და კვლავაც ოსლო
მოკლედ
ნორვეგია და ოსლო მთელი თავისი სიდიადით:
ოსლო-ქალაქი ცისფერ ფიორდებზე ნორვეგია-ევროპის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფო, განლაგებული სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში.
მას ეკუთვნის ასევე არქიპელაგი სვალბარგი (შპიცბერგენი) დათვის კუნძულებთან ერთად ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში, იან მაიენი ჩრდილო ატლანტიკაში და ბუვე ანტარქტიდის ნაპირებთან.
ქვეყნის ერთ მესამედზე მეტი მოქცეულია პოლარული წრის მიღმა.
ნორვეგიის ტერიტორია კუნძულებითურთ-385,4 ათასი კვ. კმ.
მოსახლეობა-ძირითადად ნორვეგიელები (95%), ასევე საამები, კვენები, ფინელები, შვედები-სულ 4 430 ათასი ადამიანი. ოფიციალური ენა-ნორვეგიული.
ნორვეგია-კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური-მეფე (1991 წლის იანვრიდან-ჰარალდ V). უმაღლეს ისაკანონმდებლო ორგანო სტორტინგი.
ნორვეგიის სამეფოს დედაქალაქი-ოსლო მოსახლეობა 499,7 ათასი კაცი.

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიმართულია ცისფერი საზღვაო სივრცეებისკენ. ქალაქი განლაგებლია ხმელეთში ღრმად შეჭრილ ოსლო ფიორდზე, ბორცვიან ადგილებზე, სამი ყურის ნაპირზე-ბიორკვიკი, პიპერვიკი და ფროგნერი.
ოსლო დაარსებულია 1048 წელს მეფე ჰარალდ III მიერ. 1380 წლამდე-ნორვეგიის მეფეთა რეზიდენცია, 1572 წლიდან კი ნორვეგიაში დანიური ადმინისტრაციის ცენტრი. 1624 წელს ოსლო ფაქტობრივად სრულად იქნა განადგურებული უზარმაზარი ხანძრის მიერ, ხელმეორედ აშენებული და ქრისტიანიად წოდებული, 1924 წელს კი მან მიიღო თავისი ძირძველი სახელი-ოსლო.
ქალაქს განუმეორებელ გარეგნობას სძენს თავისებური ანძისებური ეკლესიები ("სტავკირკები"). ასეთი ტიპი ეკლესიი იწოდებოდა ანძისებურად, რადგან შენდებოდა კარკასზე ოთხი ანძისგან დამზადებულ-სწორკუთხა ხის ბოძებზე. ნორვეგეიელები ტრადიციებს უფრთხილდებიან, ამიტომ თანამედროვე სახლების უმრავლესობა აგებულია ეგრეთ წოდებულ დრაკონულ სტილში ხის არქიტექტურის მიბაძვით.
ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე-პიპერვეკზე შემორჩენილია ძველი ქალაქის ნაწილი, მათ შორის აუღებელი ციხე-სიმაგრე აკერქსუსი, აშენებული 1300 წელს და რეკონსტრუირებული XV-XVI საუკუნეებში.
სამეფო სასახლე იკავებს თითქმის მთელ ქუჩას. ჩრდილოეთ ნაწილში პორტის მიღმა, აღმართულია რატუშის შენობა. მის ასაშენებლად განუთვნილი თანხა ხალხის მიერ იქნა გაღებული. ნაგებობას სახალხო ოსტატები რთავდნენ. ისინი კვეთდნენ ხეში და შემდგომ ღებავდნენ სკულპტურებს სკანდინავიური მითოლოგიის ცნობილი გმირებისას. ჭერის შემხედვარეს ადამიანს შეუძლია ამოიცნოს იგივე უზორი რომლითაც ნორვეეგიელი გლეხები ამზადებდნენ ხელსახოცებს პატივსადები სტუმრისებისთვის. რატუშის კედლები მოხატულია საუკეთესო მხატვრების მიერ. აქ ასახულია სიტორიული მოვლენები, მცხოვრებთა საქმიანობა, ასევე ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრენი.
დედაქალაქის უდიდესი პორტიდან საზღვაო გზები მიემართებიან ყველა კონტინენტისაკენ.
ნორვეგიელთა ცხოვრება მთლიადან ზღვასთანაა დაკავშირებული. თავად სახელწოდება ქვეყნის წარმოსდგა ძველსკანდინავიური სიტყვისგან "ნორდეკ" -ჩრდილოეთის გზა. ნორვეგიელი ვიკინგებმ, განთქმულმა მეზღვაურებმა, კოლონიზაცია მოახდინეს VII-XI საუკუნეებში ისლანდიის, გრენლანდიის სანაპიროების, ჩრდილოეთ ატლანტიკის კუნძულების.
ცნობილი ნორვეგიელი მეზღვაურებისადმი მიძღვნილია, მუზეუმეუმები რომლებიც მდებარეობენ ბუგდეს ნახევარკუნძულზე. მათგან ყველაზე ძველი-ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი, სადაც შეკრებილია შტამბეჭდავი არქეოლოგიური ექსპონატები.
მუზეუმში სახელწოდებით "ფრამ"-ი, ინახება მთავარი ექსპონატი-ხომალდი კვერცხისებური ფსკერით, აგებული ფრიოტოფ ნანსენის გათვლებით სპეციალურად არქტიკული ყინულისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ნანსენმა თავისი "ფრამი" ააგო ექსპედიციისთვის, რომლის გეგმასაც ბევრი "უაზრო თვითმკვლელობის პროექტსაც" უწოდებდა. მის მცდელობას გადაელახა თხილამურებით გრენლანდიის ყინულოვანი საფარი ასევე თვითმკვლელობად თვლიდნენ. მაგრამ მან შემართული მამაცთა მცირე ამალით მოახერხა პირველს გადაელახა გიგანტური კუნძული, მოუხდა რა შერკინება შიმშილთან ყინვასა და ქარბუქთან. ტყუილად არ იკაჟებდა იგი ბავშვობიდან თავს, როცა არ ერიდებოდა ყინულზე ძილს.
მეოთხედი საუკუნის შემდეგ კიდევ ერთი ნორვეგიელი მოგზაური, რუალ ამუნდსენი, ანტარქტიდის ნაპირებამდე მივიდა. მან პირველმა კაცთაგან მიარჭია სამხრეთ პოლუსს თხილამურებით.
ერთ-ერთ ყველაზე მეტი სტუმრიანობით გამორჩეულ მუზეუმს ოსლოსას ეწოდება "კონ-ტიკი" ის ტურ ჰეიერდალს ეკუთვნის.
ოსლოში ასევე არის თხილამურების მუზეუმი, სადაც შეიძლება იხილო ყველა ტიპის თხილამური-უძველესი დროიდან დღემდე.
ოსლოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სათხილამურო "მექა" ნორვეგიისა-ჰოლმიკოლენი უდიდესი ტრამპლინით. მარტის ერთ კვირა დღეს აქ იმართება წელიწადის უდიდესი სპორტული დღესასწაული. ნორვეგიელთა ყოველდღიურობაში თხილამურზე უფრო გავრცელებული ნივთ არ არსებობს. ნორვეგიული სიტყვათქმა იუწყება: "ნორვეგიელი ფეხზე თხილამურით იბადებაო" (ვაგლახ, ნოვეგიელი დედებო, თქვენ კი გაქვთ უფელბა შვილს უთხრათ ტანჯვით გაგაჩინეო

)
ნორვეგია განთქმულია არა მხოლოდ მისი ცნობილი მოგზაურებით, აგრეთვე კულტურის ნიჭიერი მოღვაწეებით. ნაწარმოებები გ. იბსენის, გ.ლარსენის, კნუტ ჰამსუნის ცნობილია მთელს მსოფლიოში. დედაქალქის ცენტრში დადგმულია უმშვენიერესი ქანდაკება უდიდესი ნორვეგიელი კომპოზიტორის ე. გრიგის, რომლის საკუთარ თავში ირეკლავდა ნორვეგიული ხასიათის ლირიულობასა და სიმამაცეს.
ნორვეგიელბისთვის ნებისმიერი მოგზაურობა სულისმიერია. ჩაიცმევენ რა მკვრივ ფეხსაცმელს, ლურსმნებით დაჭედებულს, თხელ შემოსაცმელს და აიღებენ რუკზაკს, ისინი მზად არიან ნებისმიერი მოგზაურობისთვის. მთავარია-მოიმარაგო მიმდებარე ტერიტორიების რუკა და კომპასი, შემდეგ აირჩიო რომელიმე პუნქტი რუკაზე და გაეშურო მისკენ ტყეების მთებისა და ბობოქარი ნიაღვრების გავლით......
პ.ს. ეს სტატია მგონი უპრიანი იქნებოდა ვიკიპედიაში დამედო მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა და სწავლაც მეზარება... სხვადასხვა რუსული წიგნებიდან ამოვკრიფე ცოტა ხნის წინ ინფორმაცია, ვთარგმენ კომპილაციაში ასეთი გამოვიდა, წაკითხვა ნუ დაგზარდებათ გეთაყვა

...
This post has been edited by PAPUNIUS on 8 Jul 2006, 22:33
He is truly a man who will not permit himself to be unduly elated when fortune's breeze is favourable, or cast down when it is adverse.-Livy