ძალიან საჭირო იქნება მინიმუმ 2 კლუბით გასვლა მესამე ეტაპზე, ყველანაირი გადასახედით ჰაერივით ჭირდება საკლუბო ფეხბურთს ეს ყველაფერი.
იბერიამ ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადალახოს, გასვლაზეც ფაქტიურად თვითონ უფრო წააგეს ის მატჩი და დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს მესამე ეტაპის მეტოქის ცოდნაც, ანუ მიუხედავად საშინელი სტარტისა ევროთასებზე, ისე ჯდება სურათი რომ მაქსიმალური მობილიზების პირობებში ფლეი-ოფში გასვლა სავსებით რეალურია, თუ რამე გინდა დაამტკიცო და თუ კლუბს რამე ამბიცია გააჩნია, ჰა ბურთი და ჰა მოედანი.
ისე ტორპედომ ბოლო 3 წელიწადში საინტერესო კლუბები გააგდო პირველ ეტაპებზე - სარაევო, ტირანა და ორდაბასი, ახლა კი დროა ახალი ლეველისთვის მეორე ეტაპიც გაიაროს და ომონია ზუსტად ის მეტოქეა ვისი გაგდების შემთხვევაშიც კლუბზე ფსიქოლოგიურად ძალიან დადებითად იმოქედებს ეს ყველაფერი.
დილამ ორი წლის წინ დემჩენკოს დროს შეძლო და ორჯერ დაატრიალა სტუმრად 2:1 წაებები, რიგაზე არანაკლებ მეტოქეებთან - დუნაისკა სტრედასთან და ვორსკლასთან, ახლა კი მშვენიერი შანსი აქვს საშინაო კედლებში მორიგი წარმატებული მატჩი ითამაშოს, მითუმეტეს ცუდი პირველი მატჩის მერე.
სპაერზე კი რა უნდა ითქვას, გავიდნენ ისევ ისე შებოჭვის გარეშე და ფრე მაინც თუ გაწურეს კარგი იქნება თავიანთთვისაც და რეიტინგისთვისაც მნიშვნელოვანი.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)