iakoooამ ტურზე ამბობ?
დღე 1:
კაირო - ჩასვლა კაიროს აეროპორტში, დახვედრა სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო ღამისთევა.
დღე 2:
კაირო - საუზმე სასტუმროში, ექსკურსია - პირამიდების, სფინქსის, პაპირუსების ქარხნის, სუნამოს ქარხნის, ბაზრების და ასევე ეგვიპტური მუზეუმის დათვალიერება. დაბრუნება სასტუმროში. სადილი ნილოსზე კრუიზის დროს კაიროში, იმისათვის რომ ნახოთ აღმოსავლური შოუ და მუსიკა.
დღე 3:
კაირო - საუზმე სასტუმროში. შესაძლებელია ექსკურსია (სალადინის ციხესიმაგრის, ალაბასტერის მეჩეთის და ცნობილი უძველესი ეკლესიების მონახულება) კაიროში.
დღე 4:
კაირო - ალექსანდრია - საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ქალაქ ალექსანდრიაში. ქალაქის, მონტაზას ბაღებისა და ციხესიმაგრის დათვალიერება, ლანჩი სურვილისამებრ რესტორანში ზღვის სანაპიროზე. სასტუმროში განთავსება, ღამისთევა.
დღე 5:
ალექსანდრია - კაირო - საუზმე სასტუმროში. გამგზავრება კაიროში, სასტუმროში განთავსება. ექსკურსია - ძველი და ახალი კაიროს დათვალიერება გიდის თანხლებით ღამისთევა კაიროს სასტუმროში.
დღე 6:
კაირო - საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. შესაძლებელია ექსკურსია ფარაონების სოფელში, გიზას ზოოპარკის დათვალიერება (მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ზოოპარკი. ღამისთევა კაიროში.
დღე 7:
კაირო - საუზმე სასტუმროში. საღამოს ღამის პირამისდების ნახვა. ღამისთევა სასტუმროში.
დღე 8:
კაირო - საუზმე სასტუმროში. მიყვანა აეროპორტში, გამომგზავრება თბილისში.
ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში ერთი კაცის ღირებულება 1210$
ძალიან გაწელილი პროგრამაა... მე უკეთეს პროგრამას შევუდგენ საკუთარ თავს

ზარმაცებისთვისაა ზედგამოჭრილი.