ყოველთვის ესპანეთის მოყვარული კი არ ვიყავი მე...სად ვიცოდი ესპანეთი რიოს იესოს ქანდაკებას რომ შევყურებდი სურათში და იქიდან გადმოხედვაზე ვვოცნებობდი(ჩემი სიმაღლის შიშის მიუხედავად ...ძალიან მინდოდა
იქიდან გადმოხედვა და მარაკანას დანახვა)...ხოდა როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელმა მოგვთხოვა დაგვეწერა ნუ რეFერატივით რაღაც გაგვეკეთებინა ნებისმიერ ქვეყანაზე საქართველოს გარდა აბა გამოიცანით რომელ ქვეყანაზე დავწერდი.
დღეს კი ჩემი კომპის დალაგებისას გადავაწყდი სწორედ იმ დროის ჩემს ნამუშევარს ბრაზილიაზე.
მრავალი წყარო მოვიძიე,მაგრამ აქ რატომღაც მხოლოდ ენციკლოპედიიდან შემინახია
ხოდა დავდებ აქ,დარწმუნებული ვარ ბევრი რამე იქნება ისეთი რაც იცით და შეიძლება ისეთებიც იყოს
რაც არ იცით.
მაშ ასე...ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
იბეჭდება ოდნავი რედაქტირებით
©ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, კონტინენტის ამღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 4320კმ-ზე. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 4328კმ-ზე.
ესაზღვრება: გვიანა, სურინამი, გაიანა, ვენესუელა, კოლუმბია, პერუ, ბოლივია, პარაგვაი, არგენტინა, ურუგვაი. სახმელეთო საზღვრის სიგრძე დაახლოებით თექვსმეტი ათას კილომეტრს შეადგენს. აღმოსავლეთიდან აკრავს ატლანტის ოკეანე, სადაც მდებარეობს ბრაზილიის რამოდენიმე კუნძული,მათ შორის: ფერნანდუ დი რონონია. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7.4ათ კმ.ფართობი (კუნძულებიანად) 8512კმ.კვ. ადმინისტრაციულად ბრაზილია იყოფა 21 შტატად,4 ტერიტორიად და 1 ფედერაციულ ოლქად(დედაქალაქი).
ბრაზილიაში ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს 1969 წელს. საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა -ეროვნული კონგრესი. კონგრესის წევრებს ირჩევს მოსახლეობა. პრეზიდენტს ირჩევს ამრჩევთა კოლეგია 5 წლით. პრეზიდენტის უფლებამოსილება მეტად დიდია: მას ეკუთვნის აღმასრულებელი ხელისუფლება, სათავეში უდგას მთავრობას, ნიშნავს და ცვლის მინისტრებს და ა.შ. მთავრობის ფუნქციების უდიდეს ნაწილს ასრულებს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობს პრეზიდენტი . ბრაზილიის თითოეულ შტატს აქვს თავისი კონსტიტუცია და წარმომადგენლობითი ორგანო-საკანონმდებლო კრება.
ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დასახლებული იყო სხვადასხვა ინდიელი ტომებით, რომლებიც მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისამდე განვითარების პირველყოფილ თემურ-გვაროვნული წყობილების საფეხურზე იდგნენ. 1500 წელს ბრაზილიის ნაპირებს მიადგა პორტუგალიელი ზღვაოსანი პედრუ კაბრალი და ახლად აღმოჩენილი მიწა პორტუგალიის სამფლობელოდ გამოაცხადა.
პორტუგალიელებს ბრაზილიიდან გაჰქონდათ ძვირფასი წითელი ხე პაუ-ბრაზილი. აქედან წარმოიშვა ამ ტერიტორიის სახელწოდებაც-ბრაზილია. მალე ბრაზილიის სანაპირო 13 საკაპიტნოდ დაიყო. 1549 წელს აქ დაარსდა საგენერალ-გუბერნატორო , დედაქალაქი შეიქმნა ქალაქი სალვადორი(ბაიას შტატი). პორტუგალიელთა კოლონიზაციის შედეგად ბრაზილიაში შეიქმნა მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობა (სესმარია) სადაც იყენებდნენ ექსპლოატაციის ფეოდალურ და მონურ ფორმებს. მსხვილი პლანტაციები მოითხოვდნენ დიდძალ მუშახელს, ამიტომ პორტუგალიელებმა დაიწყეს შავკანიანი მუშახელის შემოყვანა. პორტუგალიაში აკრძალული იყო იმ საქონლის წარმოება რომელიც ბრაზილიიდან შემოჰქონდათ. ინდიელები და ზანგები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ექსპლოატატორებს. 1630 წელს გაქცეულმა მონებმა პერნამბუკუს საკაპიტნოს ერთერთ შორეულ რაიონში დააარსეს სახელმწიფო-რესპუბლიკა პალმარისი. ამ სახელმწიფომ მხოლოდ 1697 წლამდე იარსება. 1687 და 1720 წლებში მოეწყო ბრაზილიელ კოლონისტთა პირველი გამოსვლები პორტუგალიელთა ბატონობის წინააღმდეგ.
ოქროსა და ალმასის მოპოვებამ ბრაზილია პორტუგალიის უმდიდრეს კოლონიად აქცია. ე.წ. „ოქროს ციებ-ცხელებამ“ ხელი შეუწყო ბრაზილიაში ახალი ქალაქების დაარსებას, გზების გაყვანას და შესაბამისად აფრიკიდან დიდი რაოდენობით მონების შემოყვანას. ქალაქი რიო დე ჟანეირო გახდა ბრაზილიის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი პუნქტი, მნიშვნელოვან წილად ამ ფაქტორმაც განაპირობა,რომ ბრაზილიის დედაქალაქი სალვადორიდან 1763 წელს რიოში გადაიტანეს. მეთვრამეტე საუკუნიდან მეტროპოლიასა და კოლონიას შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებს. ქვეყნის განმათავისუფლებელ მოძრაობაზე დიდი გავლენა იქონია საფრანგეთის რევოლუციურმა იდეებმა. 1789 წელს მინას-ჟერაისის პროვინციაში მზადდებოდა შეთქმულება, რომელსიც ეწყობდა ჟოაკინ ჟოზე და სილვა შავიერის(ტირადენტისი) ხელმძღვანელობით. შეთქმულები მიზნად ისახავდნენ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას და მონობის თანდათანობით გაუქმებას. 1797 წელს პორტუგალიელთა წინააღმდეგ აჯანყება ბაიას შტატმა დაიწყო. 1807 წელს ნაპოლეონის მიერ პორტუგალიის ოკუპაციის შემდეგ სამეფო კარი რიოში გაიქცა, რასაც შედეგად ქვეყანაში სიახლეების შემოღება მოჰყვა . 1815 წელს ბრაზილიამ სამეფოს სტატუსი მიიღო და გახდა „პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვის გაერთიანებული სამეფოს“ ნაწილი. ფორმალურად ბრაზილია უკვე კოლონიად აღარ ითვლებოდა. 1820 წლის პორტუგალიის ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ბრაზილიაში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა გამოიწვია. მეფე ჟუან მეოთხე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და რეგენტად თავისი შვილი- პედრუ პირველი დაეტოვებინა. განმათავისუფლებელი მოძრაობა მთელ ბრაზილიას მოედო, რომლის ლოზუნგი იყო „თავისუფლება ან სიკვდილი“. 1822 წლის 7 სექტემბერს პედრუ პირველი იძულებული გახდა ბრაზილია დამოუკიდებელ იმპერიად გამოეცხადებინა. 1824 წელს ბრაზილია კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა. 1825 წელს პორტუგალია იძულებული გახდა საკუთარი კოლონიის დამოუკიდებლობა ეცნო. მართალია ბრაზილიამ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ მონათმფლობელობა არ გაუქმებულა, რაც ბრაზილი მონების აჯანყების საფუძველს იძლეოდა. 1824-30 და 1933-49 წლებში არ წყდებოდა შეიარაღებული აჯანყებები მონათმფლობელობის გაუქმების მოთხოვნით. ამასთან აჯანყებულები მოითხოვდნენ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას. მეცხრამეტე საუკუნეში ყალიბდება ბრაზილიელი ერი. 1865-70 წლებში ბრაზილია არგენტინასა და ურუგვაისთან ერთად იბრძოდა პარაგვაის დანაწილებისათვის. ომის მსვლელობისას გაძლიერდა აბოლიციონისტური მოძრაობა. 1888 წელს გამოვიდა ე.წ. ოქროს კანონი მონობის გაუქმების შესახებ. ხოლო 1889 წლის 15 ნოემბერს სახალხო ანტიმონარქისტული მოძრაობის შედეგად დაამხეს იმპერატორი პედრუ მეორე. 1905 წლიდან ბრაზილიაში ასპარეზზე გამოდიან მარქსისტები. მათ ჰქონდათ საკუთარი გაზეთი სახელად“სოსიალისტა“. 1910 წელს ბრზილია გახდა პანამერიკული კავშირის წევრი, 1917 წელს ბრაზილია ჩაება პირველ მსოფლიო ომში, ანტანტის მხარეზე. რუსეთის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გავლენით ბრაზილიაში გაძლიერდა მუშათა მოძრაობები, 1922 წელს დაარსდას ბრაზილიის სოციალისტური პარტია. 1924 წელს აჯანყდა დედაქალაქის გარნიზონი,იმავე წელს მათ მიჰბაძეს სან-პაულუს გარნიზონმა. აჯანყება მთელ ბრაზილიას მოედო. ბერნარდისის და ლუის პერეირას მთავრობებმა შეძლეს აჯანყების ჩახშობა. 1829-33 წლებში ბრაზილია დიდ ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. 1930 წელს კი მიმდინარეობდა შეიარაღებული ბრძოლები ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ბრაზილია ჟ.ვარგასის დიქტატურის ქვეშ აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების დომინირება ბრაზილიის ეკონომიკაში იტალიურმა და გერმანულმა კაპიტალმა ჩაანაცვლა. 1933 წელს დაარსდა ფაშისტური“ინტეგრალისტური მოძრაობა“. 1936 წელს ვარგასმა გამოსცა დეკრეტი საარსებო მინიმუმის შემოღაბაზე. მოახდინა რამოდენიმე მსხვილი საწარმოს ნაციონალიზაცია და ბოლოს 1937 წელს დაითხოვა კონგრესი, გააუქმა ყველა პარტია, გამოაქვეყნა ახალი კონსტიტუცია და ბრაზილია „ახალ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. 1942 წელს ბრაზილიამ ომი გამოუცხადა გერმანიასა და იტალიას, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ იაპონიასაც. 1945 წელს ვარგასმა პოლიტ.პატიმრების ამნისტია გამოაცხადა. დამყარდა საკმაოდ მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. რეაქციულმა ძალებმა 1945 წლის ოქტომბერში მოაწყვეს მორიგი სამხედრო გადატრიალება. ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგა ე.დუტრა. ახალმა მთავრობამ ახალი კონსტიტუცია მიიღო. 1947 წელს მთავრობამ აკრძალა კომპარტიის, კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირის და პროფკავშირების საქმიანობა. იმავე წლის ოქტომბერში გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი საბჭოთა კავშირთან. მალე ხელისუფლების სათავეში კვლავ ჟ. ვარგასი მოვიდა. 1953 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ნავთობის სახელმწიფო კომპანია „პეტრობრაზი“ და დააწესა სახელმწიფო მონოპოლია ნავთობის მოპოვებასა და გადამუშავებაზე. მასების გავლენით ვარგასმა ორმაგად გაზარდას მუშების სახელფასო მინიმუმი რაც რა თქმა უნდა არ მოეწონათ რეაქციულ ძალებს და შეთქმულების მზადება დაიწყეს. თუმცა ვარგასმა მალევე თავი მოიკლა. მისი სიკვდილის შემდეგ სამხედრო წრეებმა სამხედრო დიქტატურის დამყარება სცადეს, მაგრამ,ხალხმა მასობრივი გამოსვლებით ჩაფუშა მათი გეგმები. ახალი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა კუბიჩეკ დი ოლივეირა, შდგებოდა როგორც პატრიოტულად განწყობილი ძალებისგან ასევე რეაქციონერებისაგან. 1960 წელს ქვეყნის დედაქალაქი ქალაქ ბრაზილიაში გადაიტანეს.პრეზიდენტ გულარტის პერიოდში მიღებულ იქნა საბანკო, აგრარული თუ ეკონომიკური ხასიათის პროგრამები და გატარებულ იქნმა რეფორმები, რომლითაც შეიზღუდა ქვეყნიდან უცხოეთის მონოპოლიების მიერ მოგების გატანა, გამოცხადდა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოთა ნაციონალიზაცია. გულარტის პოლიტიკით უკმაყოფილონი დარჩნენ პროიმპერიალისტური ბურჟუაზია, ლატიფუნდისტები და ეკლესიისა და არმიის ზედაფენა. 1964 წლის 31 მარტს ძალა-უფლება ხელთ იგდო სამხედრო-პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც სათავეში გენერალი ჟ.კასტელი ბრანკუ ხელმძღვანელობდა. მისმა მთავრობამ დაითხოვა პოლიტიკური პარტიები, დაამტკიცა ორი პოლიტიკური დაჯგუფების ეროვნული განახლების კავშირისა დაბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის შექმნა(ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ლეგალურ ოპოზიციას.) გააუქმა კანონი ქვეყნიდან უცხოურ საწარმოთა მოგების გატანის შეზღუდვის შესახებ და გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი კუბასთან. 1967-68 წლებში ბრაზილიაში გაძლიერდა სტუდენტური მოძრაობა, რომელიც მიმართული იყო მთავრობის წინააღდეგ. მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა აგრეთვე კათოლიკური სამღვდელოების ნაწილი და ე.წ. ლეგალური ოპოზიცია. რომლის საქმიანობაც აკრძალა მთავრობამ 1968 წელს. ამავე წელს მთავრობამ დაითხოვა პარლამენტი, მთელი ძალაუფლება გადავიდა პრეზიდენტ და კოსტა ე სილვას ხელში. 1969 წელს კოსტა ე სილვას „ავადმყოფობის“ გამო ძალაუფლება ჩაიბარა სამხედრო პირთაგან შემდგარმა ტრიუმვირატმა. ეს ფაქტიურად სამხედრო გადატრიალება იყო. ოქტომბერში ხელისუფლება გადაიბარა გენერალმა ე. გასტრაზუ მედისიმ. მისი მეთაურობით ბრაზილიის მთავრობა ცდილობდა გაემყარებინა ურთიერთობები ევროპის კაპიტალისტურ ქვეყნებთან, ა.შ.შ-სთან და იაპონიასთან, ეთამაშა ლიდერი სახელმწიფოს როლი სამხ.ამერიკის კონტიტნენტზე. 1974 წელს ბრაზილიის სათავეში ერნესტო გაიზელი მოდის.