Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მოგზაურთა კლუბი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(107)
« პირველი
...
69
70
[71]
72
73
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნორვეგია / Kongeriket Norge
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zipo-zipo
სიმართლის მთქმელი
ჯგუფი: Registered
zipo-zipo
სიმართლის მთქმელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1994
წევრი No.: 198974
რეგისტრ.: 3-March 15
#50264981
· 31 Mar 2017, 03:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
FERREBOY
QUOTE
ისლანდიაზე რო გააბაზრეს ჩამოდით აქაური შეირთეთ ცოლად და სახელმწიფო ყოველთვიურად სერიოზულ თანხას გადაგიხდითო. მამაკაცები ბევრად ნაკლებია ისლანდიაშიო თუ რაღაც ეგეთი შინაარსი ქონდა პოსტს. ტრუხა ბაზარი იქნება არა? ))
ტრუხაა ეგ, თორე ვინ დამასწრებდა ისლანდიაში ჩასვლას
აგერ ისლანდიის დემოგრაფია და აშკარად არაა კაცების დეფიციტი
This post has been edited by
zipo-zipo
on 31 Mar 2017, 03:24
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FERREBOY
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐
ჯგუფი: Registered
FERREBOY
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐
ჯგუფი: Registered
წერილები: 1648
წევრი No.: 130451
რეგისტრ.: 23-April 11
#50264992
· 31 Mar 2017, 03:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეხლა გუგლით გადავამოწმე ხო მაიმუნობს ვიღაცა ))
აი სტატიაც :
ბოლო პერიოდში, Facebook-ის ქართველი მომხმარებლები, აქტიურად აშეარებენ სტატიას იმის შესახებ, რომ ისლანდიის მთავრობა სიძეებს ეძებს.
სტატიის მიხედვით, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუცხადებია, რომ ქვეყანაში მამრობითი სქესის ადამიანების ნაკლებობაა და ამიტომ ეძებენ ემიგრანტებს, რომლებიც ისლანდიელ ქალებზე იქორწინებენ. ამავე ინფორმაციით, რეიკიავიკში ჩასიძებული ადამიანები თვეში 5 000 ევროსაც მიიღებენ.
აღნიშნული ინფორმაცია ქართულმა მედიამ, ტრადიციულად, გადამოწმების გარეშე აიტაცა.
საქმე ისაა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირველად ივნისში, ერთ-ერთ უცნობ და პატარა საინფორმაციო საიტზე გამოქვეყნდა - The Spirit Whispers. ინფორმაციის მიხედვით, ისლანდიის მთავრობა ჩრდილო აფრიკელ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას.
აღნიშნული ინფორმაციით ბევრი ადამიანი მოტყუვდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ დანიის საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ისლანდიის წარმომადგენლის როლსაც ასრულებს, იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გამოექვეყნებინა.
ისლანდიური მედია იტყობინება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ისლანდიელ ქალებს სოციალურ ქსელებში უამრავი მესიჯი და მეგობრობის მოთხოვნა მისდით.
გარდა ამისა, სტატისტიკურად ისლანდიაში უფრო მეტი მამაკაცი ცხოვრობს ვიდრე ქალი. ყოველ ათას ქალზე 1 129 მამაკაცი მოდის..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Royal_Flash
операция "Хрущёв"
ჯგუფი: Registered
Royal_Flash
операция "Хрущёв"
ჯგუფი: Registered
წერილები: 1403
წევრი No.: 94202
რეგისტრ.: 22-June 09
#50264996
· 31 Mar 2017, 03:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთნაირად განვითარებულობას არ ვიცი რას ეძახით, მაგრამ ზოგადად ძალიან მოწყენილობაა, განსაკუთრებით პატარა დასახლებებში. რელიეფიდან და ქვეყნის ზომიდან გამომდინარე, სახმელეთო ტრანსპორტით დიდ მანძილებზე გადაადგილება მოუხერხებელია, ამიტომ ძირითადი ტრანსპორტი მაინც თვითმფრინავია, რაც თავის მხრივ საკმაოდ ძვირია. ამიტო ოსლოდან შორს მყოფი დასახლებული პუნქტები და განსაკუთრებით სოფლები, მოწყვეტილად მეჩვენება მე. თუ ნორვეგიიდან ხშირად მოგიწევთ გასვლა (საქართველოში, ევროპაში სამოგზაუროდ და ა.შ.), ეცადეთ მაქსიმალურად ახლოს იყოთ ოსლოსთან.
ზამთარში სიცივეზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ძალიან მოკლე დღეებია. უკიდურეს ჩრდილოეთში საერთოდ არ ამოდის მზე.
ამიტომ ოსლოზე თავის გაგიჟებას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები.
ენას რაც შეეხება, ინგლისური ყველამ იცის, სუფთად თუ არა, რაღაც დონეზე მაინც. და არ ეთაკილებათ ინგლისურად საუბარი. ამიტომ ქუჩაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში იოლად გაიტანთ მხოლოდ ინგლისურითაც თავს.
მეორე საკითხია სამსახური. შავი მუშების შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, სამსახურების 95%-ში ითხოვენ ნორვეგიულის ცოდნას. რაღაც დონეზე მაინც, რო აჩვენო რო ცოტა იცი და კომუნიკაცია შეგიძლია და დროთა განმავლობაში აიმაღლებ დონეს. გამონაკლისია აკადემიური სფერო. სადოქტოროზე, მკვლევარად, ლექტორად და ა.შ. ინგლისურია N1 პრიორიტეტი და ნორვეგიული უმეტესწილად არ არის სავალდებულო.
როგორც ვთქვი, ფიზიკურ სამუშაოზე და იმენა შავ მუშობაზე როგორ არის ენის მხრივ საქმე არ ვიცი, არ მქონია შეხება, მაგრამ თუნდაც ძალიან ელემენტარული რო ავიღოთ: სუპერმარკეტის გამყიდველებმაც კი, რასაც ვუყრებ, სუყველამ იცან ნორვეგიული. არადა, ასეთ პოზიციებზე ძალიან ბევრი უცხოელია.
ამიტო ენის სწავლას მიაწექით ჯერ.
ხელფასები ძალიან მაღალია, თუმცა საშემოსავლო გადასახადებიც შესაბამისია. + სუყველაფერი არანორმალურად ძვირი ღირს.
--------------------
დაუკარით ოსური
კოკოითია მოსული.
დაუკარით ქუჩური
პუტინია ფუჩური.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3031
წევრი No.: 47729
რეგისტრ.: 24-November 07
#50265001
· 31 Mar 2017, 03:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kiruna11 @ 30 Mar 2017, 14:02 )
zipo-zipo
სტუდენტს უპირატესობა აქვს უამრავი გაცვლითი პროგრამებია შემდეგ იქ ყოფნისას სამსახურის პოვნაც შეიძლება და ხელშეკრულებით დარჩება როცა სტუდენტი აღარ იქნება. ნორვეგიაში ტრომსოში აი ჩრდილოეთით არის გემზე სამუშაოები უამრავი ვაკანსიებია იქაურები თაკილობენ მასეთ სამსახურს ძირითადად ასაკიანი ხალხია დასაქმებული. ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ტრომსოს დასაწუნი რა აქვს სათივით აწყობილი ქალაქია მე ოსლოსგან არაფრით განვასვავებ უმაგრესი ქალაქია Tromsø
სტუდენტობის მერე გემზე კი არა, ვერსად ვერ იმუშავებ, თუ შესაბამისი კვალიფიკაცია არ გაქვს. მაქსიმუმ 1 წელი დარჩე job seeker ვიზით სწავლის მერე. სამუშაო ვიზა თუ გინდა, შენი დიპლომის შესაფერისი სამსახური უნდა იშოვო. მაგის დამტკიცებაც მაგარი ტვინის ბურღვაა, რომ ე.წ. skilled worker ხარ, ძველი სამსახურების რეკომენდაციები, დიპლომის აღიარება ნორვეგიული ორგანოების მიერ და ათასი ჯანდაბა. რაღაც განსაკუთრებული თუ არ შესთავაზე დამსაქმებელს, რატო აგიყვანსდა რატო იმტვრევს თავს შენი საბუთების ჩალიჩზე. ოსლოში მითუმეტეს, ძალიან ადვილად შოულობენ თანამშრომლებს და ვიღაც ქართვლს რატომ აიყვანენ, არ მესმის. მესმის, რაღაც სოფელში ან პატარა ქალაქში ვერ იპოვონ კადრი. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმ 6-თვიანი ძებნის მერე ქალაქ ფლუროში იშოვა ძლივს ინგლისურის და ესპანურის მასწავლებლის ვაკანსია, იმიტომ, რომ ადგილობრივი კანდიდატურა არ იყო ერთ ციდა ქალაქში. ოსლოში ინგლისურის მასწავლებელი რომ დასჭირდეთ, მეორე დღესვე იშოვიან ადგილობრივს. ეს ფლურო გამოდგა მივარდნილი, საშინლად მოსაწყენი ადგილი და ამ გოგოს დეპრესია დაეწყო ბოლოს, მერე 1 წელი ჩალიჩობდა და შედარებით უფრო დიდ ქალაქში, ოლესუნდში მოახერხა გადასვლა.
მოკლედ, თუ რაღაც განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ გაქვთ ან არ გინდათ მიყრუებულ სოფელში მუშაობა, ნორვეგიაში სამუშაოს ძებნას (ე.წ. skilled job-ს ვგულისხმობ, რომლის საფუძველზეც გაიცემა სამუშაო ვიზა) დიდი აზრი არ აქვს.
თუ სტუდენტი ხართ, ნახევარ განაკვეთზე შეგიძლიათ მუშაობა. თუ დაქორწინებული ხართ და შესაბამისი ვიზა გაქვთ, სრულ განაკვეთზე იმუშავებთ სადაც გინდათ. ეს უკანასკნელიც კაი საწვალებელია, შეიძლება 15 თვე ელოდო მაგ ვიზას და მანამდე ვერც მუშაობ, ვერც ვერაფერი. ნორვეგიის გარეთ თუ შეიტან საბუთებს, ვერც ჩახვალ პასუხამდე
* * *
საკმაოდ ძნელია ნორვეგიაში მიგრაცია.
არალეგალად მუშაობაც ძალიან ძნელია, ხელფასი რომ მოგცენ, უნდა გქონდეს ბანკში ანგარიში, რომლისთვისაც საჭიროა ე.წ. D number, რომელსაც რეზიდენს ფერმითის გარეშე ვერ აიღებ. დარწმუნებული ვარ, ნორვეგიელი ყველანაირად მოერიდება არალეგალის დასაქმებას. ენა თუ არ იცით, მითუმეტეს.
მე პირადად არ გირჩევთ ნორვეგიაში ჩამოსვლას ასე ჰარიჰარალეზე სამუშაოს საძიებლად. ბლომად ფულიც დაგეხარჯებათ. სხვა ქვეყნებს მიაწექით.
This post has been edited by
subterranean
on 31 Mar 2017, 03:58
--------------------
Fy faen! Fy faen! Svarte faen! Faen i helvete!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zipo-zipo
სიმართლის მთქმელი
ჯგუფი: Registered
zipo-zipo
სიმართლის მთქმელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1994
წევრი No.: 198974
რეგისტრ.: 3-March 15
#50265015
· 31 Mar 2017, 03:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Royal_Flash
subterranean
შვედეთშიც იგივე სიტუაციაა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3031
წევრი No.: 47729
რეგისტრ.: 24-November 07
#50265020
· 31 Mar 2017, 03:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zipo-zipo
წარმოდგენა არ მაქვს, შვედეთში რა ხდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Royal_Flash
операция "Хрущёв"
ჯგუფი: Registered
Royal_Flash
операция "Хрущёв"
ჯგუფი: Registered
წერილები: 1403
წევრი No.: 94202
რეგისტრ.: 22-June 09
#50265034
· 31 Mar 2017, 04:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სტუდენტობის მერე გემზე კი არა, ვერსად ვერ იმუშავებ, თუ შესაბამისი კვალიფიკაცია არ გაქვს. მაქსიმუმ 1 წელი დარჩე job seeker ვიზით სწავლის მერე. სამუშაო ვიზა თუ გინდა, შენი დიპლომის შესაფერისი სამსახური უნდა იშოვო. მაგის დამტკიცებაც მაგარი ტვინის ბურღვაა, რომ ე.წ. skilled worker ხარ, ძველი სამსახურების რეკომენდაციები, დიპლომის აღიარება ნორვეგიული ორგანოების მიერ და ათასი ჯანდაბა. რაღაც განსაკუთრებული თუ არ შესთავაზე დამსაქმებელს, რატო აგიყვანსდა რატო იმტვრევს თავს შენი საბუთების ჩალიჩზე. ოსლოში მითუმეტეს, ძალიან ადვილად შოულობენ თანამშრომლებს და ვიღაც ქართვლს რატომ აიყვანენ, არ მესმის. მესმის, რაღაც სოფელში ან პატარა ქალაქში ვერ იპოვონ კადრი. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმ 6-თვიანი ძებნის მერე ქალაქ ფლუროში იშოვა ძლივს ინგლისურის და ესპანურის მასწავლებლის ვაკანსია, იმიტომ, რომ ადგილობრივი კანდიდატურა არ იყო ერთ ციდა ქალაქში. ოსლოში ინგლისურის მასწავლებელი რომ დასჭირდეთ, მეორე დღესვე იშოვიან ადგილობრივს. ეს ფლურო გამოდგა მივარდნილისაშინლად მოსაწყენი ადგილი და ამ გოგოს დეპრესია დაეწყო ბოლოს, მერე 1 წელი ჩალიჩობდა და შედარებით უფრო დიდ ქალაქში, ოლესუნდში მოახერხა გადასვლა.
მოკლედ, თუ რაღაც განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ გაქვთ ან არ გინდათ მიყრუებულ სოფელში მუშაობა, ნორვეგიაში სამუშაოს ძებნას (ე.წ. skilled job-ს ვგულისხმობ, რომლის საფუძველზეც გაიცემა სამუშაო ვიზა) დიდი აზრი არ აქვს.
თუ სტუდენტი ხართ, ნახევარ განაკვეთზე შეგიძლიათ მუშაობა. თუ დაქორწინებული ხართ და შესაბამისი ვიზა გაქვთ, სრულ განაკვეთზე იმუშავებთ სადაც გინდათ. ეს უკანასკნელიც კაი საწვალებელია, შეიძლება 15 თვე ელოდო მაგ ვიზას და მანამდე ვერც მუშაობ, ვერც ვერაფერი. ნორვეგიის გარეთ თუ შეიტან საბუთებს, ვერც ჩახვალ პასუხამდე
* * *
საკმაოდ ძნელია ნორვეგიაში მიგრაცია.
არალეგალად მუშაობაც ძალიან ძნელია, ხელფასი რომ მოგცენ, უნდა გქონდეს ბანკში ანგარიში, რომლისთვისაც საჭიროა ე.წ. D number, რომელსაც რეზიდენს ფერმითის გარეშე ვერ აიღებ. დარწმუნებული ვარ, ნორვეგიელი ყველანაირად მოერიდება არალეგალის დასაქმებას. ენა თუ არ იცით, მითუმეტეს.
მე პირადად არ გირჩევთ ნორვეგიაში ჩამოსვლას ასე ჰარიჰარალეზე სამუშაოს საძიებლად. ბლომად ფულიც დაგეხარჯებათ. სხვა ქვეყნებს მიაწექით.
აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში, რაც დაწერე. მარტო ერთს დავამატებდი:
ნუ, ჩემი პირადი გამოცდილებიდან, შედარებით იოლი გზა არის აკადემიურ სფეროში. მაგრამ ეს "შედარებით"-იც პირობითი ცნებაა. ჯოკრის მასტერი გეპეიშნიკები არავის არაფერში ჭირდება აქ. მაგრამ მეორე მხრივ, თუ სერიოზულად ხარ დაინტერესებული კვლევით საქმიანობაში, გაქვს პუბლიკაციები, კარგი ქულები (ჩემს უნიში აუცილებელი პირობაა მინიმუმ B, სხვანაირად ნულთან მიახლოვებულია შანსი), ზოგადად კარგი აკადემიური ბექგრაუნდი და ა.შ. ანუ თუ მართლა რაღაც ღირებულის შესაქმნელად ჩამოდიხარ, მაშინ შესაბამის დაფასებასაც მიიღებ. მეცნიერებაში არ ენანებათ ფული ამათ.
უფრო რუტინულ, მაგ. ფიზიკურ სამუშაოებზე და მსგავს შედარებით დაბალანაზღაურებად პოზიციებზე რავი, ძალიან მაგრად უნდა გაგიმართლოს, რო რამე ნახო. ჯინი უნდა მჭირდეს ვინმესი და მაგრად არ უნდა მევასებოდეს რო ვურჩიო, აუფ ჩამო, ჩამო, მაგარი პონტია ძაან-თქო.
გაითვალისწინეთ, რომ ეს 80-100 მილიონიანი გერმანია არაა. 5-მილიონიანი ქვეყანაა, სადაც თითქმის მეხუთედი უკვე უცხოელი ცხოვრობს და ფრთხილობენ. თან მოთხოვნას და თითო პოზიციაზე მსურველების რაოდენობასაც თუ გავითვალისწინებთ, მცირეა შანსი.
თან კიდე ერთ რამეს დავაკვირდი. ძაან წყალწაღებულ ქვეყნებს ასე თუ ისე კიდე ეხმარებიანსავით შეგნებულად. მაგ. სომალიდან იღებენ ბევრ ლტოლვილს, ერიტრეიდან, პაკისტანიდან. კოსოვოდან ბევრ სტუდენტს აფინანსებენ. და საქართველო სომალის და ერიტრეის ფონზე ასე თუ ისე ნორმალურ ქვეყნად განიხილება მაინც და მაგ მხრივაც, რო ვთქვათ, შეეცოდო და მაგიტო შეგიფაროს, არ არის მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა.
QUOTE
შვედეთშიც იგივე სიტუაციაა?
არ ვიცი ნამდვილად. 2 დღე მაქვს სულ შვედეთის ტერიტორიაზე გატარებული.
ერთადერთი რაც დანამდივლებით შემიძლია გითხრა არის ის, რომ შვედეთში ალკოჰოლი უფრო იაფია. ნორვეგიაში 1 ბოთლი სასმელისთვის შეიძლება თირკმლის გაყიდვა დაგჭირდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3031
წევრი No.: 47729
რეგისტრ.: 24-November 07
#50265040
· 31 Mar 2017, 04:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ, ლამაზი ქვეყანაა ძალიან, საოცარი ბუნებით, ფიორდებით, მთებით, საინტერესო მითოლოგიით, მშრომელი და პატიოსანი ხალხით, მაღალი ხელფასებით და ბენეფიტებით, მაგრამ ეს უკანასკნელი - მოქალაქეებს. ქართველებისთვის თავის დამკვიდრება ძნელია. როგორც ზემოთ დაწერა მეგობარმა, ერიტრეელებს კი აძლევენ თავშესაფარს, მაგრამ საქართველოში ომი არაა და არაფერი, ამიტომ ქართველ ლტოლვილებს არ იღებენ. ისე, მაგ მხრივ შვედეთია ჩემპიონი, ბევრის ქართველი ცხოვრობს მაგ თავშესაფრებში. შვედეთის თემაში თუ შეხვალ, სულ ლტოლვილად ჩაბარებაზე მიდის ლაპარაკი
ნორვეგიაში არალეგალად საჩალიჩოდ და მოსაპარად მაგარი პონტი რო იყოს, აქამდეც ბევრი ხალხი ჩამოვიდოდა. ჩემს მეზობელ სერგოს ვინ დაასწრებდა
თუ ამ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ნორვეგიაში ჩამოსვლის და სამუშაოს პოვნის იმედი გქონდათ, ჩემი კეთილი რჩევაა, სხვა ქვეყნებს მიაწვეთ. რაღაც 2 კაპიკი რომ გქონდეთ მოგროვილი, 1 კვირაში დაგეხარჯებათ. სიგარეტს თუ ეწევით, 3 დღეშიც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kiruna11
Super Member
ჯგუფი: Registered
Kiruna11
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 244
წევრი No.: 222907
რეგისტრ.: 17-August 16
#50265277
· 31 Mar 2017, 09:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
subterranean
Royal_Flash
თქვენ ნორვეგიაში ცხოვრობთ?
ცხადია ადვილი არ არის ნორვეგიაში წასვლა და თავის დამკვიდრება მაგრამ ეხლა ასე გადაჭრით არ წახვიდეთ და არაფერი გამოგივათ თქმა არ მიმაჩნია სწორად. ნორვეგია მაღალი დონის ქვეყანაა თქვენ მარტო ოსლოს იძახით, არაა ეგრე, ნორვეგია იმიტომ არის ძლიერი რომ ყველა ქალაქი ყველა მხარე განვითარებულია და მაღალი დონის ცხოვრებაა.უბრალოდ ეს ღრუზინებისთვის წარმოუდგენელია დედაქალაქის გარდა სხვაგან ცხოვრება არ უნდათ, საქართველო კი არაა მარტო თბილისის გარდა ჩამკვდარია ყველაფერი იმიტოა უკიდურესი გაჭირვება, ნორვეგიაში თავზე არ დაცემიათ ეს სიმდიდრე, მაგალითად ჩრდილოეთოთ ტრონჰეიმში ხალხის ბედნიერება პიკს აღწევს დაუსაქმებელი ადამიანი არ არსებობს, დაუსაქმებელი და ოროსანი რომ არის ხალხი იმ ქვეყანაში სუფევს უკიდურესი გაჭირვება თორემ ნორვეგიას არაფერი სჭირს საქილიკო, ემიგრანტსაც მიღებს თუ ის ემიგრანტი სწორ ნაბიჯებს გადადგამს. ჩემი რჩევა რო მიაწვეთ ყველაფერი გამოგივათ, ადამიანი კოსმოსში გაიჭრა ნორვეგია რა გახდა და არ არის საჭირო გზაზე დამდგარ ადამიანს უთხრათ პესიმისტური რაღაცები, რავი არ მიმაჩნია ლამაზად.
This post has been edited by
Kiruna11
on 31 Mar 2017, 11:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
m-kasper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
m-kasper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1501
წევრი No.: 98390
რეგისტრ.: 24-August 09
#50265734
· 31 Mar 2017, 11:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kiruna11
QUOTE
არალეგალისთვის დაახლოებით რამდენი იქნება ანაზღაურება?
QUOTE
zipo-zipo იგივე რაც სხვებისთვის, მარტო ტრომსოში არაა, სხვა ქალაქებშიცა ნორვეგიაში გემზე სამუშაოები. ორჯერადი კვებაა ზოგან საცხოვრებელიც მაგათია უფასოა ანუ, ქარხანაში მუშაობის შემთხვევაში საცხოვრებელი უფასო და დღეში 1 ჯერადი კვებაა მგონი. მანდ რათქმაუნდა მაღალი ხელფასებია 1800-2000 რადგან ძალიან რთული სამსახურია, მანდ მსხვილი კომპანიები არ დებენ ვაკანსიებს როგორც საქართველოში ჯობ.გე და მსგავსისაიტებია ეგეთებზე,ისინი თანამშრომლებს იყვანენ რეკრუიტმენტ საგენტოებისგან უნდა იაქტიურო და აუცილებლად იპოვი რა.
აქ არალეგალზეა საუბარი მეგობარო.
ვთქვათ ადამიანი ჩავიდა უვიზოთ ნორვეგიაში და ტრომსოშიც. ვიზალიბერალიზაცია რ გაძლევს იქ დასაქმების უფლებას შესაბამისად ვერ რეკრუიტმენტ სააგენტოს ვერ მიმართავ სატანადო ვაკანსიაზე რო დაგასაქმონ და ისევ ეგ ვარიანტი რჩება პორტში იდვიჟენიო და ეძებო სამსახური. ამას ენის სირტულეც რო დაუმატო საკმაოდ გაჭირდება. რთულია ნორვეგიულის სწავლა და ბაზის ინგლისურით იქ რამდენად იკონტაქტებ
--------------------
ჯობია ყველამ ვაშენოთ და ერთმა ანგრიოს,
ვიდრე ერთმა აშენოს და ყველამ ვანგრიოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kiruna11
Super Member
ჯგუფი: Registered
Kiruna11
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 244
წევრი No.: 222907
რეგისტრ.: 17-August 16
#50265809
· 31 Mar 2017, 11:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
m-kasper
არალეგალმა მუშაობის უფლება უნდა მოიპოვოს დამსაქმებელთან ხელშეკრულების დადება უნდა მოახერხოს. რატომ უდგებით ისე რომ ჩავა იცხოვრებს არალეგალად მოაკითხავენ სახლში და დასაქმებენ ასე არ ხდება. რა გჭირთ ხალხოო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
m-kasper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
m-kasper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1501
წევრი No.: 98390
რეგისტრ.: 24-August 09
#50265870
· 31 Mar 2017, 11:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kiruna11
QUOTE
რა გჭირთ ხალხოო
პესიმიზმი
QUOTE
არალეგალმა მუშაობის უფლება უნდა მოიპოვოს დამსაქმებელთან ხელშეკრულების დადება უნდა მოახერხოს
უბრალოდ ავღნიშნე რომ აქედან უვიზოდ ჩასულს მუშაობის უფლება არ გაქვს, თავადვე ამბობ რომ გემზე სამუშაოდ ვაკანსია არ ცხადდება და უმეტესად დამსაქმებელი ორგანიზაციებიდან იყვანენ კადრს. შესაბამისად გამიჩნდა კითხვა იქ ჩასული ადამიანი სამი თვის ვადაში თუნდაც ლეგალი იყო მიდიხარ დამსაქმებელ კომპანიაშI და ეუბნები ჩემი მონაცემი დაიტოვე და დამიკავშირდიო და ეს მგონი პორტში დგომა-დასაქმებაზე უფრო არარეალური მეჩვენება. იმას არ ვამბობ რომ სახლში უნდა იჯდეს ადამიანი დაასაქმეებენ.
პრაქტიკული რჩევა არ გვაწყენდა თუნდაც იმის ვინც მოახერხა და არალეგალმა დამსაქმებელთან ხელშეკრულება გააფორმა
მეზობელი თემიდან გავუკეთებ შენივე სიტყვებს ციტირებას: შანსი არ გაუშვა ხელიდან ინფორმაცია მთავარი კოზირია
This post has been edited by
m-kasper
on 31 Mar 2017, 11:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kiruna11
Super Member
ჯგუფი: Registered
Kiruna11
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 244
წევრი No.: 222907
რეგისტრ.: 17-August 16
#50265968
· 31 Mar 2017, 11:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
m-kasper
საქართველოდან ჩასულს 90 დღე აქვს ვადა მერე უკან უნდა დაბრუნდეს ეს სხვა თემაა, აგერ შვედეთის თემაში რო პოსტავს ერთი ადამიანი ის შვედეთში ჩამოდის 1 სექტემბერს, სამსახურიდან კონტრაქტი მიიღო ანუ შვედეთმა გაუგზავნა, ასეთი მსგავსი ანალოგიური ნაბიჯები უნდა გადადგას თორემ საქართველოდან რო წახვიდე ტურისტულად და იქ დარჩენა მოინდომო და დარღვიო ვადები ეს არასწორია 5 წელი ვერ შეხვალ ქვეყანაში და პლიუს ჯარიმებიცაა მგონი.სამსახურია მთავარი ასეა ყველგან გერმანიაში რო გადატენილია ქართველები მაგათ ბინადრობის უფლება აქვთ მოიპოვეს სამსახურთან აქვთ კონტრაქტი, თორემ ვინც ევროპაშია გგონია ყველას მოქალაქეობა აქ? არაა ასე, სამსახურის მოძებნის გზებია პირველ რიგში საპოვნი. თუ თავშივე არასწორი ინფორმაცია გაქვს და პესიმისტურად უდგები მასე არ ვარგა გამრავლების ტაბულასაც ვერ ისწავლის ადამიანი მასეთი მიდგომით.
საქართველოდან წასულები არიან ნორვეგიაში 2 წელია ვაგამოში Vågåmo, Oppland ჩრდილოეთითა შუაგულ ნორვეგიაში რა და ძალიან კარგად არიან მოწყობილები.მარტო აქ იმდენი ობიექტია სადაც ხალხია დასაქმებული სამოთხევს გაავს აქაურობა ეს თავისით არ გაკეთებულა. ხალხოო საქართველო არაა მარტო დედაქალაში რო გინდათ ცხოვრება ეს ნორვეგიაა და არა ჭაობი ქვეყანა
აი ამ მაგარ ადგილას არიან
https://www.google.com/maps/@61.8757282,9.0...#33;6m1!1e1
This post has been edited by
Kiruna11
on 31 Mar 2017, 12:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
m-kasper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
m-kasper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1501
წევრი No.: 98390
რეგისტრ.: 24-August 09
#50266228
· 31 Mar 2017, 12:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kiruna11
პირველი იქიდნ დავიწყებ რომ კანადის და შვედეთის თემაშიც ვნახე შენი კომენტები და მადლობა იმ დახმარებისთვის რომელსაც ხალხისთვის ცდილობ.
რაც შეეხება პესიმისტურ მიდგომას მაგ მიდგომით კაცი თბილისშიც ვერ ჩავა და იმუშავებს და ეგ უფრო ხუმრობით ნათქვამს გავდა.
პრაქტიკულ რჩევას რაც შეეხება რომ გთხოვდი ეს რისგან იყო გამოწვეული გეტყვი ბატონო, ვთქვათ ადამინი დასაქმებულია საქართველოში, შევბულება რომელიც ერთი თვე გრძელდება სეიძლება გამოყენოს მაქსიმალურად და ჩამოვიდეს თუნდაც ტრომსოში და ეცადოს დამსაქმებელთან ხელშეკრულების გაფორმება, ეს თუ ვერ გამოვა მთლად უმუსევარიც არ დარცება, ერთ თვიანი მშვენიერი შვებულება გამოვა თავისი ტევზაობით და საქართველოში დაბრუნებული გააგრძელებს ძიებას.
არალეგალობის მომხრე არანაირად არ ვარ და ყველას ტკივილს ვიზიარებ ვინსაც სხვა გზა არ რჩება. რაც შეეხება შევედეთის თემაში ახალგაზრდა ოჯახის 1 სექტემბერს გადმოსახლებას ეგეც წავიკიტხე და როგორვ ვიცი დისტანციურად მოახერხა სამსახურის პოვნა და კონტრაქტიც მიიღო. ამ შემთხევავში დამსაქმებელი უზრუნველყოფს მას სამუშაო ვიზით. მეორე მხრივ შეხედე აბა
zipo-zipo
შემთხევავს კაცი ტანახმაა თუნდაც ფერმაში ან გემზე იმუშავოს შავ მუშაოდ და არა მგონია რომელიმე ფერმერი დებდეს ნეტში ინფოს მუშა ხელის საჭიროებაზე. ზუსტად მანდ იჭედება იფორმაციულობის ნაკლოვანებით ადამიანი რომ ცამოდის 90 დრე ეძებს მაგრამ არა იქ სადაც საჭიროა დამსაქმებელს რომ გააფორმოს ხელშეკრულება და ოფიციალური ვიზით დაიწყოს მუშაობა. ამიტომაც ვიტხოვ უფრო მეტ პრაქტიკლულ რჩევას და არა ცემი პესიმისმიზადნ გამომდინარე. ძნელია საქართველოდან დააინტერესო ნორვეგიაში ვინმე ჩემი იურისტობით და თევზაობის სიყვარულით.
* * *
QUOTE
საქართველოდან წასულები არიან ნორვეგიაში 2 წელია ვაგამოში Vågåmo, Oppland ჩრდილოეთითა შუაგულ ნორვეგიაში რა და ძალიან კარგად არიან მოწყობილები.
აი თუნდაც ამ ხალხის მაგალითს თუ მოგვიყვებოდი კარგი იქნებოდა, როგორ წავიდნენ და მუშაობის უფლება როგორ მიიღეს ოფიციალუტრი გზით და ეს ინფო სხვასაც გამოადგებოდა, წინა კაცი ხომ უკანა კაცის ხიდი.
ძირითადში აქ იმიტომ პოსტავს ხალხი რომ ინფო და გამოცდილება გაზიარდეს და ვინც გაითვალისწინებს შედარებით ადვილად შეძლოს სხვა ქვეყანასათან ინტეგრირება.
იმას არ ვამბობ ვინმემ ნორვეგიაში იმიგრირება/დასაქმება/gold mining-ის გაიდი დადოს
მაგალითისთვის ვიტყვი რომ შენი ნათქვამ ტრომსოში გემებზე მუშაობის უკვე რაღაცას ნიშნავს ჩემთვის და დავიწყებ ინფოს მოძიებას რა სამუშაოა, როგორ შეიძლება მოიპოვო დამსაქმებელი ან როგორ დააინტერესო შენით. შესაბამისად ამ კოზირით აღჭურვილი თუ გადავწყვიტავ ცამოსვლა უკვე ტრომსოს მივაშურებ ოსლოს სადაც შედარებით რთულად უნდა დავსაქმდე, ტრომსოში დასახლებული კი უკვე ოსლოში გადაბარგებაზე ვიზრუნებ და ა.შ.
მემგონი ჩამოვყალიბდი რისი თქმაც მინდოდა პრაქტიკული რჩევებით დ კიდევ ერთხელ მადლობა დახმარებისთვის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FERREBOY
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐
ჯგუფი: Registered
FERREBOY
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐
ჯგუფი: Registered
წერილები: 1648
წევრი No.: 130451
რეგისტრ.: 23-April 11
#50266400
· 31 Mar 2017, 12:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
და ნორვეგიელი ან შვედი რო შეირთო ცოლად? დარჩენის უფლება გაქვს მაგ შემთხვევაში? მოქალაქეობას აიღებ ოდესმე?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მოგზაურთა კლუბი
|
იქით
»
Pages:
(107)
« პირველი
...
69
70
[71]
72
73
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0563 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.