Temozaurus+ 1
რა თქმა უნდა.
ელემენტარული მათემატიკის ცოდნა და შენი რესურსის ანალიზიც საკმარისია, ეს დასკვნა გამოიტანო არამარტო სპეციალისტმა, ჩვეულებრივმა გულშემატკივარმაც კი.
საბერძნეთთან უკმაყოფილო დარჩა ბევრი, ჯიკიჩით, მაგრამ თვითონ აზრი სწორი ქონდა, მოთამაშეების დასვენებით, კი მართალია წავაგეთ ბოსნიასთან, მაგრამ საბერძნეთმაც მოუგო ესპანეთს

ალტერნატივა არ აქვს, შენს ამ პოსტში დაწერილ ანალიზს.
LeSangრეალს ევროპის ტოპ 5 და ბარსელონა აბალანსებს. თუ არ ყავს, ბარსელონას ყავს საუკეთესო ესპანელები და ისინი უკეთესი გუნდი.
ჩვენ სხვა რეალობაში ვიმყოფებით. შედარებით, ვისაც უნდა შევხედოთ...
აზერბაიჯანის ფეხბურთი არ გაიშვა, მაგრამ როტაციაში მათაც კი ყავთ აზერები.
იგივე კაირატს.
მათზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავსნ შესაბამისად ჩვენ უფრო მეტი უნდა გვყავდეს.
ხოლო, შენ თუ პირობითად მეორე ეშელონის ქართველებს ვერ ან არ იმატებ, პირობითად კაშიას, დვალს, ქვილითაიას, ალთუნაშვილს. ე.ი. ან არ გესმის ფეხბურთი და ფინანსები არ გაქვს შესაბამისი. ტორპედოს პოლიტიკა რომ აიღო, გამოწურული ლეგიონერებია, უხეშად რომ ვთქვათ, რომ გააქციო ეს ფეხბურთელები, ადგილობრივები უნდა გყავდეს იმხელა "წონის" დაავალევულონ, შერცხვეთ, მოტივაცია ქონდეთ, კაშია და დვალის კალიბრი მოგიგვარებს, მითუმეტეს საბონუსი სისტემის არქონის შემხვევაში, ისედაც იციან ამ ხელფასს აიღებენ და რაზე მოიკლავენ თავს? გაუფრთხილდება ჯანმრთელობას. აი დილას ლეგიონერი სულ სხვაა, მშიერები არიან, ფული არ უნახავთ და აინტერესებს 10 დან 9 ს (თუ ათივეს არა) რანაირია ფული, კარიერაც.
თუკი ეს ქართველები ვერ მოგყავს, მაშინ თავისთავად ვერც ლეგიონერებს მოიყვან შესაბამისს. ყიდვაზე აღარცაა საუბარი

ფეხბურთი კი იცი ბევრი დეტალისგან შედგება, მარტო ერთი საკითხი არაა, რომ მოაგვარო და სხვა დანარჩენი მისით მოგვარდეს.
ის დებულება, რომ ქართველის გარეშე წარმატებული ვერ იქნება, ცალსახად სისულელეა, მაგრამ თუ ქართულ (შენსავე ბაზარს) ვერ ითვისებ, თავისთავად ვერც უცხოურს აითვისებ, თავისთავად ამის არაერთი მაგალითი და სეზონი ვნახეთ, ქართულ კლუბებში.
ამიტომ, ქართულ კლუბების და სასწაულის იმედზე ვერ ვიქნებით, საჭიროა ან ახალი (უკვე წარმატებული) ინვეატორის მოძიება ან ასაკობრივი და სასკაუტინგე სისტემის გამართვა. რაზეც წინა გვერდებზე დავწერე.