რა გაინტერესებს აბა კონკრეტულად
ერთერთი ყველზე ჩამორჩენილი გაჭირვებული და გაუბედურებული ქვეყნაა როცა შეუძლია რო სამოთხე იყოს ...
ჩვენთან რო 90-ში დეფიციტი იყო პროდუქტებზე და მაღაზიებში დახლები ცარიელი იყო მასეა მანდა ეხლა ..
პირველი რეაქცია აეროპორტიდან რო გამოდიხარ და ქუჩაში მანქანებს ხედავ გგონია რო ფილმს უყურებ

მულატი ქალები, სიგარა, რომი და მინიმუმ 100 წლით უკან დროში მოგზაურობა <- თუ ეს სფეროები არ გაინტერესებს დიდი აზრი არ აქვს კუბაშ წასვლას.
კლიმატი ტენიანი დაახლოებით ჩვენთან ბათმშია რო ზაფხულში ისეთი.
ხალხი ძაან გაჭირვებულია და ფასებიც თითქოს იაფი უნდა იყოს მარა რეალურად მასე არაა.
2 სახელმწიფო ვალუტა აქვთ კუბური პესო მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და კუბური კონვერტირებადი პესო (CUC) მხოლოდ ტურისტებისთვის. 1 CUC = $ 1 და საკმაოდ გწეწავენ ამ ფულზე რო რამეს ყიდულობ, ხოლო თავიან პესოებს არ გაძლევენ იმითი საკმაოდ იაფია რაღაცეები. თუ ვინმე ადგილობრივთან ნდობაშ შეხვალ შეიძ₾ება მაგ შემთხვევაში მოგცენ ეგ ფული ჩუმად.
საერთ ჯამში ძვირი არაა მარა ხალხს რა მოლოდინიც აქვს ისეთი იაფიც არ გამოდის.
ინტერნეტი ძაან შეზღუდულია. მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეა WiFi რომლის სარგებლობითაც საათობრივად იჩარჯები. ბარათი უნდა იყიდო გადაფხიკო და კოდეი შეიყვანო. გონება სერიზულად გამივარჯიშდა მაგ კოდების შეყვანით როცა იქ ვიყავი
მობილირი ინტერნეტი გათიშულია.
როუმინგი ძაან ცუდად მუშაობს და საკმაოდ ძვირია
თვითმფრინავის ბილეთიც საკმაოდ ძვირია და თითქმის 1 დღეს კარგავ ერთ მიმართლებაზე. თურქიშით მაგალითად:
Tbilisi -> Istanbul - Havana დაახლოებით 15-16 საათი
უკანა გზა Havana - Venesuela - Istanbul - Tbilisi დაახლოებით 20-22 საათი