TROJANკარგი სასტუმრო , ანუ 4-5 ვარსკვლავიანი, თავისი პლაჟით და 2ჯერადი კვებით, 2 კაცი 2ადგილიან ნომერში დაახლოებით 100$ ჯდება 1 დღე. მე tours.ge-დან დავჯავშნე, სხვაგან რომ გადავამოწმე, ზუსტად იგივე სასტუმროზე და პირობებზე 25 $ -ით მეტი მოგვთხოვეს 1 დღეში. ადრეც დავწერე, რომ ჯობია ისეთი სასტუმრო აირჩიო, რომელსაც თავისი პლაჟი აქვს. ბევრს თავისი არა აქვს, მაგრამ შეთანხმებულია სხვა სასტუმროებთან.
სანამ სასტუმროს დაჯავშნით, მანამდე რუქაზე ნახეთ სად მდებარეობს, თორემ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ტურსააგენტოში ნაქებ-ნადიდები სასტუმრო ან საფრენი ბილიკის გვერდითაა, ან კიდევ იმსიშორეზეა ქალაქიდან, რომ მამალი არ ყივის. თუ გუგლზე სასტუმროს სახელი არ უწერია, სურათები ჩართეთ და მიაგნებთ. ასევე კარგად გაეცანით მიმოხილვებს tripadvisor.com hotels.turizm.ru virtualtourist.com
ექსკურსიებს რაც შეეხება - ჯობია აგდილზევე გაარკვიოთ და აქედან არ შეუკვეთოთ.
ჩახვალთ თუ არა, ტურსააგენტოს გიდი, რომელმაც სასტუმროში უნდა წაგიყვანოთ, პირველ რიგში შემოგთავაზებთ ექსკურსიებს კაიროში, ლუქსორში და ა.შ. ბუკლეტზე საშინელი ფასები აქვთ, მაგრამ გადახაზულია და ნაკლები უწერიათ, ვითომ ფასდაკლებით. რა უნდა ქნათ - ბუკლეტი გამოართვით და ზრდილობიანად დააპაშოლეთ. იგივე უნდა გააკეთოთ სასტუმროშიც. როგორც კი ნაამა ბეის ცენტრში გახვალთ, იქაურობა სავსეა სააგენტოებით, რომლებსაც გაცილებით ნაკლები ფასი აქვთ, რუსულადაც ლაპარაკობენ, თუკი ინგლისური თქვენთვის პრობლემაა. რაც შეეხება სერვისს - გაბოლებენ, ვითომ ამათი ხარისხი იმათზე ნაკლებია და არ დაგოიმდეთ. ესენი სინამდვილეში სააგენტოები კი არა, შუამავლები არიან და ყველა 4 დიდ სააგენტოში გიშვებს საბოლოოდ. საერთოდ ჯობია რუსული ბუკლეტი გამოართვათ და ფასი დოლარებში კითხოთ, თორემ არაბები ყველაზე მეტად ინგლისელებს ატყავებენ - იგივე ციფრებზე ფუნტები აქვთ მიწერილი, ევროპელებისთვის - ევროები და პოსტსაბჭოურებისთვის - დოლარები.
ფასებს რაც შეეხება - ჩვენ ლუქსორში თვითმფრინავით 160$ დაგვიჯდა კაცზე და ქაიროშიც იგივე დაჯდა, მაგრამ მაშინ გამოუცდელები ვიყავით, თორემ წესით 10-20$-ით იაფი უნდა ყოფილიყო. დილის 5 საათისთვისა გასვლა და საღამოს 10-სთვის ისევ სასტუმროში იქნებით. თანხაში შედის სადილი ა-ლა-ფურშეტი, გიდი და ავტობუსი. კაიროს ტურში შედის ასევე მუზეუმის და პირამიდების ბილეთები (პირამიდები შემოღობილი აქვთ და ისე არ შეგიშვებენ). მუზეუმში მუმიების დარბაზში შესვლა ან ხეოფსის პირამიდაში შეძვრომა კიდევ დამატებით 100 ეგვიპტური ფუნტი ღირს. ლუქსორის ტურში შედის ბილეთები კარნაკის და ხატშეპსუტის ტაძარში, ასევე მეფეთა ველში. აქაც, თუ ტუტანხამონის სამარხში გინდათ ჩასვლა, კიდევ 100 ფუნტს გაძრობენ.
ახლა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ი თ ! ! ! - შეიძლება არ გითხრან, მაგრამ კაიროში დამატებით 10$-ს გაძრობენ ნილოსზე კატერით სეირნობისთვის, ლუქსორში - 25$-ს იგივე + ბანანების კუნძულის დასათვალიერებლად + 1 საათი ქალაქში ეტლით სეირნობისთვის. შეგიძლიათ არ გადაიხადოთ და ავტობუსში იჯდეთ, მაგრამ მარტოს მოგიწევთ ჯდომა დამიჯერეთ. ს ა დ ი ლ შ ი ა რ შ ე დ ი ს ს ა ს მ ე ლ ე ბ ი ! ! ! ! უფასოდ მარტო წყალი შეგიძლიათ მოითხოვოთ!!!! ჩაი 15 ფუნტი, ყავა - 25, წვენები 35-45 ფუნტი დაგიჯდებათ. ეს ყველაფერი აუცილებლად დ ა ა ზ უ ს ტ ე თ სა ნ ა მ ე ქ ს კ უ რ ს ი ა ს შ ე უ კ ვ ე თ ა ვ დ ე თ ! ! !
1$ = 5.5 ფუნტს.
ავტობუსი კაიროში 40$ ჯდება, მაგრამ 1 გზას 7 საათი უნდა და ძალიან დაიღლებით. დაახლოებით ღამის 2 საათზეა გასვლა და მეორე დღეს ღამის 12-სთვის დაბრუნდებით. ლუსორში ავტობუსის ტური არ არის, შორსაა და გინდა-არ გინდა თვითმფრინავით უნდა წახვიდეთ.
კიდევ რა ტურებია საინტერესო - წმინდა ეკატერინეს მონასტერი - ავტობუსით 30$ კაცზე. შარმში სულ პაპანაქებაც რომ იყოს, ქურთუკი ან თბილი ჟაკეტი მაინც უნდა წაიღოთ, თორემ მონასტერთან მუდმივად ცივი ქარი უბერავს და გაიყინებით. იგივე ფასი და სიტუაციაა მოსეს მთაზეც, ოღონდ იქ კიდევ უფრო ცივა, განსაკუთრებით დილა-საღამოს.
იზრაელის ვიზა თუ გაქვთ, იერუსალიმშიც შეგიძლიათ შეირბინოთ 80$-ად, თუ არა და საზღვარზე პრობლემები გექნებათ. აქაც 7-8 საათი უნდა 1 გზას.
პეტრაში შეგიძლიათ 200$-ად წახვიდეთ გემით და მერე ავტობუსით, ან 300$-ად თვითმფრინავით და მერე ავტობუსით. როგორც აგვიხსნეს, 2 საათია განსხვავება. ჩვენ იქ არ ვყოფილვართ, ასე რომ მეტი ვერაფერს გირჩევთ.
მხოლოდ სნორკლერებისთვის - - კატარღით ტურებია ტირანის კუნძულზე და რას-მოჰამედის "ეროვნულ პარკში". ბრჭყალებში იმიტომ ჩავწერე, რომ პარკის მსგავსს ვერაფერს ნახავთ იქ, გადახრუკული უდაბნოა, რაც საინტერესოა, ყველაფერი წყალქვეშაა. 25 და 30 $ შესაბამისად. 3-ჯერ აჩერებენ კატარღას ჩასაყვინთად. რომ გითხრათ დიდი განსხვავება იყო "ეროვნული პარკის" რიფებს და ნაამა ბეის რიფებს შორის მეთქი, დიდი ტყუილი იქნება, უბრალოდ გაშლილ ზღვაში ბანაობა და კატარღით გასეირნება უფრო სასიამოვნოა.
კიდევ არის ტურები კვადროციკლით უდაბნოში, 20$-დან ხანგრძლიობის მიხედვით, მაგრამ იქაც არ ვყოფილვართ - პაპანაქება სიცხეში უდაბნოში ჯანჯღარის და მტვრის ყლაპვის სურვილი არ გვქონია.
უდაბნოში აქლემებით ან ცხენებით სეირნობა 1 სთ 20$ ღირს, ამგრამ კაცმა არ იცის როგორი შეგხვდებათ.
მოკლედ, რაც მთავარია, ამ ფასებზე მეტი არ გადაიხადოთ და თუ კიდევ დააკლეს, ხომ უკეთესი