ასეთი ტურია მაგარი:
ასვანში ჩაფრენა -
აქ მოინახულებთ აბუ სიმბელს, ცნობილ კაშხალს (სადაც ადრე აბუსიმბელი იყო), გემით ნილოსს აუყვებით ლუქსორამდე, რამდენიმე ძალიან საინტერესო ისტორიული ადგილია, მათ შორის თებესი, კლეოპატრას სასახლე, ხაშიპსუდის სასახლე, მეფეთა ველი (ტუტანხამონის სამარხი - დღემდე იქაა მისი მუმია); ყველა ტური ავტობუსითაა, ღამე გემზე -
ლუქსორი - გადასვლა სასტუმროში, აქ მოინახულებთ ლუქსორსა და კარნაკს (ერთ-ერთი ღამით უნდა ნახოთ, კარნაკი სჯობს), მომდევნო დღეს კი ავტობუსით - ურგადა - დაისვენეთ კარგად ასე 3 დღე და შემდეგ ქაიროში გაფრინდით თვითმფრინავით -
კაიროში ქალაქში იცხოვრეთ აუცილებლად, გიზას არ გირჩევთ - გიზაში შეიძლება უბრალოდ წასვლა პირამიდების სანახავად.
ჩემი გამოცდილებით - ცენტრალური ეგვიპტის ნახვის შემდეგ - პირამიდებს ეფექტი უკვე არა აქვს. თუმცა ქაირო მაგარი ქალაქია და საკაიფო დროის გატარება შეიძლება. აუცილებლად შეიხედეთ შერატონში (ცენტრშია ერთი), იქ ღამით შეგიძლიათ ივახშმოთ და კარგი ბელლი დანსინგიც ნახოთ (თავად აზიელების შესრულებით და არა რუსი ან უკრ, ნაშების)...
ერთი სიტყვით ეს ტური არის 12 დღიანი. მე დამიჯდა სულ რაღაც 1200 ევრო...
* * *
მოიძიეთ ასეთი ტური თუ გინდათ ნამდვილი ეგვიპტე ნახოთ:
დაიწყეთ ასვანიდან - (ჩაფრენა თვითმფრინავით); გადადით გემზე. იქ მოინახულებთ აბუ სიმბელს, კაშხალს (კრაკადილებით სავსეს), რომელიც სსრკ-მ აუშენა ეგვიპტელებს... - და მრავალ სხვა ადგილს, ეგ ტურები ავტობუსებითაა, თუმცა რამეს გემზე ათევთ;
გემით ნილოსს აუყვებით ლუქსორამდე: გზად მოინახულებთ თებესს, კლეოპატრას სასახლეს (სახელი დამავიწყდა რა ადგილია), და მრავალ სხვა საოცარ ადგილს. ტურები ძირითადად დილის 6-7 საათზე იწყება (სიცხის გამო). გზად ასევე მოინახულებთ ხაშიპსუდის სასახლეს, მეფეთა ველს თავისი ტუტანხამონის სამარხითა და მუმიით;
ლუქსორში ჩახვალთ გემით, დასახლდებით რომელიმე სასტუმროში (არის ერთი სასტუმრო ლუქსი - ძაან მაგარია), მოინახულეთ ლუქსორის ბაზარი, კარნაკი, ლუქსორი (ერთ-ერთი ღამით - კარნაკი სჯობს)... შემდეგ დღეს ავტობუსით (ან მანქანით) - უდაბნოს გავლით ზღვაზე - ურგადა სჯობს შარმ ელ შეიხს. დასახლდით რომელიმე სასტუმრო - სოფელში - (მოვემპიკს გირჩევთ)... და გაერთეთ წითელ ზღვაზე... იქიდან შეგიძლიათ ერთი დღე სინაის მთაზე ახვიდეთ (თუ ტერორიზმის საფრთხე არ არის)...
შემდეგ ურგადიდან გაფრინდით კაიროში და დასახლდით სადმე ქალაქის ცენტრში (უამრავი სასტუმროა), არ დარჩეთ გიზაში, უბრალოდ წადით პირამიდების სანახავად... თუ კლაუსტრაფობიკი არ ხართ ჩადით მიკერინას პირამიდაში

მაგარი გამოცდილებაა. ან ნახეთ ეგ პირამიდები ღამით თუ შესვლის გეშინიათ...
მოკლედ, ცენტრალური ეგვიპტის ნახვის შემდეგ ეგ პირამიდები ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, იმდენ მაგარ რამეს ნახავთ ცენტრალურში.,..
ეგვიპტეში მიდით სასტუმრო შერატონში - იქ მაგარი ნაით რესტორანი აქვთ, შეგიძლიათ ბელი დანსინგი ნახოთ - ნაღდი შესრულებით (და არა რუსი და უკრ ნაშების შესრულებით), თავისი შეიხებითა და ფულების და ოქროების ყრით.
აუცილებლად ნახეთ ქაიროს მუზეუმი - ყველაზე მაგარი მუზეუმია დედამიწის ზურგზე!!!!!!!!!! და წადით ერთ-ერთ მოცურავე რესტორანში (გემზე) საღამოს სავახშმოდ ან ჩაის დასალევად - ნილოსი უმაგრესია მაგ ქალაქში.
ეს ყველაფერი შეიძლება 12 დღეში - მე დამიჯდა 1200 ევრო. არის უმაგრესი ტური, 5 ვარსკვლავიანი.