HauntTheDemonAwayრიოს გარდა მე მარტო სან-პაულოში ვიყავი ამიტომ სხვა დიდ ქალაქებზე ვერაფერს გეტყვი...

რიოში რაც ვნახე იმათ ჩამოვთვლი თორემ ძალიან ბევრი რამ არის...
- კორკოვადო(იესოს ქანდაკება) ,რათქმაუნდა კოპაკაბანა,სელარონის კიბე ,ბოტანიკური ბაღი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მარაკანას სტადიონი, ფაველები ,
ასევე იგუასუს ჩანჩქერი, მიუხედავად იმისა რომ დიდი ნაწილი მაინც ბრაზილიის მიწაზეა ,დღემდე გული მწყდება რომ არგენტინის ნაწილზე გადასვლა ვერ შევძელი..
ხალხი საოცრად ტემპერამენტიანია,მომეწონა ,ძალიან თავისუფალია, თბილი დაა კომუნიკაბელური.. მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო..პლაჟზე და ფაველებში განსაკუთრებით ქურდობენ,ფოტოაპარატი და მსგავსი რამეები ხლხმრავალ ადგილებში ჩახუტებულს დამქონდა, კორკოვადოზე სრული თავისუფლება იქ ისედაც ტურისტები არიან და საფრთხე არ არის.. ღამის კლუბები გადმოცემით ვიცი რომ მაგარი აქვთ მე არ შევსულვარ,
პირადად ჩემთვის ფასები საკმაოდ დაბალი იყო, კოპაკაბანას სანაპიროსთან უამრავი იაფი სასტუმროა, მე 60$ გამომდიოდა ღამე, მასში შედიოდა კვებაც, 5$ კორკოვადოზე ასვლა. სასტუმროში იყო ასევე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური.
...გასათვალისწინებელი ბევრი არაფერია, თუ ფაველებში შესვლას გადაწყვეტთ გიდის აიყვანეთ,, სასურველია თუ ელემენტარულ პორტუგალიურს ისწავლით ინტერნეტით რადგან მე ძალიან გამომადგა. ბრაზილიურ ყავას ნუ იყიდით ჩვეულებრივ მაღაზიაში, არის სპეციალური ყავის მაღაზიები სადაც ძვირი მაგრამ ხარისხიანია,
ტაქსი ძვირია

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მომიწია,
და ბოლოს რაც ზემოთ გამომრჩა აუცილებლად გაისეირნეთ საბაგიროთი..
ძალიან მოკლედ დავწერე , დღეს ვერ მოვრჩები ამ თემაზე ლაპარაკს,
This post has been edited by Осетинка on 29 Mar 2016, 19:08
მიმაგრებული სურათი