ქალებში ბევრად სამართლიანი მდგომარეობაა, 16-დან 8 ევროპული ნაკრებია ამ ტურნირზე, თუმცა იქ სხვა შესარჩევი სისტემაა როგორც ვნახე, კონტინენტებს არ დასდევენ მაინცა და მაინც. კაცებშიც 12-ის ნაცვლად 16, უკიდურეს შემთხვევაში 14 ადგილი მაინც უნდა იყოს ევროპის. რასაც ვაკვირდები დასავლეთ აზია (ისლამური აზია+ინდოეთი) გუნდურ სპორტებში ძალიან უნიჭოა, ჯერ ასეა და მერე ვნახოთ. ან საერთოდ ვერ გადიან, ან გადიან გამოყოფილი კვოტების გამო და მერე თავს ირცხვენენ.
პ.ს. კარგი საფეხბურთო კლუბი აკლიათ. ჰერტას თამაშებზე 40,000+ მაყურებელი უპრობლემოდ იკრიბება და საზეიმო განწყობაა ხოლმე. ეს გუნდი რომ ბუნდესლიგაში იყოს და ისე როგორც 25-30 წლის წინ ევროტურნირებზე გამოდიოდეს (სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ), სტადიონი სულ შევსებული იქნება. სხვა გუნდური სპორტები, კაცები გინდა თუ ქალები, არის.