კიდევ ერთი უსიამოვნო სერია რაც დასასრულებელი გვაქვს, არის 2019/20-წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თუნდაც 1 რაუნდის ვერ გაუვლელობა, თან მას შემდეგ რაც გამარტივდა ევროთასების ჯგუფში მოხვედრა, შეიქმნა კონფერენც ლიგა და ჩემპიონთა ლიგაზე 1 რაუნდის გასვლა მინიმუმ კონფერენც ლიგის ფლეი-ოფს გაგვანაღდებინებს.
იმედი ვიქონიოთ რომ იბერია შეძლებს ამ დაწყევლილი წრის გარღვევას და ტალინის ფლორას ძლევით მიიღებს მინიმუმ 3 შანსს რომ 2004 წლის შემდეგ ქართული კლუბი მოხვდეს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე.
2020/2021წწ დინამო თბილისი - ტირანა (ალბანეთი) 0:2
2021/2022წწ დინამო თბილისი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი) 1:2 / 1:2
2022/2023წწ დინამო ბათუმი - სლოვანი (სლოვაკეთი) 1:2 / 0:0
2023/2024წწ დინამო თბილისი - ასტანა (ყაზახეთი) 1:2 / 1:1
2024/2025წწ დინამო ბათუმი - ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 1:0 / 1:3
2025/2026წწ იბერია 1999 - მალმიო (შვედეთი) 1:3 / 1:3
ამ პირველივე რაუნდში გამოვარდნებს თან სდევდა შემდეგ ეტაპებზევე მორიგი მარცხები, თან ზოგ შემთხვევაში ისე, რომ ისტორიას ვუწერდით მეტოქეებს - კლაქსვიკი, ჰამრუნი, დეჩიჩი, ლევადია.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)