Lyssa
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 316
წევრი No.: 270826
რეგისტრ.: 10-July 23
|
#62353776 · 14 Nov 2025, 05:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშპ,ბესტი,ბრუნო და კიდე ათასი ნიკი ვარ,გაგიკვირდებათ და ბანი მადევს ჩემს ნიკზე :დ
ძალიან მრცხვენია ამ თემას რო ვკითხულობ და თან საოცრად მიხარია მრცხვენია იმიტომ,რომ მართლა ალალად რო ვთქვა მაგრა გავატარე ორი კვირა,აქციის ხალხთან ვიყავი ეს პერიოდი,4 უმაგრესი ადამიანი გავიცანი,საკაიფოდ დავისვენე,ძაან ბევრი ვიკითხე,15 თუ 16 წიგნი,მაგრა გემრიელად მეძინა,კარგად ვატარებდი დროს ,დღეს გასვლისას ბადრაგი მეხუმრა,პირველად ვხედავ ადამიანს აქ ასეთ ბედნიერს შენ რო ხარო უდიდესი მადლობა ყველა თქვენგანს,პირველად რო დავრეკე ,პირველი კითხვა რუსთაველზე რა ხდება მეთქი და მერე მოყოლაზე ფორუმზე თემა გაქვსო,მერე ხალხი როგორ გიდგას გვერდითო და ძალიან შემრცხვა,შემრცხვა იმიტო რო ეს ორი კვირა ჩემთვის არაფერია,როცა ჩემი უახლოესი მეგობარი,კიდე მეგობარი და ძაან ბევრი მაგარი ხალხი წლობით ციხეში ზის და ხალხი ჩემგ გამო წუხდება,აგერ დამეწია რო გამოვედი ბატონი ზურას ამბავი,მეორე გადაკეტვაზე რო მიუსაჯეს ჯერ ორი თვე და მერე არ ვიცი რაც იქ ხდებოდა,სიტყვებით ვერ ავღწერ სამნი ვიყავით საკანში,სამივე იდეინი და სულ ლაპარაკი,ხუმრობა,კაიფი და წიგნები და მოდიოდა და მოდიოდა ამანათები,იმდენი სიგარეტი გვქონდა კოშკი ავაშენეთ ძაან დიდი,ასეთი დიდი მხარდაჭერაადამიანებისგან არასდროს გვიგვრძნია,საოცრად მიხარია და მართლა არ ვართ ალალად ამის ღირსი ვერ ვიქნები იმედიანად,რო ქოცებს ამ ომში მალევე მოვუგებთ,სადღაც 10 საათი ჯამში პოლიციელების მანქანაში გავატარე,ასე 4 საათი "აძილენიაში" კიდე სუ ვლაპარაკობდით ,მე რა პოლიტიკაზე მებაზრებოდნენ,მე რო ავუხსენი ჩემი პოზიცია,როგორი ქვეყანა მინდა მეთქი და აი პოლონეთი,რუსებს დედას უტყნავენ,რელიგიასაც იცავენ,თავისიანებზეც ზრუნავენ,ევროკავშირშიც არიან,ნატოშიც,იარაღდებიან ის ეს,კაი შენ კი მარა პოლიციელების პასუხი მოდიოდა აი ის რო გიდგას?აი ამასთან დგეხარ?ნუ აი ითხვა რა ნაცებთან დგეხარ ძმა?ეგენი ქარტულ ტრადიციებს გართმევენ,ეგენი გვყვნიან,ვეკითხები აი რა არის ქრთული ტრადიცია,პასუხია აი აღდგომას საფლავზე გასვლაზე ატრაკებენ,მეთქი ვინმემ აქციიდან დაგიშალა ეგ,არა მარა და მოდის მერე საუბარი აი ნანუკა რას აკეთებს,ის რას აკეთებს ვინ მოგყავს ვეუბნები ვთქვათკოალიცია,არაა ძმა კოალიცია არ იმუშავებს,ესენი ###ები არიან ქოცებზე,მარა უარესები არიან ისინი ანუ ვინც ჩვენც მოგვყავს და სულ ეგეთი კამათი მიდის,ყველას ვისაც ველაპარაკე იგივეს ეუბნებიან,აი შენ კარგი ხარ,მარა შენ გვერდით ნახე ვინ დგას :დ ეგაა ჩვენი პოლიცია,ოღონდ მანდ აშკარად მიქარეს ქოცებმა,იმიტო რო ჯამში თუ სწორა დავთვალე 150 კაცი მინ ვიყავით კაპეზებეში,ამ პოლიციამ ჩემნაირად დიდი დრო ატარა სხვა პრიბადეებით შეიარაღებულ და ქუჩის გადამკეტავ კრიმინალებთან და აღამოაჩინა რო თურმე ეს ხალხი ,უსამშობლო რადიკალები,სოროსების დაფინანსებულები და ა.შ კი არ ვართ,არამედჩვეულებრივი ტიპები,უმეტესად განათლებული,ზრდილობიანი მასტები ვართ,უბრალოდ მაინც აი მაგათი ცხოვრება რო ავხსნა ეგ მაგალითებია რა.ორი პოლიციის ცვლა მყავდა,ერთის წინ ისანი სამგორის განყოფილებაში,მოსაწვეად გამიყვანეს და ქუჩის იქით რესოტრანის წინ ხიპიშია,გინება ამბავი და გავხედე მეთქი რა ხდება არ ჩაერევით?იგინებიან ღრიალია ამბავი,არა უშავს შეირგებენ და დაოკდებიანო ეგ პასუხი იყო :დ მე საქმე მაქვსო,მაგათი საქმე მე ვიყავი :დ საშისი კრიმინალი :დ მეორეგან მცხეთის კაპეზეში შეყვანას ველოდები და მაგათთან მოდის ამბავი მოსკოვის პროსპექტზე ვიღაც დაჭრეს და ვხედავ რო აწუხებთ რა ეს ამბავი,მარა ნუ საქმე აქვთ,მე უნდა ჩამაბარაონ ადგილზე,სამი პოლიციელი მყარაულობს მე,ხელბორკილები მადევს და უფრო მჰიშვნელოვანი ქვეყნისტივს ჩემი კაპეზეზე მიყვანაა ვიდრე ვიღაც დაჭრეს,ეგ რა პრობელმაა ცალკე მოსაცდლეოთახში სასამართლომდე რო ვუსმენდი,ის კანონი,სუ რო იყო და ახლა რო დაეგზავნა მესიკებით,ქონების გადასახდზე40პოლიციელი ითვლიდა თავის ქოენებას,აბსოლიტურად ყველას ბანკისვალი აქვს,ყველასშვილი,იმენა ვალებში,უბედურებებში არიან და მაინც ჩვენ დაგვსდევენ,პირბადით შეიარაღებულ ბანდიტებს და ამაზეპრეტენზია არ აქვთ :დ მართლა ხვდებიან რო ჩვენ არ ვართ ცუდი ტიპები,უბრალოდ კიდიათ რა,საპირწონეთ უდევთის ბანკის ვალები,ის ბავშები,რომლებსაც ჩვენი დაჭერით მიღებული პრემიებით ყიდულობენ კანფეტებს მეცოდებიან,სადღაც მესმის კიდეც მაგათი,უფრო მესმის,უბრალოდ ამ პირობებში როგორ უნდა მოვუგოთ მაგათ ვერ ვიგებ ეს სისტემა ადამიანებს კლავს,უფრო სწორად რო გკლავენ ეგ ჯობია ვიდრე,ყველაფერ ღირსეულს,ყველაფერ კარგს,ის რისთვისაც ცხოვრება ღირს მაგას არმევს ადამიანებს,ეგ არ ასწორებს,ძაან ცუდია ასე დაჩაჩანაკებულ ადამიანებს რო ვუყურებ,სამწუხაროა რო უფრო მეტი ეგ ხალხია,ღირსება წართმეული,სასამართლოზე რო ვთქვი მე პირადი ნომერი ვარ მეთქი ქოცებისთვის,მაგათვის კი ვარ,მარა ჩენ პიროვნებები ვართ მაინც,იდეა გვაქვს და ეგ პოლიციელები მართლა პირად ნომრებად იქცნენ,პროსტა ვწAმო,გადავრცე,ბავშვი გავზარდო,რაღა პოლიციელები,ქვეყანა იქცა ეგეთად,მე გადავრჩე და სხვას მოსტვყნია პატრონი ეგ გახდა აქაურობის მორალი
კიდევ ერთხელ ყველას უდიდესი მადლობა,საოცარი მხარდაჭერაა,საოცარი გრძნობაა,მართლა მრცხვენია,ის ორი კვირა კარგად გავატარე რო იცი რო მართალი ხარ გკიდია რა,სხეულს და ტვინს ისე მოქოქავ რო იკაიფებ ყველაფრით და ზემოდან რო ვიხსენებ იმ ბედნიერებას კიდე რუსთაველის გადაკეტვისას,პოლიციელების გარემოცვაში რო ხარ და ტროტუარიდან მადლობა ისმის ეგეთი მაგარი კაიფი ცხოვრებაში საქართველო-საბერძნეთზეც არ მქონია და ყველაზე დიდი მადლობა იმ ჩვენ გმირებს,ამდენი ხანია ციხეში რო არიან,ორი,სამი ,ოთხი და მეტი წელი რო მიუსაჯეს და ვერ გატეხეს,ერთკაცს რო ვერ ათქმევინეს დამნაშავე ვარო,იმ საოცარი ხალხის გამო ვიბრძოდით და კიდე ვიბრძოლებთ
და კიდევ მადლობა ფორუმს,კიდე იმდენ ხალხს უნდა გადავუხადო მადლობა რო მეშინია ვინმე არ გამომრჩეს,აუ ცალკე ფინანსებზე,ფული ამიგროვდა ბლომად,ბოლოსრო დავრეკე მეთქი აღარავის ჩაარიცხინოთ,კიდე ბლომად ფული დარჩა,ხვალ აქციაზე გავივლი და ვისაც ჭირდება გავარკვევ,ვინც პატიმარია დარჩენილ ფულს გადვურიცხავ,წიგნებს ვუყიდი ან ოჯახის წვერებს მივცემ,სიკეთე არ იკარგება და არ უნდა დაიკარგოს,სიკეთით,პრინციპებით და იდეით უნდა მოვუგოთ ბოროტებას,სხვა გზა აღარ გვაქვს დარჩენილი,"უღმერთოებმა" უნდა დავიცვათ ზუსტად რელიგიის და ღმერთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი,სიყვარული,სიკეთე და მართალი ხალხის დაცვა და გვერდით დგომა
უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას
--------------------
Marcel, burn it down! ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა...
|