მეც ეგრე მგონია.
წინაზე რაც დავწერე ეგეც მგონია, სერბები ძალიან ხისტი ხალხია და ამ სპორტშიც მასე იქნებიან. რაღაც არ მოეწონა, აჯახებს პირდაპირ. ჩვენს ხასიათში ცოტა სხვანაირადაა და მოტივაციის ზრდაც ცოტა სხვაგვარად ხდება, შეიძლება იგივე უთხრა, ოღონდ ოდნავ შემოვლით და თან ქებით, რომ მოტივაცია არ დაუვარდეს...
რავი, სხვა შემთხვევაში საკუთარი თავის მტერი უნდა იყოს ეგ კაცი და აშკარად არ ჰგავს ეგეთს, +1 კვალფიციური კადრის ფასი მასზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს? ეგაა ჩვენი მარადიული ტკივილი, სიღრმე გვაკლია. ახლა სადაც ჩვენ ვხედავთ ამას, ჯიკიჩი სულ ამაზე უნდა ფიქრობდეს.
პ.ს. სერბეთი, სერბეთი, სერბეთი... სულ ეს ისმის კალათბურთში. ყოველთვის სასწაული კალათბურთელები ჰყავთ და არაფერი კი არ მოუგიათ მაინც. ანუ ნეტავ ჩვენ მოგვცა მაგათი მედლები და შედეგები, მაგრამ დამოუკიდებელი სერბეთი რაც არსებობს 2006-დან რა მოიგეს რომ? მაქაური რომ ვყოფილიყავი ძალიან უკმაყოფილო ვიქნებოდი.