მეორე გოლი შეიძლება თამაშგარე იყო, მაგრამ ამ მატჩის მარცხი თავიდან ბოლომდე ლევან კორღალიძის ბრალია. ადრე ძაან სიმპატიით ვიყავი განწოყბილი და იმსახურებდა კიდევაც, მაგრამ მალმიოსთან წაგება რომ დაუდებელ პენალტებს აბრალა თუნდაც მაგიტომ იყო დღევანდელი 2-0 ღირსი. პირველ გოლამდე მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი, თამაშით ჯობნიდა იბერია, მომენტებითაც, ბურთის და თამაშის კონტროლითაც, სცენარიც სტუმარი გუნდისთვის მშვენიერი იყო. მწვრთვნელი ადგა და ერთ-ერთი ყველაზე მუშა ფეხბურთელი კლასი მოხსნა, რომელიც აპრესინგებდა, ბურთს ანაწილებდა და ცენტრი ეკავა გუნდს, შემოიყვანა ფორვარდად გოშთელიანი. ვიფიქრე ალბათ მეორე ცვლილებასაც მალე მოაყოლებს, ფორვარდს მოხსნის რომელიმეს და ვრბანეცს ან სხვა ნახევარმცველს შემოიყვანსთქო, ეგრევე დაკარგა იბერიამ ცენტრი, მომენტები შეუქმნეს და გოლამდე ელოდა ნახევარდაცვაში კაცის დამატებას, პლუს სიხარულიძე და რუსევიჩი ერთდროულად შემოიყვანა, თან გოშთელიანიც ყავდა.
პირველი და მეორე გოლიც კორღალიძემ მოიგონა უაზრო ცვლილებებით, ცვლილებებამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. სავარაუდოდ გამოვა და აქცენტს თამაშგარიდან გატანილ გოლზე გააკეთებს და მსაჯების შეცდომებზე, დღეს კი ყველაზე დიდი შეცდომები თავად დაუშვა.
რუსევიჩმა რა უნდა გააკეთოს მეტი? შემოვიდა მალმიოსთან პირველ მატჩში, პენალტი გააკეთა, რომელიც არ დადეს და მერე მაინც გაიტანა. გურამ გოშთელიანზე მეტი ნდობა რით ვერ დაიმსახურა? გეგუჩაძის სინდრომი ხომ არ აქვს ლეგიონერ ფორვარდებზე?

ან ვრბანეცი რისთვის იყიდეს? სირცხვილია რომ ჩვენი ჩემპიონატი იმ დონემდეა იბერია იყოს წინა სეზონის ჩემპიონი და მიმდინარეს ლიდერი ჰანდიკაპით, ლევან კორღალიძე კი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი.
This post has been edited by ASETUISE on 23 Jul 2025, 22:33