დებიუტი კარგი იყო, თუმცა მეტოქის დონიდან გამომდინარე დიდ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. მნიშვნელოვანი იქნება უ-21 ჩემპიონატზე კარგი თამაში, რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდეს სატრანსფეროდ სერია ა გუნდებისთვის.
8. ჩაკვე- ასევე სტაბილური სეზონი, ყველაზე მეტი ნათამაშები წუთით, თუმცა მცირე სტატებით, ჯანზე იყოს და რომც არ გამოვიდეს ტრანსფერი(იმედია ასე არ იქნბა), ნაკრებში მაინც შეუცვლელი იქნება.
9. ბუდუ- ჯამში 14 გოლი, აქედან ორი ბუნდესში, ვფიქრობ რომ ბუდუმ თავის პიკს მიაღწია, და ბუნდესში, როატციის ფეხბურთელი რომ იყოს 1-2 წელი და 5-6 გოლი შეაგდოს სეზონში, მაგარი მიღწევა იქნება მისთვის. სანაკრებოდ ნელ-ნელა ჩამოიწერება წესით.
კარგი სეზინი ქონდა აგრეთვე წიტას, 7 გოლი ლა ლიგა 2 ში და ჯერ კიდევ არის პლეიო-ფის შანსი. სოფიის ცსკასთვის ნამდვილად არ მემეტება. იმედია შედარებით ნორმ გუნდს იპოვის.
უკეთესს სეზონს ველოდები, კვერნაძე, სიგუა, მამაგეიშვილი, აზაროვი, ლაცაბიძე,ვიღაცეები ალბათ მოულოდნელად გამობრწყონდებიან.
ჯამში მომავალი ძნ ნათელი ჩანს და ამ ფონზე მსოფლიოს ჩემპიონტს უნდა შევუტიოთ და კიდევ ერთი ახალი ისტორია დავწეროთ.