დამშვიდებულზე ვნახე პირველი ნახევარი ხელახლა და მოკლედ რისი თქმა შეიძლება
ჯიკიჩს და მთელ სამწთვრნელო გუნდს ეკუთვნით უდიდესი წვლილი ამ ყველაფერში
წინა თამაშებისგან განსხვავებით, როცა ხშირად მეც ვაკრიტიკებდი "ჰოთ ჰენდის" სკამზე დასმის გამო, იდეალურად გაანაწილეს როტაციები. ვინც როდის საჭირო იყო მაშინ გაიყვანეს, იმის მიუხედავად ვის მისდიოდა თამაში და როგორ. რამდენჯერმე რაც დავაკვირდი კადრებშიც ჩანს დამხმარე მწვრთნელები როგორ ეუბნებიან ვინ უნდა დაისვენოს, რაც მართლა კარგი სანახავია. ტაიმაუტებიც იყო ძალიან დროული და იდეალურ დროს აღებული. ერთადერთი ტაიმაუტი დააგვიანა 1 ფოზეშენით, რაც არაფერია თითქმის. ძალიან კარგად იყო დაცვის სისტემა აწყობილი და გეიმფლანიც იდეალურად იყო დალაგებული. ყველამ ვიცოდით, რომ ფრანგი გარდებისგან მოდიდა ყველაზე დიდი საფრთხე, ამიტომ თითქმის მთელი თამაში 2-3 ზონა და პერსონალური დაცვა ვეთამაშეთ, რისი შედეგიც იყო ამდენი აცილებული სამიანი და ამდენი წაგებული ფარი ჩვენ კალათზე. დარწმუნებული ვარ ეს რისკი კარგად ესმოდათ, მარა ამ საფრანგეთთან ჩაწეული ზონით თამაში თვითმკვლელობა იქნებოდა. როგორც ჩანს ისრაელთან ფრანგების წაგება და მიზეზები იდეალურად იყო გაანალიზებული.
სასტარტო ხუთეულიდან დუდას გარდა ძალიან კარგი თამაში ქონდა ყველას. სტარტი იყო ძალიან კარგი, რამაც ყველას მისცა თავდაჯერება. გოგას სროლა არ წაუვიდა შეტევაში მარა დაცვაში იდეალურად, უჯარიმოდ და სუფთად ითამაშა.
ბოლდვინს ამ აგრესიას ვთხოვდით ყველა, და იდეალურ დროს აიღო თამაში თავის თავზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საფრანგეთი იდეალურ დაცვას თამაშობდა ფაქტიკურად.
თოკოც საუკეთესო იყო ბოლდვინთან ერთად, განსაკუთრებით შეტევაში. იაბუსელას ესეთი ცუდი თამაში, თოკოს შეტევაში კარგი თამაშით იყო გამოწვეული.
მამუმ თავისი საქმე იდეალურად შეასრულა, დაცვაშიც კარგი იყო და როცა ბაქეთი გვჭირდებოდა თითქმის არასდროს დაგვაღალატა.
სკამიდან ბექამ და შერმამ იდეალურ დროს მოგვცეს ბუსტი, რითიც დასვენების საშუალება მისცეს გოგა/თოკოს. ბექას ამდენი ცუდი თამაშის შემდეგ, ალბათ საუკეთესო თამაში ქონდა ნაკრების ისტორიაში, მიუხედავად იმისა რო 10 ქულაც არ აუღია.
ოჩხიკიძემ და რატიმაც კარგად შეასრულს თავისი საქმე დაცვაში. საჭირო ფოლები და რამდენიმე კარგი ფიქნროლიც შეტევაში.
პირველივე წუთებიდან შევანელეთ თამაში და ჩვენი ტემპით წავიყვანეთ ყველაფერი, რაც საფრანგეთის დონის გუნდთან წარმოუდგენლად რთულია.
რა თქმა უნდა ეს საფრანგეთი არაა ის, ვინც ალბათ ოლიმპიადაზე ან მსოფლიოზე ითამაშებს, მაგრამ მიუხედავად ამისა სავსე იყო ევერლოგის და ნბას ტალანტით.
მთლიანობაში ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად თუ ფიზიკურად, ყველაფერში ვაჯობეთ.
გილოცავთ კიდე ერთხელ