აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, რომლებიც უკანონოდ გადაკვეთენ მექსიკა-აშშ-ის საზღვარს, ყოვლისმომცველი აკრძალვა დააწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამშაბათს გამოცხადდა.
საზღვრის უკანონოდ კვეთაზე დაკავებული მიგრანტები, შესაძლოა დაუყოვნებლივ დეპორტაციას დაექვემდებარონ ან შესაბამისი ღონისძიებების მიხედვით, ისინი მექსიკაში დააბრუნონ. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, გამონაკლისი დაიშვება ბავშვებზე, რომლებსაც მეურვეები თან არ ჰყავთ, ასევე, ადამიანებისთვის, რომლებიც სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ არიან და ტრეფიკინგის მსხვერპლებზე.
https://www.amerikiskhma.com/a/7643692.html