ENIGMA@Seanკი, კიტე გვჭირდება.
თურქეთის თამაშის შემდეგ კაშიამ ინტერვიუში თქვა კიტეიშვილი დაგვაკლდაო.
მარტო კიტეს მაგარ ფეხბურთელობაზე არაა, დაცვაც ###ვდება კიტეს გარეშე. მათ შორის კაშია სულ აკეთებს სულელურ პასს და რატო? მისი პირდაპირ შემცვლელმა მექვაბიშვილმა არ იცის გახსნა, არ იცის სად აიღოს ბურთი. კიტე ვიცით, აი ვიტინია ავიღოთ (რომელსაც სულ ვუყურებთ და მაგიტო უსვამ ხაზს) სულ მოძრაობს, ცდილობს თავისუფალ სივრცეში იდგეს. აზაროვი რომ მდგარიყო, კი ბატონო, ამოყავს გუნდი, მაგრამ გვერდზე ლოჩოშვილი, წინ მექვაბიშვილი, კაშია ჭკვინი ფეხბურთელია, სულ ცდილობს სწორად ითამაშოს (რამდენად გამოსდის ეგ სხვა საკითხია) პირობითად გოგლიჩიძეს ###ზე კიდია ვერ აკეთებს პასს? აბრაგანს აწევს

კაშია არაა ეგრე, ვერ გაეხსნა საყრდენი, უშვებს შეეცდომას. იგივე ეხება ქოჩორაშვილს, ბურთის აღების დროს. სპორტინგში, პირველი ამხანაგური რომ ითამაშა, აქ იყო სიხარული, რა კარგად იღებს ბურთს და აკეთებს პასებსო, ეგრევე არ მომეწონა, მაგ პოზიციის რა პროფილის ფეხბურთელი არაა ქოჩორა და გაუჭირდება დამკვიდრება მორიტას ადგილზს, ცენტრალუ ნახევარმცველზე კი (თუ წავიდა კაპიტანი) ისევ პსჟს-ს რომ დაუბრუნდეთ, ნევეში მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ვიტინიას კი არ ეკვეხება ბურთის ასაღებად, ვიტინია იწყებს შეტევებს, ნევეშს კი იგივე პლიუსწბი აქ რაც ქოჩორას. ნაკრებში კი ავსებენ ერთმანეთს კიტე და ქოჩორა. არ იყო კიტე, მექვაბიშვილი პირველ ასაღებ ბურთს ემალებოდა, ქოჩორამ დაიწყო პირველ ასაღებ ბურთებზე თამაში და რა ხდება მესამე გოლზე ნახეთ გაშვებული გოლი და გავაგრძელოთ, კაშიას პასზე.

მამარდაშვილი იწყებს, ლოჩოშვილს აძლევს. პრენსიგიდანაა ამოსასვლელი, ნუ ბუნებრივია ვერ ამოვა ლოჩოშვილის წინ წაღებით, აზაროვი მარტო კვარას კი არ ეხმარება ხოლმე, ამოსვლა იცის. აქაც დაგვაკლდა აზაროვი, მეორე ტაიმია უკვე, კარგი არ დააყენა არ დააყენა, შეეშალა, მაგრამ როგორც კი დაიწყო მოედანზე უნდა ყოფილიყო, 2:0 აგებ სახლში თურქეთთან და მეორე ტაიმსაც ლოჩოშვილით იწყებ, მანდ უნდა მთავრდებოდეს ნებისმიერი გულშემატკივრითვის მწვრთნელის კვალიფიკაცია. ამის იქეთ აღარც უნდა იმსჯელო ადამიანმა სანიოლის დონეზე, ეგ არის ფეხბურთის ა.ბ.გ.დ...
კარგი გავაგრძელოთ, უბრუნებს კაშიას, არავინ არ ეხსნება სწორად, მექვაბიშვილი უნდა იყოს სადმე. საერთოდ იმალება და არ ჩანს. ქოჩორაშვილი აკეთებს იმიტაციას, თითქოს ეხსნება და ახლა დაუკვირდით მთავარს, იმის ნაცვლად რომ ბურთისკენ დაიწყოს მოძრაობა ქოჩორამ და აიღოს, წინ ქაოსურად მოძრაობს. ნუ რაც მოხდა შემდეგ კი ვიცით.
ამას ახლა გულშემატკივრის თვალით რომ შეხედო, კაშიას ბრალია. გასაგებია კიტე არაა, მაგრამ მწვრთნელი რომ ხარ, ალტერნატივა უნდა გქონდეს გუნდის ამოყვანის. მესამე გოლი, პირველ რიგში სანიოლის ბრალია, შემდეგ კაშია, ქოჩორაშვილი და მექვაბიშვილის ერთ დონეზე.
რატომ ვიქაჩებოდი ლუკა გაგნიძეზე, არ შეიძლება ამის დაკარგვათქო, (მარტო აქ წერით არა) იგივე მარადიშვილზე, რომელმაც როგორც აირჩია საქართველო, თუ რად დამიჯდა, აღარ მინდა ამის წერა (ესეც მარტო აქ წერით არა)არ შეიძლება მარტო კიტეიშვილის იმედზე ყოფნა, არა. არ შეიძლება მარადიშვილი რომ არ ინახოს, გუნდის ამოყვანაში და მუშაობაში, საკმაოდ მაღალი დონეა. აქაც ხშირად მეკამათებოდნენ, მექვაბიშვილის დონეში და პერსპექტივაში, მისი პროფილის ფეხბურთელი, რომელმაც ბურთის აღება და წაღება არ იცის, ართმევაში სუსტია, მანდაა წერტილი. კი დასკვნით ფაზაში კარგია, მაგრამ მაქამდე უკან თუ მოგვეტყნა პატრონი, წინ რაღა აზრი აქ? შენ სწორი რამ დაწერე, ფეხბურთელი უნდა შევაფასოთ, ნაკრების დონე არის ფეხბურთელი ან არის ან არა. არაფერი განსაკუთრებული მიხვედრა ამ ყველაფერს და მწვრთნელის ლიცენზია არ ჭირდება, კარგი წავიდეს კაშია, პრობლემა არაა მაგრამ სანიოლი ძალიან დაბალი დონეა, აი ძალიან

ამდენ შეცდომებს, თურქეთი ბუნებრივია არ გვაპატიებდა.