თოვლს რა უჭირს, ჯერ წესიერად გაღვიძებული რომ არ ხარ და უკვე ღამდება, ეგ უნდა ნახოთ თქვენ.
თან მე ძაან გვიან ღამე მიყვარს ხოლმე დაძინება და ყოფილა შემთხვევა, რო რამდენიმე დღე მზე თვალით არ მინახავს. ნუ, ეგ ჯანდაბას, ჩემი უკუღმართი გრაფიკის გამო იყო, მაგრამ ჩრდილოეთში ფიზიკურად არ ამოდის მართლა, 24 საათი ბნელა.
უღიმღამოა რაღაცნაირად აქ ცხოვრება. ორი გამოთქმა დავამუღამე ამათი: "ნორვეგიაში ორი სეზონია: ცივი ზამთარი და თბილი ზამთარი" და "არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ ამინდის შეუსაბამო ჩაცმულობა".
ცოტა ინტროვერტი ტიპი ვინცაა, იმას შეიძლება გაუსწორდეს. თუ თხილამურები გევასებათ, მაშინ მთლად სამოთხეა. არა არაა რა საჩემო.
ეჰ, უბრალოდ, ხელფასებია კაი

რაც აქ მაქვს, მაგის ნახევარი რომ საქართველოში მომცა, კისრისტეხით გავიქცეოდი.
ჰო, კიდევ ბუნება აქვთ ულამაზესი. მაგრამ ეგეც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ცხრაჯერ და მერე ამოგდის ყელში.
მიმაგრებული სურათი