#62494749 · 2 Mar 2026, 10:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Sean ბოლო წლებში კარგი ხელფასები გაიჩითა. გააჩნია რა დონის პროსპექტი ხარ. განვითარებისთვის კოლეჯები ძაან კარგია,თუ კარგ პროგრამაში მოხვდები ცხადია. შეუძლებელია ძლიერი კოლეჯის გამოვლა ცუდი იყოს შენი შემდგომი კარიერისთვის. ევროპაში ძალიან ძნელია მაღალ დონეზე გუნდი მონახო სადაც გარანტირებული პრაქტიკა გექნება მაგ ასაკში. აგერ მაგალითად,ფინელი მურინენი რა ტალანტია და პარტიზანმა არ გააკარა პარკეტს,ამიტომაც მიდიან კოლეჯებში. ეგ სანაკრებო თვალსაზრისით არის ცუდი ჩვენთვის კოლეჯი,თორემ ახალგაზრდა მოთამაშე თუ იქ წავა კარგ პროგრამაში მაქსიმალურად განავითარებს თავის შესაძლებლობებს.
ეხლა ზოგიერთებზე რო ვამბობთ ვერ დადგნენ სანაკრებო კადრებიო,კოლეჯში წასვლა აპრიორი ნიჭიერ მოთამაშეობას არ ნიშნავს,იქ 400 გუნდია პირველ დივიზიონში და შესაბამისად ნაკლებად ნიჭიერებისთვისაც გამოიძებნება სადღაც ადგილები რომ ითამაშონ. გააჩნია რა დონის კოლეჯში ხვდები
|