შარშან დეკემბრის დასაწყისში ვიყავით მრევლი წასულები-ქაირო-სინას მთა-ლექსნადრია
7 დეკემბერს წმ.ეკატერინობაა და სამი დღე წმ.ეკატერინეს სავანეში დავბინავდით, სინას ნახევაარკუნძულზე არის ადგიილი თუ სოფელი უფრო ფარანი-სადაც წმ.მოსე წინასწარმეტყველის სახ.დედათა მონასტერია, გარშემო უდაბნო , მონასტრის ეზოში კი ყვავის ყველანაირი ყვავილი და ციტრუსი , სასწაული იყო, მონასტრის ეზოში პატარა ეკლესია იყო წმ.უვერცხლო მკურნალთა კოზმა და დამიანეს სახელობის.
ძალიან ლამაზი ოაზისი იშლებოდა გზადაგზა. სასტუმროში წმ.ეკატერინეს სოფელში ვიყავით. დილით ადრე დავადექით სინის მთაზე ასასვლელ გზას პარაკლისი გადავიხადეთ, თავი სამოთხეში გვეგონა...ხო ასევე სინას მთაზე რომ ადიხარ გზადაგზა გხვდება პატარა გამოქვაბული-ეკლესიები: სამების სახ. ტაძარი, წმ. ელია თეზბიტელის, სადაც იმალებოდა დევნის დროს.
ქაიროში მოვილოცეთ წმ.ნიკოლოზის ტაძარი.
წმ.გიორგის ტაძარი, სადაც დაიწყო მისი წამება, ინახება მისი წამების იარაღი და მისი წმინდა ნაწილები.სადაც ასევე იყო 40 სებასტიანელი მოწამის სახ.ტაძარი, ხოდა საინტერესო კიდევ ისაა რომ წმ.გიორგის ტაძრის გვერდით იყო დიდი სასაფლაო სადაც მხოლოდ მართმადიდბელები განისვენებდენ.სასაფლაოს ეზოში იყო ყოვლაწმინდა ღვთომშობლის სახ .ტაძარი, იმ ჭის ადგილზეა აშენებული , სადაც ღვთისმშობელი ყრმა იესოს ტანასაცმელს რეცხავდა და წმინდა ოჯახი თავს აფარებდა

წმ.ნექტარიოს პენტაპოლელის ტაძარი.
წმ. კონსტანტინეს და ელენეს სახ.ტაძარი.
სრულიად აფრიკისა და ალექსანდრიის საპატრიქრო რეზიდენციაშიც გახლდით,სადაც დაგვლოცა პატრიარქმა და დიდი სიყვარულით გაიხსენა ჩვენი პატრიარქი , გვთხოვა რაიმე გალობა შეგვესრულებინა
ასევე მოვინახულეთ პაპირუსების მუზეიმი.
სინას მთისკენ წასასვლელად სუეციის არხი გავიარეთ, წითელის ზღვის ყურებით

აუ ეხლა ვწერ და იქ მინდა ისევ მოვხვდე, ძალიან ემოციური და ზღაპრული იყო ყველაფერი, კიდევ იმიტომ მინდა იმ ადგილებზე მოვხვდე რომ გავითავისო და თამამად ვთქვა რომ მე იქ ნამყოფი ვარ

ერთხელ ნანახი მხოლოდ სიზმარს გავს

მესამე დღეს საღამოს ალექსანდრიისკენ გავქუსლეთ გზას 8 საათი უნდოდა , გვეძინა ავტობუსში ერთმანეთზე ჩახუტებულებს
ალექსანდრიაში მოვილოცეთ წმ.საბა გაწმენდელის სახ.ტაძარის სადაც იყო აფრიკისა და ალექსანდრიის საპატრიაროს სასულიერო სასწავლებელი, სულ ზანგები სწავლობდნენ.

ალექსანდრიის შუქურის ადგილი-ქეიბეის ციტადელი
ალექსანდრიაშია მსოფლისო უდიდესი ბიბლიოთეკა
ნუ წითელ ზღვასა და ხმელათშუა ზღვაზე არაფერს აღარ ვამბობ, თავისთავად

აი მოკლედ იმდენი წმინდა ადგილებია, მთა, სადაც ჯვრის სახით იდგა მოსე.
* * *
ხო დანარჩენს კიდევ მოგიყვებით რომელი ტაძრები ვნახე, და კიდევ ეს უდიდესი სასწაულის ნახვა 850 $ დამიჯდა